ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

გოგონა რომელიც ცხვირის გარეშე დაიბადა

0639dbb780d6
გოგონა რომელიც ცხვირის გარეშე დაიბადა.

ტესა ევანსი ერთობა ბავშვური თამაშებით: თამაშობს საბავშვო თამაშებს სუფთა ჰაერზე, უგზავნის საჰაერო კოცნებს მშობლებს, ცეკვავს და მოუსვენრობს. მისი ცხოვრება სრულიად ნორმალური იქნებოდა გოგონა, რომ არ დაბადებულიყო იშვიათი ანომალიით: ბავშვს არ აქვს ცხვირი.

ტესა წელწადნახევრისაა. ანომალია, რომელიც მას ცხოვრებას უფუჭებს ჰქვია აპლაზია – ეს არის დაბადებიდანვე რომელიმე ორგანოს ან სხეულის ნაწილის არ ქონა. ტესას შემთხვევაში ეს ცხვირია. ეს ანომალია ძალიან იშვიათია – დიდი ბრიტანეთის მთლიან ტერიტორიაზე დარეგისტრირებულია მხოლოდ 47 შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას არ აქვს ცხვირი და ცხვირის ადგილას აქვს მხოლოდ ჩვეულებრივი ტყავი, მას შეუძლია დახველება, დაცემინება და გაციებაც კი.

05672d6d5be8

ყველა სირთულეების მიუხედავად, რომლებსაც გოგონა გადაეყარა ასეთ ადრეულ ასაკში, არის სიცოცხლის მოყვარული და მის სახეზე მუდმივად არის ღიმილი. მშობლებისთვის ეს თავდაპირველად რთული იყო, მაგრამ ისინი მიეჩვივნენ გოგონას განსაკუთრებულობას და საერთოდ არ ამჩნევენ მის განსხვავებულობას სხვებისგან.

ექიმებმა ტესას ანომალიის აღმოჩენა მოახერხეს ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში. სწორედ, რომ ექოსკოპიამ აჩვენა, რომ გოგონას პროფილი არის სრულიად სწორი. ექიმები რეკომენდირებდნენ მშობლებს, რომ შეეწყვიტათ მშობიარობა. მშობლებმა დაუფიქრებლად უარი თქვეს. რამდენიმე კვირის შემდეგ დაბადებიდან, ტესა უკვე სახლში იყო.

eb004d3222db

აპლაზია გოგონას ერთადერთი დაავადება არ არის. მას ასევე აწუხებს გული და თვალები. 11 კვირის ასაკში ტესას გაუკეთდა კატარაქტის წაშლის ოპერაცია მარცხენა თვალზე. ოპერაცია წარმატებით გაკეთდა, მაგრამ გართულებები მაინც მოყვა. ამ მიზეზის გამო გოგონა ვერ ხედავს ერთი თვალიდან. კიდევ ერთი ოპერაცია – ტრაქეოსტომია, რომელმაც ბავშვს საშუალება მისცა ისუნთქოს როგოროც კვების დროს, ასევე ძილის დროსაც.

ტესას სიცოცხლე არც ისე მარტივად დაიწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სავსეა ენერგიით და არ ისვენებს. ის ემზადება ბევრი ოპერაციებისთვის, რომლებიც მოახდენენ მისი ცხვირის პროთეზირებას. ექიმები პირდებიან, რომ მის ზრდასთან ერთად გაიზრდება მისი ცხვირიც.

743b0d7b2f0e

მსგავსი ამბები

Back to top button