არქივი

9 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიწყოთ სირბილი

cb3cf00a47a2

9 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიწყოთ სირბილი.

ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: “თუ გინდა იყო ძლიერი – ირბინე, თუ გინდა იყო ლამაზი – ირბინე, თუ გინდა იყო ჭკვიანი – ირბინე” და მართლებიც იყვნენ.

გასაგებია, რომ სირბილი ყველა დააავადების მკურნალი არაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სირბილი ორგანიზმზე კარგ გავლენას ახდენს უდავოა. ეს არის იდეალური შესაძლებლობა რომ გამოიყურებოდეთ ლამაზად. ის არ მოითხოვს სპეციალურ მოწყობილობებს ან რაიმე განსაკუთრებულ ადგილს და ეს უკვე შესანიშნავი მიზეზია, რომ დაიწყოთ სირბილი, დანარჩენი 9 მიზეზი შეგიძლიათ წაიკითხოთ დაბლა.

სირბილი ზრდის გულის და სისხლძარღვების შესაძლებლობებს, ხდება თვითონ გულის კუნთების ვარჯიში. ეს ნიშნავს, რომ გული ხდება უფრო მაგარი და ძლიერი, ხოლო ეს კი შესამჩნევად აისახება მის პერფორმანსზე.

იზრდება სისხლში ჟანგბადის მოცულობა. ნავარჯიშები გული ერთი ციკლის განმავლობაში აგზავნის უფრო მეტი მოცულობის სისხლს, ვიდრე არანავარჯიშები. იზრდება სიხლის მიმოქცევა – გაიზარდა ჟანგბადის ცვლაც. ყველა ქსოვილს და ორგანოს მიეწოდება უფრო მეტი ჟანგბადით და საკვების ნივთიერებებით მდიდარი სისხლი.

სირბილი ასევე არის კარგი შესაძლებლობა ებრძოლოთ ნერვულ დაძაბულობას. სტრესი და დაღლა გროვდება ორგანიზმში დაშლილი პროდუქტების გამო ერთი დღის განმავლობაში – ეს არის დაღლის მიზეზი. იმისათვის, რომ დაღლა მოიცილოთ საჭიროა საჭირო დონეზე გაოფლიანდეთ, ხოლო სირბილი ამ დავალებას კარგად უმკლავდება.

დიდხნიანი დატვირთვის დროს სისხლში წარმოიქმნება სპეციალური ჰორმონი ენდორფინი. ამ ჰორმონს ასევე უწოდებენ “ბედნიერების ჰორმონს” და ტყუილაზე არა. როდესაც ენდორფინის კონცენტრაცია სისხლში იზრდება, ადამიანი განიცდის ეიფორიის მცირე გრძნობას. დეპრესია ქრება.

იზრდება გონებრივი აქტივობა. სირბილის დროს ხშირად “თავისებურად” მოდის რაიმე დავალების ან პრობლემის გადაწყვეტილება. სისხლი აქტიური ვარჯიშების დროს იკვებება ჟანგბადით, იზრდება ნივთიერებების ცვლა, ამის შედეგად, უფრო აქტიურად ფუნქციონირებს ცენტრალური ნერვული სისტემა, ანუ ტვინიც.

სისტემატიურად სირბილის შემთხვევაში იზრდება იმუნიტეტიც, ეს ხდება სისხლში ეროთრიციტების და ჰემოგლობინის ზრდით. სირბილის დროს იკლებს ქოლესტერინი სისხლში, იკლებს შიმშილის გრძნობა და ა.შ. ნივთიერებების ცვლის შედეგად ნორმალიზირდება სხეულის მასაც.

სირბილი შეიძლება დღის ნებისმიერ მომენტში. დილით როდესაც სისხლში არის ჰორმონების დიდი რაოდენობა, სირბილი იქნება “დატენვის” თავისებური საშუალება, რომ ორგანიზმი დაუბრუნდეს ჰარმონიას. თუკი ირბენთ სამუშაო დღის შემდეგ საღამოთი, მაშინ ამით თქვენ მოიხსნით დაძაბულობას, დამშვიდდებით, აივსებით ენერგიით, დაიცხრობთ დამატებით აპეტიტს და დაიძინებთ ტკბილი ძილით.

მეცნიერების კვლევები აჩვენებენ, რომ ხდება თირკმელის ქსოვილის ნაწილობრივი რეგენერაცია. დადებითი გავლენა აქვს სირბილს თირკმლებზე: სირბილის დროს თირკმელებს სცილდება დატვირთვა, რაც იწვევს მათი ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

რეგულარულად სირბილით დატვირთვა დადებით გავლენას ახდნენ ასევე კუნთოვანი სისტემის აპარატზეც. მოხუცი ხალხისთვის ამგვარი ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან დეგენერირებად ცვლილებებს კუნთოვან ქსოვილებში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button