გასართობისაკითხავისურათები

ქალები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

image

ისტორია იცნობს ბევრ ქალს, რომლებიც ნამდვილად საყოველთაო პატივისცემისა და აღფრთოვანების ღირსნი არიან. ისინი ცვლიდნენ ისტორიას, მიდიოდნენ ვა-ბანკზე, არ ეშინოდათ არც ცვლილებების, არც საზოგადოების მხრიდან დაცინვის, არ ეშინოდათ სიკვდილისაც კი. ისინი ფრენდნენ ცაში და კოსმოსშიც კი, ნებაყოფლობით მიდიოდნენ ქმრებთან ერთად პატიმრობაში, მამაცურად იცავდნენ შვილებს და…მშვიდად სვამდნენ ჩაის თავიანთი სახლის ნანგრევებზე. ასეთი ადამიანები წამყვან როლს თამაშობენ თავიანთ ეპოქაში და ისტორიის ყველა მონაკვეთზე შეიძლება წავაწყდეთ უამრავ ქალს, რომლებსაც არასოდეს დაივიწყებს ისტორია და მომავალი თაობა. მოდით გავიხსენოთ ამ ღირსეული ქალებიდან ზოგიერთი მათგანი.

1. ჰერტრუდა ედერლე-პირველი ქალი, ვინც ლა-მანში გადაცურა. 1926 წელი

 

image



2. მუსულმანი ქალი თავისი ჩადრით მალავს ებრაელი მეზობელი ქალის ექვსკუთხა ვარსკვლავს, რომ არავინ არ დაინახოს ის. იუგოსლავია, 1941 წელი.

 

image



3. კეტრინ სვიტცერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც გაირბინა ბოსტონის მარათონი, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები შეეცადნენ შეეჩერებინათ ის. 1967 წელი

 

image



4.ავღანელი ქალები ბიბლიოთეკაში ცოტა ხნით ადრე, სანამ ხელისუფლება თალიბანის ხელში გადავიდოდა. 1960 წელი

 

image



5.ქალი-სამურაი. 1800-იანი წლების ბოლო

 

image



6.საკონცენტრაციო ბანაკში ნამყოფი ქალი ურტყამს ნეონაცისტებს. შვედეთი. 1980 წელი

 

image



7.მარინა ხინესტა-17 წლის კომუნისტი ქალი ბარსელონას ფონზე ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. 1936 წელი

 

image



8. ანა ფიშერი-პირველი დედა კოსმოსში. 1980 წელი

 

image



9. მოდ ვაგნერი-პირველი ტატუს ოსტატი ქალი ამერიკაში. 1907 წელი

 

image

 

10. ქალები კრივში ეჯიბრებიან ერთმანეთს ლოს-ანჟელესის ერთ ერთი სახლის სახურავზე. 1933 წელი

 

image



11.თურქი საბინა გიოკჩენი თავის თვითმფრინავთან ერთად 1937 წელს. ის პირველი ქალი იყო, რომელიც გამანადგურებლის პილოტი გახდა.

 

image



12.ქალი სვამს ჩაის თავისი სახლის ნანგრევებზე, რომელიც ლონდონის დაბომბვის შედეგად დაინგრა. 1940 წელი

 

image



13. 106 წლის სომეხი ქალი იცავს თავის სახლს AK-47-ით. 1990 წელი.

 

image



14.უკრაინელი გოგონა წყალს ასმევს გერმანელ ტყვეს, 1942 წელი

 

image



15.ქალი-ბუხრის მწმენდავი ბერლინის თავზე, 1900 წელი

 

image



16.ფოტოგრაფი მარგარეტ ბურკ-უაიტი კრაისლერ-ბილდინგის თავზე, 1934 წელი

 

image



17. პირველი ქალები, რომლებოც აშშ-ის საზღვაო ქვეითებში ჩაეწერნენ, 1918 წელი

 

image



18.ბაიკერთა ცნობილი ბანდის – “ჯოჯოხეთის ანგელოზები” წევრი ქალები, 1973 წელი

 

image



19. ელენ ონილი-ერთ-ერთი პირველი სკეიტბორდისტი გოგონა, 1976 წელი

 

image



20.პარიზელი დედები შვილებს იცავენ სნაიპერებისაგან, 1944 წელი

 

image



21.პირველი გოგონები, რომლებმაც ფეხები გაიშიშვლეს ქუჩაში. ტორონტო, 1934 წელი

 

image



22. ფილიპინელი პარტიზანი ქალი აჩვენებს ამერიკელ ჯარისკაცს, თუ როგორ კლავდა ის იაპონელ ჯარისკაცებს ოკუპაციის დროს, 1944 წელი

 

image



23. ჰოლანდიელი ქალი თან გაჰყვა გერმანელ ჯარისკაც ქმარს, მას შემდეგ, რაც ის დააპატიმრეს, 1945 წელი.

 

image



24. ელსოეტ ბერდი – პირველი ქალი, ვინც დედამიწას მოტოციკლით შემოუარა. მას ამაზე 3 წელი დრო დაეხარჯა და 77 000 კმ-ზე მეტი გაიარა. 1980 წელი

 

image



25. ავიატორი ამელია ერხარტი-პირველი ქალი, რომელიც თვითმფრინავით გადაფრინდა ატლანტის ოკეანის თავზე. 1928 წელი

 

image



26. ბრიტანელი სერჟანტი ავარჯიშებს ქალებს, რომლებიც “დედების არმიაში ჩაეწერნენ”. 1940 წელი

 

image



27. პირველი ქალთა კალათბურთის გუნდი აშშ-იდან, 1902 წელი

 

image



28. ფრანგი პარტიზანი გოგონა, 18 წელის სიმონა სეგვანი პარიზის განთავისუფლებისათვის ბრძოლის დროს. 1944 წელი

 

image



29 .საბჭოთა არმიის ქალი-სნაიპერები, 1945 წელი

 

image



30. ანეტ კელერმანი პოზირებს საცურაო კოსტიუმში, რისთვისაც ის დააპატიმრეს უღირსი საქციელის გამო, 1907 წელი

 

image



31. ლეოლა კინგი-პირველი საგზაო პატრული ქალი აშშ-ში, 1918 წელი

 

image



32. კომპანია Lockheed-ის თანამშრომელი ქალი თვითმფრინავის შეკეთების დროს, 1944 წელი

 

image



33. მედიცინის და წითელი ჯვრიდან იწერს ინგლისელი ჯარისკაცის უკანასკნელ სიტყვებს, 1918 წელი

 

image



34. ბრიტანელი ქალი-პილოტები ეს-ესაა გადმოვიდნენ თვითმფრინავიდან, 1944 წელი

 

image



35. 21 წლის სარლა ტაკლანი-პირველი ინდოელი პილოტი ქალი, 1936 წელი

 

image

 

წყარო : intermedia.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close