რეკორდებისაკითხავიუცნაური

10 ყველაზე ძვირადღირებული ბოთლის წყალი

279a34652260
10 ყველაზე ძვირადღირებული ბოთლის წყალი.

Fine, 5 დოლარი 750 მილილიტრისთვის
bb3a1b0bd6d9
Fine ეს არის ახალი იაპონური ძვირადღირებული ბოთლის წყალი, რომელიც ისხმება ლამაზ ბოთლებში, რომლებიც ძლიერ გვანან ყინულს. ეს არის 600 მეტრის სიღრმიდან მოპოვებული ართეზიული წყალი. იაპონიაში მას სვამენ უკვე 1000 წელია. წყალი ბოთლში ილუსტრირებს სისუფთავეს და სტილს.

წყალი Tasmanian Rain, 5 დოლარი 750 მილილიტრისთვის
02ea9d7def18
ყველა ვინც ეგზოტიკას არჩევს უნდა დალიოს ეს წყალი. ეს არის ნამდვილი წვიმის წყალი, რომელსაც აგროვებენ სანამ მიწაზე დაეცემა. წყალი შეიძლება პირდაპირ სახლში მოიტანონ. სულ რაღაც 5 დოლარი 1 ბოთლისთვის.

არტეზიული მინერალური წყალი Lauquen, 6 დოლარი 750 მილილიტრისთვის
63d1f4321717
რა არის განსაკუთრებული ამ წყალში? წყალი რომელსაც 1500 მეტრის სიღრმიდან მოიპოვებენ ლიდერობს პრემიუმ კლასის წყლების ჩამონათვალში. პლათფორმა მდებარეობს ანდების ცალკეულ ნაწილში. მას ყიდიან მხოლოდ ძვირადღირებულ სასტუმროებში, რესტორნებში და ბარებში.

AquaDeco, 12 დოლარი 750 მილილიტრისთვის
c81fa1f4a0bc
ამ წყლის ასეთი სიძვირის მიზეზი არის ის, რომ ამ წყალს იღებენ ცალკეული ხელშეუხელები წყაროებიდან კანადაში. ეს არის არაგაზირებული პრემიუმ კლასის წყალი. მას ასხამენ 750 მილილიტრიან ბოთლებში. ეს არის ყველაზე სუფთა წყალი, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ.

წყალი 10Thousand BC, 14 დოლარი 750 მილილიტრისთვის
55b18f9828c7
ეს წყალი შექმნილია მდიდარი ადამიანებისთვის, თითქმის როგორც ღვინო! მას მოიპოვებენ კანადის სანაპიროს ცალკეული და ეგზოტიკური რეგიონებიდან. წყალს ასეთი სახელწოდება იმიტომ აქვს, რომ ის ნამდვილად 10000 წლისაა. წარმოიდგინეთ, 14 დოლარი 750 მილილიტრი წყალისთვის.

წყალი Veen, 23 დოლარი 750 მილილიტრისთვის
f6ad6c4ab3f5
წყალს მოიპოვებენ Konisaajo-ს წყაროდან ფინურ ლაპლანდიაში და მოაქვთ ველვეტში. მას ყიდიან 7 ევროპულ ქვეყანაში 23 დოლარათ.

წყალი Bling Н2О, 40 დოლარი 750 მილილიტრისთვის
1cca9242448c
თქვენი აზრით რითია მორთული Bling-ის ბოთლი? ის მორთულია სვაროვსკის კრისტალებით. წყალი ხელმისაწვდომია მხოლოდ მსახიობებისთვის და სპორტსმენებისთვის. საშუალოსტატისტიკურ მომხმარებელსაც შეუძლია იყიდოს სვაროვსკის კრისტალების გარეშე. მაგრამ შემდეგ რითიღა უნდა ავხსნათ, თუ რატომ ღირს ეს წყალი ასე ძვირი?

წყალი Fillico, 219 დოლარი 750 მილილიტრისთვის
11621832c4a5
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული! Filo – ნიშნავს “თანაგრძნობას”, ხოლო ricco კი “მდიდარს”. ბოთლის დიზაინში ჩასმული არის სამეფო გვირგვინი, რომელიც მორთულია ქვებით და კრისტალებით.

წყალი Kona Nigari, 402 დოლარი 750 მილილიტრისთვის
ebd5e6389536
სიძვირით ეს წყალი არის მეორე ადგილზე! რთული დასაჯერებელია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მას ყიდულობენ 402 დოლარათ. ის ისხმება და იყიდება იაპონიაში. ამბობენ, რომ ეს მაგიური წყალი ადამიანს ასუსტებს, ხსნის სტრესს და აუმჯობესებს კანს.

Acqua di Cristallo Tributto a Modigliani, 60 000 დოლარი 750 მილილიტრისთვის
db46a7c8f363
მზად ხართ გადაიხადოთ 60 000 დოლარი წყალში? ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წყალი. ბოთლი გაკეთებულია სუფთა ოქროსგან, ხოლო დიზაინი შექმნილია ფერნანდო ალტამირანოს მიერ, კომპანია Tequila Ley. წყალი ბოთლში არასუფთა ოქროსგან ღირს 3 600 დოლარი. წყალი შეიცავს 5 მილიგრამ ოქროს მტვერს.

მსგავსი ამბები

Back to top button