სტიუარდესების 10 ყველაზე ლამაზი უნიფორმა
სტიუარდესების 10 ყველაზე ლამაზი უნიფორმა.
ავიაკომპანია Air Canada Rouge
ამ ავიაკომპანიის უნიფორმები უდავოდ აკეთებენ აქცენტს ბარძაყებზე. უნიფორმა ძირითადად შედგება ნაცრისფერი შარვლებისგან, პიჯაკისგან და ჰალსტუხისგან – ყველაფერი მოდურათ გამოიყურება. ზოგჯერ სტიუარდესებს შეუძლიათ დაიხურონ შლაპები, რაც ქმნის მუსიკალური სალონის ასტმოსფეროს, მაგრამ არა თვითმფრინავის სალონის ატმოსფეროს.
ავიაკომპანია Virgin America, Virgin Atlantic, Virgin Australia
ბრენდული ტანსაცმელების კომპანიამ Banana Republic-მა შექმნა უნიფორმა ავიაკომპანია Virgin America-ს სტიუარდესებისთვის. კაცის ვარიანტი შედგება შარვლისგან და ჟილეტისგან, ხოლო ქალის კი შავი ქვედაბოლოსგან და ბლუზისგან, ხოლო კუტურიემ ვივიენ ვესტვუდმა შექმნა უნიფორმის სხვა ვარიანტი ავიაკომპანია Virgin Atlantic-ისთვის – წითელი ფერის უნიფორმა.
ბანგკოგის ავიახაზები
ეკიპაჟის მარტივად დასამახსოვრებელი ფორმა შექმნა კომპანია Asava-მ. ფორმა წარდგენილია კორპორატიულ ფერებში, ხოლო ხაზები და ფერების ცვლა სიმბოლიზირებენ ტალღებს და ცას. ერთი სიტყვით ეკიპაჟის ჩაცმულობა სანახაობრივი და ლამაზია, ის მგზავრების გონებას ამშვიდებს და აწყნარებს.
ავიაკომპანია Emirates
ავიაკომპანიის ეკიპაჟის ფორმა შემუშავებულია ბრიტანელი დიზაინერის სიმონ ჯეზის მიერ. ფორმა გაკეთებულია ლამაზათ და იმ რეგიონის ფერებში სადაც მდებარეობს ავიაკომპანიის მთავარი ოფისი. მამაკაცებს აცვიათ ყავისფერი კოსტიუმები, პერანგები და წითელი და ყავისფერი ფერების ხაზების მქონე ჰალსტუხები, ხოლო ქალების ფორმები შედგებიან ჩალისფერი კოსტიუმებისგან ქვედაბოლოთი, ასევე მათ აქვთ წითელი ფერის ქუდები.
ავიაკომპანია Quantas
ფორმა მთლიანად არის შავი ფერის, მაგრამ აქვს წითელი ფერიც შერეული. ბორტგამცილებლებს ასეთი ფორმები ჩააცვა დიზაინერმა მარტინ გრანტმა, ისინი ძლიერ გვანან აგენტებს. კუტურიეს აზრით შავი ფერი ეს არის საქმიანობის და ელეგანტურობის ფერი.
Porter-ის ავიახაზები
ავიაკომპანია Porter-ის ეკიპაჟის სპეცტანსაცმელი შექმნილია დიზაინერების კიმბერლი ნიუპორტისა და ფინქ ტარტანის მიერ. ეს უნიფორმები მოგვაგონებენ 60-იან წლებს და განსხვავდებიან კლასიკური სილუეტებით. უნიფორმაში შედის ყელსაფარი, ქვედაბოლო და ამ ყველაფერს ემატება რეტრო-სტილში გაკეთებული ქუდი.
ტაივანის ავიახაზები
ტაივანის ავიახაზების ეკიპაჟის უნიფორმები ხალხს აოცებს თავისი სილუეტების სინატიფით და სინაზით. ის შედგება ფერადი ტონების ქსოვილებისგან, ამას დამატებული აქვს გრძელი ქვედაბოლო ნატიფი ჟაკეტებით, რომლებიც ძლიერ გვანან ტრადიციულ ტაივანურ ტანსაცმელს. თუკი ეკიპაჟი ბორტს მიღმაა მაშინ მათ უნდა უნდა ჩაიცვან იასამნისფერი ტანსაცმელი, კაცებსაც იგივე წესი აქვთ, მათაც უნდა გამოიცვალონ ტანსაცმელი, თუკი თვითმფრინავის საზღვრებს მიღმა არიან, რაღათქმაუნდა მიწაზე.
სინგაპურის ავიახაზები
სინგაპურის ავიხაზების ბორტგამცილებლების ფორმა შექმნილია ფრანგი დიზაინერის პიერ ბალმანის მიერ, ეს ფორმები გამოირჩევიან ტრადიციულობით და ტანსაცმლის ყველა ელემენტი ტრადიციულია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მდგომარეობიდან გამომდინარე უნიფორმები განსხვავდებიან, მაგალითად: ჩვეულებრივმა სტიუარდესამ უნდა ჩაიცვას ცისფერი ფერის უნიფორმა, ხოლო მთავარმა კი წითელი.
კორეის ავიახაზები
ჯანფრანკო ფერე – ცნობილი ფრანგი კუტურიე, კორეის ავიახაზების ეკიპაჟის უნიფორმის შემქმნელი. მან აქცენტი გააკეთა ჩალისფერზე და ცისფერზე და გამოიყენა ხარისხიანი პრაქტიკული ქსოვილი, რომ ეკიპაჟი უნიფორმაში იყოს კომფორტულად და სასიამოვნოდ გაატაროს დრო ფრენის დროს და ასევე იმისთვის, რომ ეკიპაჟი გამოიყურებოდეს მოდურათ ქვედაბოლოში, შარვალში და ჟაკეტებში, ხოლო პატარა ყელსახვევი სიმბოლიზირებს “ფრენას”. განუყოფელი ნაწილი არის სტიუარდესების ვარცხნილობები.
საფრანგეთის ავიახაზები
იმით, რომ ფრანგული ავიახაზების ეკიპაჟის უნიფორმა შექმნილია კრისტიან ლაკრუას მიერ ყველაფერია ნათქვამია! ელეგანტურ სტილში არის მოფიქრებული ყველაფერი – დაწყებული ფეხსაცმლიდან დამთავრებული ხელთათმანებით. უნიფორმაში არის ჩაქსოვილი ფრანგული სინატიფე და გემოვნება. ღირს აღვნიშნოთ, რომ სტიუარდესები ასეთ ფორმებში უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე პირველი კლასის მგზავრები. ამის გარდა დიზაინერმა შექმნა ბევრი სხვა ელემენტები, რომელთა კომბინირებაც შეიძლება სტიუარდესების სურვილის მიხედვით.