გართობაუცნაური

ყველაზე უბედური ტყუპები მსოფლიოში – ხუთი დის სევდიანი ისტორია

image

ერთხელ კანადის პატარა ქალაქ კალანდერის ადგილობრივი გაზეთის რედაქციაში უცნობმა მამაკაცმა დარეკა. მან გაუბედავად იკითხა:-“უკაცრავად, რა ეღირება თქვენს გაზეთში განცხადების გამოქვეყნება ხუთი ტყუპის დაბადების შესახებ?”. რედაქტორმა უცებ ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი, მან რამოდენიმე კითხვა დაუსვა მამაკაცს და გაშეშდა ტელეფონის ყურმილთან. -“სიმართლეს ამბობთ? მართლა ხუთი ტყუპი დაიბადა?”-გაოცებული უკვე მერამდენედ ეკითხებოდა ის უცნობს. მან დაუდასტურა, რომ სიმართლეს ამბობდა. მაშინ სენსაციური სიახლით გახარებული რედაქტორი სკამიდან წამოხტა და ყურმილში ჩასძახა:-” თუკი ეს სიმართლეა, განცხადება გროშიც არ დაგიჯდებათ, მხოლოდ თქვენი გვარი მითხარით”… -“ოლივერ დიონი”, -უპასუხა უცნობმა.

 

image

 

ასე დაიწყო ხუთი ტყუპი დის გასაოცარი ისტორია. ისინი დაიბადნენ ღარიბი ფერმერის სახლში, სადაც არ იყო ელექტრობა, არ იყო წყალი და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. დახუთულ პატარა სახლში უკვე ცხოვრობდა 5 სული, მათ ერთბაშად კიდევ ხუთი პატარა დაემატათ. დები ისეთი პატარები იყვენ, რომ თითოეული მათგანი 600 გრამს იწონიდა და თავისუფლად ეტეოდა ხელისგულზე. დედას რძე არ ჰქონდა, ამიტომ ბავშვებს წყლის, სიმინდის სიროფისა, ძროხის რძისა და რამოდენიმე წვეთი რომის ნარევს აძლევდნენ. ბებიაქალი დარწმუნებული იყო, რომ პატარები რამოდენიმე საათსაც ვერ იცოცხლებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ მოანათვლინა ისინი. გოგონებს სახელებიც ხელდახელ შეურჩიეს: ემილი, მარი, ანეტ, სესილი, ივონი.

 

image

 

როცა ტყუპებს 5 თვე შეუსრულდათ, მამამ გადაწყვიტა ისინი ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე წარედგინა. სწორედ ამ დროს დაინტერესდა დები დიონებით კანადის ხელისუფლება: დებისათვის ააგეს სპეციალური პავილიონი, რომელშიც პატარები ზოოპარკის ცხოველებივით დაამწყვდიეს. პავილიონი უზარმაზარი იყო და დიდი ფანჯრები ჰქონდა, რომ მნახველებს კარგად დაენახათ ისინი. გოგონებმა ვოლიერში დაიწყეს ცხოვრება.

 

image

 

image

 

1935-1943 წლებში პავილიონის მოსანახულებლად 3 მილიონზე მეტი ადამიანი მოვიდა კანადიდან, აშშ-დან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. შესვლა ფასიანი იყო. მნახველების მიერ გადახდილი ფულით ქალაქი მდიდრებოდა, მაგრამ ბავშვების მშობლები ყველამ მიივიწყა.

 

image

 

ბავშვები ნამდვილ ოქროს წყაროდ იქცნენ: რძის, ბავშვების საფენების, ტანსაცმლის, ბავშვის პუდრის, სათამაშოების მწარმოებელი ფირმები უზარმაზარ თანხას იხდიდნენ საკუთარ რეკლამებში დების სურათების გამოყენებისათვის. ჰოლივუდში დების შესახებ 3 ფილმიც კი გადაიღეს.

 

imageimage

და მხოლოდ რამოდენიმე ექიმი და ფსიქოლოგი გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ გალიაში ჩაკეტილი, გარიყული ცხოვრების გამო ბავშვები გაიზრდებოდნენ არაკომუნიკაბელურები და უბედურები.

 

image

 

როცა გოგონებს 9 წელი შეუსრულდათ, ქალაქ კალენდერის ხელისუფლებამ მოიფიქრა ოჯახისათვის აეშენებინათ დიდი სახლი, რათა დიონების მთელ ოჯახს იქ ეცხოვრა.

 

image

 

ამ იდეამ კრახი განიცადა: ბავშვები საერთოდ ვერ შეეწყვნენ ოჯახის სხვა წევრებს და მამაც სასტიკად ეპყრობოდა მათ: ის უკმაყოფილო იყო, რომ გოგონების საშუალებით ქალაქის ხელისუფლება უამრავ ფულს შოულობდა, მაშინ, როცა მას მხოლოდ გროშებს უხდიდნენ.

 

image

 

როცა გოგონებს 16 წელი შეუსრულდათ, ისინი ინტერნატში ჩააბარეს. დები იყვნენ მორიდებულები, მფრთხალები, უჭირდათ სხვა ბავშვებთან კონტაქტი.

 

image

 

მალე ემილი მონასტერში წავიდა, მაგრამ იქ მან დიდი ხანი ვერ დაჰყო: მას ეპილეფსიური შეტევები დაეწყო და რამოდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. დანარჩენი დებისათვის ეს საშინელი დარტყმა იყო. ემილის გარდაცვალებისთანავე მათ დაიწყეს წიგნის წერა სახელწოდებით ” ჩვენ ხუთნი ვიყავით”, რომელშიც ქალაქის ხელისუფლებას ბრალს სდებდნენ მათ უბედურებაში.

 

image

 

ნელ-ნელა ხდებოდა ფსიქოლოგების წინასწარმეტყველება: დები ვერ ახერხებდნენ ნორმალურად ცხოვრებას: არცერთ მათგანს არ ჰქონდა პროფესია, არ შეეძლოთ კონტაქტი უცხო ადამიანებთან, ერთად გაზრდილებს მხოლოდ ერთმანეთთან მეგობრობა და ურთიერთობა სურდათ. 30 წლის ასაკში დებს მარი გამოაკლდათ: წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ის მარტო ცხოვრობდა მონრეალში, სადაც მალე გარდაიცვალა კიდეც. ანეტი და სესილიც გათხოვდნენ, მაგრამ ბედნიერი არცერთი მათგანი არ ყოფილა. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულებს არ შეეძლოთ უერთმანეთოდ ცხოვრება და საათობით საუბრობდნენ ტელეფონზე, იხსენებდნენ რა იმ ბედნიერ დროს, როცა ხუთივენი ცოცხლები იყვნენ.

 

image

 

სესილის ტყუპები გაუჩნდა, მაგრამ ერთი მათგანი მალე გარდაიცვალა. ანეტს 4 შვილი ჰყავდა. ივონას უნდოდა მონაზონი გამხდარიყო, მაგრამ მონასტრის წესებს ვერ შეეგუა და სავსებით მარტო ცხოვრობდა… აი ასე წარიმართა დების ცხოვრების გზა.

 

image

 

დები დიონები ისტორიას შემორჩნენ, როგორც ყველაზე ცნობილი და ამასთანავე ყველაზე უბედური ტყუპები.

 

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button