გართობაუცნაური

დედამიწის 10 ყველაზე უნიკალური ტომი ჩვენს დროში

image

დღევანდელი მსოფლიო რაოდენ წინაა განვითარების თვალსაზრისით არცერთი თქვენგანისთვის უცხო არაა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რითმიც ხომ ასეთია- დილით ადრე ადგომა, ყავის მირთმევა, მობილური ტელეფონის ძებნა და გაქცევა სამსახურში, სადაც ზოგს პრესტიჟული თანამდებობა ელოდება, ზოგსაც კი მძიმე და დამღლელი სამუშაო სრული გრაფიკით. თუმცა არსებობს გამონაკლისი- დასვენების დღეები, რომლის უმცირეს დროსაც ვცდილობთ მაქსიმალური გასაქანი მივცეთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის კეთილდღეობის მიზნით, ხოლო ჩვენი კომფორტული დასვენება ასევე ტექნიკის მკვეთრ განვითარებასთანაა პირდაპირ კავშირში. მაშასადამე ასე ერთი შეხედვით სულაც არ გვქონია მოსაწყენი ცხოვრება, ვინაიდან ვარსებობთ და ვიღწვით ვიღაცის ან რაღაცის გამო და ვერც კი წარმოვიდგენთ გარშემო თუ შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სრულ იზოლაციას და ადამიანურ პირობებს მოწყვეტილნი და მოკლებულნი ცხოვრობენ, რომელთაც არ აქვთ გაზი, სინათლე, ცივი-ცხელი წყალი, გათბობა, კონდინციონერი, ავტომობილი, ტელეფონი, ინტერნეტი და ა.შ. სწორედ ამიტომ მინდა გამცნოთ ჩვენი პლანეტის 10 ყველაზე უნიკალური ტომი, რომელთა ყოფა ორიენტირებულია მხოლოდ ბუნებასთან და არსებობდნენ რამოდენიმე საუკუნეების წინაც, თუმცა კლიმატისა და მრეწველობის ცვლილებამ მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. აი ისინიც:



1. Kayapo- ტომი ბრაზილიიდან. ტომი ცხოვრობს მდინარე Xingu-ს მახლობლად სოფლებში, რომელთაც ერთმანეთთან შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი ბილიკები აკავშირებთ. ტომი თავს უწოდებსmebengokre-ს, რაც თარგმანით “დიდი წყლის ხალხს” ნიშნავს. მდინარე ჰინგუს ნაპირთან აშენებული უზარმაზარი წყალსაცავის Belo Monte Dam-ის გამო აქვს ტომს სწორედ ეს სახელწოდება, რომლის ფართობი 668 კვადრატული კილომეტრია და ამ ფართობიდან 388 კვადრატული კილომეტრი მათ ტყეთა ჩაძირვით მიიმატეს. ტომი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა თანამედროვე ადამიანს რომ არ შეეღწია მათთან, თუმცა ამაოდ. თავს ირჩენენ სოფლის მეურნეობით, ფერადი ბეწვეულითა და ქუდების წარმოებით, საავტომობილო კატარღების დამუშავებით, ხის მოსავლითა და ამ ყველაფერთან ერთად უყურებენ ტელევიზორს.

image






2. Kalash. ტომი მდებარეობს პაკისტანის მთებში, თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავღანეთის საზღვართან. ტომის უმეტეს ნაწილს აქვს ქერა თმა და ლურჯი ფერის თვალი. სხვა მუსულმანი ტომებისგან განსხვავდებიან კულტურით – არიან პოლითეისტურები, აქვთ ფოლკლორი, ღვინო, აცვიათ ფერადი ტანსაცმელი და გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ ქალებს. ბედნიერების და მშვიდობისმოყვარე ადამიანები არიან, რომელთაც უყვართ ცეკვა, ფესტივალები. ამტკიცებენ, რომ დიდი ხნის წინ დაკარგული ალექსანდრე დიდის არმიის შთამომავლები არიან. დნმ-ის ტესტმა მათი სიტყვების მტკიცებულება აჩვენა, ასე რომ მათი ისტორიები სავარაუდოდ ჭეშმარიტია. მრავალი წლის მანძილზე მიმდებარე მუსულმანები დევნიდნენ მათ და აიძულებდნენ ისლამის მიღებას. დღეს Kalash-ის ტომი 4000-6000 კაცს მოიცვას, რომლებიც სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს.

image





3. Kauilla. იმ დროისათვის, დაახლოებით 3000 წლის წინ, სამხრეთ კალიფორნიაში სახლობდნენ Kauilla-ს ტბის მახლობლად უძველესი ადამიანები. ოქროს ცხელებისა და სხვა დაავადებების გამო ტომი მათ დევნიდა ტერიტორიიდან, რის გამოც მათი რიცხვი 3000-ზე დაეცა. მათი ენა უტასა და აცკეტების ნარევს წარმოადგენს, რომელზეც დღეს ტომის მხოლოდ 35 მოხუცი თუ საუბრობს და ცდილობს გადასცეს მომავალ თაობას მათ კულტურასთან ერთად.

image





4. Spinifex. ტომის ძირძველი ხალხი ცხოვრობდა უდაბნო ვიქტორიაში, ყველაზე მკაცრ კლიმატურ პირობებში. 1953 წელს ბრიტანეთისა და ავსტრალიის მთავრობამ ააფეთქა ბირთვული იარაღი სპინიფექსების ტერიტორიაზე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რის გამოც იძულებული შეიქმნა ტომი გახიზნულიყო და 1980 წლამდე იქ აღარ დაბრუნებულა. დაბრუმენბულებს კი სასტიკი წინააღმდეგობა გადაეღობათ აღნიშნულ მიწებზე დაბრუნების საკითხთან, ვინაიდან იურიდიულად მათ აღარ ეკუთვნოდათ. ხანგრძლივი დროის მანძილზე შეეცადნენ დაემტკიცებინათ კუთვნილი მიწები, რაშიც საკუთარი ლამაზი ნამუშევრები დაეხმარათ და მხოლოდ 1997 წელს მოხდა შესაძლებელი ტომი ამ მიწის მკვიდრად აღიარებულიყო. მათ ნამუშევრებს კი დღეს მსოფლიო იცნობს. თქვენდა გასაოცად ტომის რაოდენობა ამჟამად 180-220 ადამიანია.

image






5. Batak. ტომი ფილიპინების კუნძულ Palawan-ზე ცხოვრობს. ტომი პლანეტის გენეტიკურად ყველაზე განსხვავებულ ადამიანებს მოიცავს. მიიჩნევენ, რომ ისინი ნეგროდულ-ავტრალოიდურ რასის ნარევს წარმოადგენენ უჩვეული გარეგნობით, დაბალი სიმაღლითა და თმის უცნაური ფორმით. ქალის სამოსს სარონგი წარმოადგენს მაშინ, როდესაც მამაკაცები სიშიშვლეს ბუმბულითა და სამკაულით იფარავენ. ამჟამად ტომს 300-500 ადამიანი შეადგენს და მათი უმეტესი ნაწილი არასწორი ან მცირე კვების გამო იღუპება.

image






6. Andamanese. ეს ტომი კლასიფიცირდება როგორც ნეგროიდი, იმის გამო, რომ მამაკაცების სიმაღლის ყველაზე დიდი მაჩვენებელი 1, 50სმ-ია. ბინადრობენ ანდამანის კუნძულებზე. სასტიკად ეწინააღმდეგებიან გარე კონტაქტებს, ამიტომ მათ შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ისინი მენადირეობას მისდევენ და ძირითად იარაღს ძვალი და მშვილიდ წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ნადირობენ გარეულ ღორზე, კუზე და თევზზე. ქალები აგროვებენ ტუბერებს, მცენარეების ფესვებს სამკურნალოდ და თაფლს. მათი ყველაზე დიდ პრობლემას ინდოეთის მკვიდრნი და ტურისტები წარმოადგენენ, რომლებიც აიძულებენ მიწების დატოვებას. ტომის რაოდენობა 400-500 კაცია.

image





7. Feasts. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიასა და ამაზონში არსებობს უამრავი პრიმიტიული ტომი, ეს ტომი გამოირჩევა ყველასგან თავისი ენითა და კულტურით. გააჩნიათ მახასიათებლები- არ ცნობენ ციფრებს, დებულებებს, არ აქვთ ფერები, ცხოვრობენ მხოლოდ მომენტალურად. არ ყავთ ლიდერი და არც რესურსების გაცვლის მომხრენი არ არიან. ტომის ძირძველი 300 ადამიანია დღეს შემორჩენილი.

image






8. Taku Atoll. Melanesia-ს რეგიონში მცხოვრები პოლინეზიელი წარმომავლობის ტომია. ტრადიციულობით დამახასიათებელი კულტურა აქვთ, 40 წლის განმავლობაში კრძალავდნენ მისიონერებს. ცხოვრობენ სილით ნაშენებ სახლებში, მუშაობენ მეურნეობაში და კვირაში 20-30 საათს ატარებენ ცეკვასა და სიმღერაში. 400 კაციან ტომს ჰყავს ერთი მმართველი ბელადი. კლიმატური პირობების გამო გადაშენების პირასაა ტომი, ოკეანე მალე წალეკავს მათ კუნძულს, ვინაიდან წყლის დონე იზრდება და დატბორილია მტკნარი წლები, ნათესები და მიუხედავად იმისა, რომ შექმნეს კაშხალი, უსაფრთხოებას მაინც არ წარმოადგენს.

image






9. Spirit. მონღოლეთში ტანას დინასტიის ასაკით დათარიღებული ერთადერთი მომთაბარე მწყემსთა ტომია. ტომის 300 წევრი აქტიურად იცავს სამშობლოს. ამ მთიან რეგიონებში გააჩნიათ რესურსები- ირმის რძე, ყველი, ახდენენ ტრასპორტირებას, ნადირობას და ტურისტთა ყურადღების მიპყრობას. ოქროს საბადოს აღმოჩენამ მაღალ მთიან რეგიონში მრეწველობისა და ველური ტომის ნგრევა გამოიწვია, ბევრი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა უძველესი ფესვები.

image






10. Molo. უძველესი ტომი, რმელიც ძირითადად კენიაში ბინადრობს გადაშენების პირასაა, ვინაიდან მუდმივი დევნის წინაშე დგას. ამჟამად დაბინავდნენ ტბა Terkana-ს ზოლის სანაპიროზე, სადაც თავს ძირითადად თევზაობითა და ვაჭრობით ირჩენენ, თუმცა მათ საშიშროება აქაც ემუქრებათ, რადგან ყოველ წელიწადს ტბა 30 სანტიმეტრით შრება. გარდა ამისა ხშირია ტომში ქოლერის ეპიდემია, რაც იწვევს მათ სიკვდლიანობას და ადამიანი ძირითადად 30-45 წლის ასაკში იღუპება, ხოლო 200 კაციანი ტომიდან ანთროპოლოგების ვარაუდით მხოლოდ 40-ია სუფთა და ჯანმრთელი.

image

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button