არქივი

ფაქტები ცხოველებზე

940fab35e6c1

ფაქტები ცხოველების შესახებ

ავსტრალიაში ჩასული ევროპელები ეკითხებოდნენ აბორიგენებს: “ეს რა უცნაური მხტუნავი ცხოველები გყავთ?” აბორიგენები პასუხობდნენ: “კენგურუ”, – რაც ნიშნავდა: “არ გვესმის!”.

ვეგეტერიანელი და მტაცებელი ცხოველების გარჩევის ხერხი მარტივია: მტაცებელს თვალები სახის წინა ნაწილზე აქვს, რომ მსხვერპლი დაინახოს, ხოლო ვეგეტერიანელს – სახის სხვადასხვა მხარეს, რომ მტერი დაინახოს.

ღამურა – ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ფრენა შეუძლია.

დედამიწის არსებობის განმავლობაში მასზე მცხოვრებ ცოცხალ არსებათა 99% უბრალოდ გადაშენდა.

ერთი კილოგრამი თაფლის გასაკეთებლად ფუტკარმა 2 მილიონ ყვავილს უნდა შემოუფრინოს.

უკანასკნელი 4000 წლის მანძილზე არ ყოფილა მოშინაურებული არცერთი ცხოველის ახალი ჯიში.

პინგვინებს 1.5 მეტრზე მაღლა ახტომა შეუძლიათ.

შიმპანზე ერთადერთი ცხოველია, რომელსაც სარკეში საკუთარი თავის ცნობა შეუძლია.

ძუძუმწოვართაგან მხოლოდ სპილოს და ადამიანს შეუძლია თავზე დგომა.

ნიანგები ღრმად ჩასაყვინთად ქვებს ყლაპავენ.

ძაღლებს იდაყვები აქვთ.
940fab35e6c1

ფაქტები ცხოველებზე

კატას, რომელიც 12 სართულიდან ვარდება, გადარჩენის მეტი შანსი აქვს, ვიდრე მე-7-ე სართულიდან გადმოვარდნილს.

როდესაც ევროპელებმა პირველად დაინახეს ჟირაფი, “აქლემოპარდი” შეარქვეს, რადგან გადაწყვიტეს, რომ იგი აქლემისა და ლეოპარდის ნაჯვარი იყო.

ჭიანჭველა ის არსებაა, ვისაც სხეულთან შედარებით ყველაზე დიდი ტვინი აქვს.

დედამიწაზე მცხოვრებ არსებათა შორის 70 %-ს ბაქტერიები წარმოადგენენ.

შავი ზღვის ბინადარი – ქორჭილები ახალგაზრდობაში მდედრობითი სქესის არიან, და მხოლოდ 5 წლის შემდეგ იცვლიან სქესს.

სპილო – ერთადერთი ცხოველია ოთხი მუხლით.

ტოკიოს ზოოპარკი ყოველ წელს ორი თვით იხურება, რათა ცხოველებმა შეძლონ დასვენება ადამიანებისაგან.

ჭიანჭველაჭამია საკვებად უპირატესობას ტერმიტებს ანიჭებს და არა ჭიანჭველებს.

მსგავსი ამბები

Back to top button