ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ხე რომელიც სხვა ხის კენწეროზე იზრდება

880237c07bf1
ხე რომელიც სხვა ხის კენწეროზე იზრდება.

880237c07bf1
ქალაქებ გრანასა და კასორცოს შორის არის უნიკალური ხე, უფროსწორად ხეები, მაგრამ ერთი იზრდება მეორის კენწოროზე. ადგილობრივები მას უწოდებენ Bialbero de Casorzo, რაც ითარგმნება როგორც “ორმაგი ხე კასორცო” და ბუნების ეს გამოგონება არის თუთას ხე, რომლის წვეროზეც იზრდება ალუბლის ხე. არავინ იცის როგორ მოახერხა ალუბლის ხემ ფესვების გადგმა და სიცოცხლის შენარჩუნება მაგრამ ადგილობრივები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყო ფრინველი, რომელმაც ერთხელ თუთიის ხის თავზე შამოაგდო ალუბლის კურკა და კურკამ შემდეგ გაიდგა ფესვები. ფესვები გაიზარდნენ პირდაპირ თუთის ხეში და მიაღწიეს ნიადაგს.
65d4d548db93
სინამდვილეში “ორმაგი ხის” უცნაურობა არის ის, რომ ხეები არიან ძალიან დიდები და ასეთი მოვლენები არცისე ხშირია, როდესაც საუბარი მიდის პარაზიტულ ზრდაზე. ამგვარი ანომალიები, რათქმაუნდა ადრეც ხდებოდა ბუნებაში, მაგრამ პარაზიტი ხე არის ძალიან დაბალი და პატარა, ხოლო “ორმაგი ხის” შემთხვევაში ალუბალი, რომელიც იზრდება თუთის კენწეროზე პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდება ნორმალური ალუბლის ხისგან. ორივე ხე შეერთდა და მივიღეთ შთამბეჭდავი სანახაობა. მათი ტოტები ხუთი მეტრი გაიზარდა და “ორმაგი ხის” სიცოცხლის ხანგრძლივობა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დიდია, განსაკუთრებით თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ალუბალი ღებულობს ყველა საკვებ ნივთიერებებს თუთის ხის წყალობით.

მსგავსი ამბები

Back to top button