არქივი

ფრანც კაფკა

9dfa82119cd4
”არ არის საჭირო სახლიდან გამოხვიდე. დარჩი შენს მაგიდასთან და ყური დაუგდე. ყური კი არ დაუგდო, დაელოდე. კი არ ელოდო, იყავი უმოძრაო და მარტოსული და სამყარო გაგეხსნება შენ. მას სხვაგვარად არ შეუძლია.”

ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს, ქალაქ პრაღაში,პრაღელი ებრაელების-ჰერმან კაფკასა (1852–1931) და იულია კაფკას (1856–1934)ოჯახში. კაფკას მამა ჩეხი ებრაელი იყო და საგალანტერეო საქონლით ვაჭრობას მისდევდა. დედა (ქალიშვილობის გვარი ლოვე) შეძლებული გერმანულენოვანი ებრაული ოჯახიდან წარმოდგებოდა. იგი ქმარს ეხმარებოდა ვაჭრობაში, რის გამოც პატარა ფრანცისათვის იმდენად ვეღარ იცლიდა. სულ ჰერმანსა და იულიას 3 ვაჟი და 3 გოგონა ჰყავდათ, რომელთაგანაც ფრანცი უფროსი იყო. დანარჩენი ორი ვაჟი ჩვილობაში გარდაიცვალა.889–1893 წლებში კაფკა სწავლობდა დაწყებით სკოლაში (Deutsche Knabenschule), შემდეგ გადავიდა გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. ფრანცი ბრწყინვალე მოსწავლე იყო.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კაფკამ სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე, თუმცა ორ კვირაში სამართლის ფაკულტეტზე გადავიდა. იმ დროისთვის იურისპრუდენცია პრესტიჟულ და პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა, სწორედ ამიტომ ჰერმან კაფკა შვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მომავალ მწერალს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, რამაც საშუალება მისცა შეესწავლა ხელოვნების ისტორია. მალე იგი შეუერთდა სტუდენტურ კლუბს, რომელიც ლიტერატურულ საღამოებს მართავდა. პირველი კურსის დასასრულს კაფკა შეხვდა მაქს ბროდს, ასევე მომავალ მწერალს, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი გახდა ჟურნალისტ ფელიქს უელსთან ერთად.

კაფკას მშობლიური ენა გერმანული იყო, თუმცა, თავისუფლად ფლობდა ჩეხურსაც. მოგვიანებით შეისწავლა ფრანგული ენა და კულტურაც. მისი ებრაული განათლება შედარებით სუსტი იყო და თავიდან არც დიდად ინტერესდებოდა მშობლიური ენითა და კულტურით. მხოლოდ მოგვიანებით, უკვე მოწიფულ ასაკში დაინტერესდა იდიშით, მას შემდეგ, რაც ებრაული თეატრალური დასის წარმოდგენებს დაესწრო. 1906 წლის 18 ივნისს ფრანცმა სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.კაფკა დანიშნული იყო ფელის ბაუერზე, რომელიც1912 წელს მაქს ბროდის სახლში გაიცნო. ფელისი ბერლინში ცხოვრობდა და მუშაობდა დიქტოფონების მწარმოებელ კომპანიაში. მათ ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდათ მიმოწერა, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ორჯერ აპირებდნენ კიდეც დაქორწინებას, თუმცა საბოლოოდ, 1917 წელს ერთმანეთს დასცილდნენ. ამის მიზეზად ბევრი კაფკას უცნაურ ახირებებსა და შიშებს ასახელებს, ბევრიც ამტკიცებს, რომ ფრანცს არ უყვარდა ფელისი, მხოლოდ ოჯახის შექმნა უნდოდა, რათა მამამისისთვის დაემტკიცებინა, რომ ნორმალური ადამიანი იყო. კაფკასთან განშორების შემდეგ ფელისი მალევე დაქორწინდა. მოგვიანებით იგი ოჯახთან ერთად ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი აშშ-ში გადასახლდა, სადაც 1960 წელს გარდაიცვალა. ბოლო წლებში იგი ფინანსურ შეჭირვებას განიცდიდა, რის გამოც იძულებული იყო, კაფკასთან მიმოწერა გამომცემლობისათვის მიეყიდა.

კაფკა საერთოდ მერყეობას იჩენდა ქალებთან ურთიერთობაში და არც ერთგულებით გამოირჩეოდა. დანიშნულიც კი განაგრძობდა პერიოდულად ხანმოკლე ურთიერთობებს, მაგალითად, ფელისის მეგობარ გრეტე ბლოხთან. ნიშნობის გაუქმების შემდეგ მას ასევე ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა იული ვორიცეკთან. მოგვიანებით 1944 წელს გრეტეც და იულიც ოსვენციმის (აუსშვიცის) მასობრივი მოსპობის ბანაკში დაიღუპნენ.

მწერლის რომანტიკულ გატაცებათაგან ყველაზე ცნობილია მისი ურთიერთობა ჩეხ მილენა იესენსკასთან. მილენა დაიბადა პრაღაში, ცნობილი პროფესორის, ქირურგი-სტომატოლოგის ოჯახში. სწავლობდა კონსერვატორიაში, შემდეგ-პრაღის უნივერსიტეტში ეუფლებოდა მედიცინას, მაგრამ მალევე მიატოვა სწავლა. 1918 წელს იგი ცოლად გაჰყვა გერმანულენოვან ებრაელ ლიტერატორს, ერნსტ პოლაკს. წყვილი ვენაში დასახლდა. პრობლემები მათ ურთიერთობაში მალევე გაჩნდა და ქმრისგან იმედგაცრუებული მილენა კოკაინს მიეძალა, თუმცა მალე მიხვდა რომ არასწორ გზას ადგა და გადაწყვიტა თარგმანისა და ჟურნალისტობისთვის მოეკიდა ხელი, მით უფრო, რომ ეს დამატებით ფინანსურ შემოსავალსაც აძლევდა. 1919 წელს, კაფკას რამდენიმე მოთხრობის (მწერალმა თავის სიცოცხლეში მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოაქვეყნა) წაკითხვის შემდეგ, წერილი მისწერა მას, სადაც მათი ჩეხურად თარგმნის ნებართვას სთხოვდა. ამ წერილს მოჰყვა ინტენსიური მიმოწერა ფრანცსა და მილენას შორის. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ წყვილის ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა, რადგან მილენას არ სურდა ქმართან გაშორება და აღარც კაფკას გამოუჩენია ინიციატივა. მოგვიანებით, ნაცისტური გერმანიის მიერ ჩეხეთის ოკუპაციის შემდეგ მილენა დააპატიმრეს, როგორც აქტიური ანტინაცისტი და ებრაელების ქომაგი. იგი 1944 წელს რავენსბრუკის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.

1923 წელს ბალტიის ზღვის ნაპირას სანატორიუმში დასასვენებლად მყოფმა კაფკამ გაიცნო მეზობლად მდებარე ებრაულ ბანაკში მოხალისედ მომსახურე 25 წლის პოლონელი ებრაელი ქალი დორა დიამანტი. დორა (ნამდვილი სახელი-დვორია დიამენტი) წარმოშობით გორა კალვარიას ერთ-ერთი ცნობილი ხასიდური საგვარეულოდან იყო.მას საბავშვო ბაღის აღმზრდელის განათლება ჰქონდა მიღებული და მუშაობდა ბერლინში, ობოლ ებრაელ ბავშვთა თავშესაფარში. დორა ფრანცის უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდა.
სანატორიუმიდან კაფკა პრაღაში დაბრუნდა, რომ შემდეგ დორასთან გადასულიყო ბერლინში. სწორედ მასთან გაატარა მწერალმა სიცოცხლის ბოლო წელიწადი. 1924 წელს ეს სიამტკბილობა მწერალს ტუბერკულოზის გართულებამ შეაწყვეტინა. იგი იძულებული გახდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ბერლინი და დორასთან ერთად გაემგზავრებულიყო ავსტრიის ერთ-ერთ სანატორიუმში, სადაც გარდაიცვალა კიდეც, 3 ივნისს, 40 წლის ასაკში. დორა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გვერდით იყო.

კაფკა XX საუკუნის ყველაზე უნიკალური მწერალია. საერთოდაც ის მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მას შეეძლო ეარსება ნებისმიერ დროს, რადგან მისი რომანები და არცერთი მიმდინარეობის ჩარჩოში არ ჯდება.

მისი რამოდენიმე ნაწარმოების ”მიმოხილვა”.

პროცესი
კაფკას ყველაზე ცნობილი რომანი „პროცესია“. მთავარი გმირი იოზეფ კ-აა ,რომელსაც განსაცვიფრებლად უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თავსდამტყდარი უსიამოვნების შემდეგ, რომელიც მის სახლში მისულმა სასამართლოს მოხელეებმა განაპირობეს, ის აცნობიერებს, რომ გარემო სადაც ცხოვრობს, არც ისე უსაფრთხოა, როგორც აქამდე ეგონა. („ კ-ა ხომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობს, ირგვლივ სიმშვიდე სუფევს, ყველა კანონი ძალაშია, ვინ ბედავს თავს დაესხას საკუთარ ბინაში.“) ის დგება ისეთი პრობლემის წინაშე, რომლის გადაწყვეტის გზებიც არ არსებობს, რადგან არ არსებობს თვითონ პრობლემის არსი ანუ დანაშაული. “პრობლემა“ ითხობს კ.ა-სგან შეგუებას და თამაშს იმ წესებით რასაც სთავაზობს.

სასამართლო ცალსახად უსამართლოა,რადგან ის აკავებს კ-ას არ ეუბნება დანაშაულს. იოზეფს ორი გამოსავალი აქვს ან შეეგუოს მდგომარეობას, ან წინ აღუდგეს და იბრძლოს, რაც ძალიან რთულია. ის იწყებს სასამართლოს სისტემის არსის გაგებას. ნელ-ნელა ხვდება რომ სასამართლო მოუწესრიგებელია, პროცესი აბსურდული, სასამართლოს მოხელეეები კი არაადეკვატურად იქცევიან. ხსნა არსაიდან ჩანს, რაც კ-ს უარეს მდგომარეობაში აგდებს. მთავარი კი ამ აბსურდულ პროცესში ის არის, რომ კა არ ნებდება და უნდა ბოლომდე იბრძოლოს, სასამართლოს წესებით არ ითაშოს, რადგან სასამართლო ადამიანს სახეს უკარგავს, დაშინებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით. საზოგადოება უძლურია, მას არ აქვს ძალა წინ აღუდგეს ამ უსამართლობას. ის ეგუება სასამართლოს წესებით თამაშს, რაც აძლიერებს კიდეც ამ დანაშაულებრივ ინსტანციას. კ-ა ოცდაათი წლის განმავლობაში პირველად ხვდება, რომ დაუცველია, რომ ამ სახელმწიფოში ცხოვრება არც ისე უსაფრთხოა. ის ძალაუნებურად ხდება მეამბოხე (რაც სიმართლე, რომ ითქვას მისი როლი არაა, რადგან მთელი სიცოცხლე ის ჩვეულებრივი ბურჟუა იყო), რომელსაც უნდა გამოაშკარაოს სასამართლოს უსამართლობა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დამთავრდება პროცესი,მთავარია დარჩენა და ბრძლობა გადარჩენისთვის.

იოზეფ კ-აც იწყებს ბრძოლას გადარჩენისთვის, მაგრამ მისი საწყისი მდგომარეობა სასამართლოსთან მიმართებაში უთანასწოროა, რადგან ის ებრძვის აბსურდულ სისტემას, ის თავიდანვე განწირულია, როგორც სიზიფე, მაგრამ მაინც იწყებს ბრძოლას, რადგან მთავარი პროცესია და არა შედეგი.

მეტამორფოზა
ეხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშინელ მწერად ქცეულიყო.” შოკისმომგვრელი დასაწყისია. კაფკას შემოქმედებაში დილას გარდამტეხი როლი აქვს. ყოველთვის დილიდან იწყება რაღაც ახალი და უცნაური. კომივოიაჟერი იქცევა საცეცებიან მწერად, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ის ვეღარ იცხოვრებს ძველებურად, ვეღარ ივლის სამსახურში და რაც მთავარია საზოგადოებაში დაკარგავს ადგილს. დასაწყისი ჭეშმარიტად კაფკასეულ, პესიმისტურ პათოსს ატარებს.

გრეგორი ზაზმა ერთი ჩვეულებრივი მოხელეა, რომელიც მცირე შემოსავლით არჩენს ოჯახს(მოხუცი მშობელი და და) და ოჯახიც პატივს სცემს მას, როგორც ერთადერთ მარჩენალს, იქამდე სანამ ზაზმა მწერად იქცევა. ამის შემდეგ ერღვევა ცხოვრების რიტმი. ოჯახი უატს ამბობს გრეგორიზე, რადგან ის ვიზუალურად ამაზრზენია და რაც მთავარია, მათ რჩენას ვეღარ შეძლებს. არავინ ცდილობს ზაზმას დახმარებას. ზაზმას კი თავის მდგომარეობაზე მეტად ის აწუხებ, რომ მატერიალურად ვეღარ დაეხმარება ოჯახს. საინტერესოა ოჯახის თეთოეული წევრის დამოკიდებულება გრეგორის მიმართ. მამამ თავიდანვე აუთვალწუნა სახევცლილი შვილი. თავად კაფკასაც რთული დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან და ალბათ, სწორედ აქიდან იღებს სათავეს მამის დამოკიდებულება ზაზმასადმი. აი, როგორ ექცება ის მწერად გარდასახულ შვილს.„მარცხენა ხელით გაზეთს დასწვდა, ფეხები დააკაკუნა, ხელჯოხისა და გაზეთის ქნევით ცდილობდა გრეგორი უკან, ისევ თავის ოთახსი შეეგდო. ეს ნამდვილად აღარ იყო ხუმრობა. გრეგორიც თავგანწირვით შეეჩხირა კარში. მალე გაიჭედა და დამოუკიდებლად მოძრაობა აღარ შეეძლო. მაშინ მამამ უკნიდან, მართლაც რომ მაშველი, ძლიერი პანღური ამოჰკრა და გასისხლიანებული გრეგორი თავის ოთახში შევარდა. კარი ჯოხით მიაჯახუნეს და დიდი ხნის ნანატრი სიჩუმე დამყარდა.“ და გრეგორის მიმართ თანაგრძნობას იჩენს, შეაქვს საჭმელი მისთვის და განცდის მის მდგომარეობას. მაგრამ დროთა განმავლობაში მისთვისაც ზედმეტი ხდება გრეგორი. ის იწყებს სამსახურს და იშვიათად ხვდება ძმას. ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივა , რომ ზაზმა ზედმეტია მათთვის და მისგან უნდა განთავისუფლდნენ. ხოლო გრეგორი მათ ახსენბს, რომ ის შეძლებს გადარჩენას, თუ კი ისინი დაეხმარებიან და არ გარიყავენ მას. „ადამიანმა შეიძლება დროებით დაკარგოს შრომის უნარი,მაგრამ სწორედ მაშინ უნდა გავიხსენოთ მისი ადრინდელი მუშაობა და ჩავთვალოთ, რომ დაბრკოლებათა გადალახვის შემდეგ, მომავალში ის კიდევ უფრო ბეჯითად იმუშავებს“.
საბოლოოდ გრეგორი კვდება და ოჯახიც თითქოს შვებით ამოისუნთქებს. კაფკას ამ მოთხრობით იმის ჩვენება უნდოდა, რომ თუ ადამიანი დაკარგავს ადგილს საზოგადოებაში, ისეთივე პროდუქტიული ვერ იქნება და რაც მთავარია, მისი არსებობა საჭიროებას აღარ წამოადგენს, სოციუმისგან გარიყვა ელის. მას არც საყვარელი ადამიანები დაინდობენ და მარტოობაში ამოხდება სული. მეტამორფოზაგანცდილი, სახეცვლილი და განსხვავებული, შვილიც კი მიუღებელია, ამიტომაც ზაზმა ისეთ მდგომარეობაში არმოჩნდა,საიდანაც გამოსავალი არ არისებობს, ის “ზედმეტი” ადამიანია ამიტომაც მიუღებელი და სასიკვდილოდ განწირული.

მეტი ვიდრე მწერალი

წყარო: ARTSIDE, WIKIPEDIA

Back to top button