უცნაური

ტოპ-15 უცნაური სპორტის სახეობა, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ, ნაწ II

2966b8e31e22

ამ სიაში, თქვენ გაეცნობით სპორტის 15 უცნაურ სახეობას, რომლებზეც სავარაუდოდ შესაძლოა არასდროს გსმენიათ:
1. KӨKPAR (ბუზკაში) – (Buzkashi)
KӨKPAR – არის ეროვნული თამაში აზიაში, რომელიც გვაგონებს „პოლო“-ს (polo) ცხენებზე. განსხვავება ისაა, რომ ბურთის ნაცვლად გამოიყენება უთავო თხის გვამი.
829fb46776cd

კლასიკური „KӨKPAR“ (ბუზკაში) არ ითვალისწინებს ორ გუნდს და ორ კარებს, თამაშობს ყველა, ყველას წინააღმდეგ. ხოლო არა კლასიკური „KӨKPAR“ თამაშის დროს, თითოეული მოთამაშე-მხედარის მიზანი შემდეგია: ცხენზე ამხედრებულმა უნდა აიღოს უთავო და ფეხებდაჭრილი თხის ტანი, რომლის მასა დაახლოებით 20-დან 25 კილოგრამამდე მერყეობს, გამარჯვების შემთხვევაში ნოთამაშემ უნდა მიიტანოს უთავო თხა მეორე გუნდის კარების ხაზამდე. თამაში საკმაოდ ძლიერ ფიზიკურ შესაძლებლობებს საჭიროებს, ამიტომ მისი მონაწილეები ყოველდღე ინტენსიურად ვარჯიშობენ…
1. ერთი ტაიმი გრძელდება 45 წუთის განმავლობაში;
2. გუნდი შედგება 10 მხედრისგან;
3. მოედნის ზომებია: 200მ X 80მ
4. თამაშს უძღვება მსაჯი;
KӨKPAR ავღანეთის ეროვნული სპორტია. ავღანეთის ოლიმპიურმა ფედერაციამ “ბუზკაში” 1949 წელს გამოაქვეყნა ოფიციალურ სპორტის სახეობად და ასევე გამოაქვეყნა შესაბამისი ნორმების ჩამონათვალი, რომელიც როგორც ორგანიზატორებმა, ასევე მონაწილეებმა უნდა დაეცვან.
2. ბოსაბოლი – (Bossaball)
057554fa61a4
სპორტის ეს სახეობა გამოიგონეს ესპანეთში და ფაქტობრივად არის ფრენბურთი „გასაბერ“ ბატუტზე. მოედანის ცენტრალურ ნაწილში ცენტრალური მოთამეშეები ნახევრად ჩასულები არიან გასაბერი ბატუტის ქვემოთ, ბურთს იღებენ და ხტუნაობით ბურთს აგდებენ მოწინააღდეგის მოედანზე. დანარჩენი გუნდის წევრები თამაშობენ ჩვეულებრივად ფრენბურთს…
ნახეთ ვიდეო:

3. აქლემების ბრძოლა – (Camel Wrestling)

dc5793e265e3
მიუხედავად იმისა, რომ ამ სპორტის სახეობას აკრიტიკებენ ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფები და ორგანიზაციები, აქლემების ბრძოლა დღესდღეობითაც ითვლება საკმაოდ გავცელებულ სასიამოვნო დროსტარებად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, თურქეთი.
ნახეთ ვიდეო:

4. რბოლა „ღორი და ფორდი“ – ( pigs and Ford )
fc96ca877e2f
ეს რბოლა „ღორი და ფორდი“ ტარდება Tillamook-ის საგრაფოში (Tillamook County), ამერიკის შეერთებული შტატების- ორეგონის შტატში. სწორედ ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში რამდენიმე გლეხს გამოფენაზე გაექცა ღორი და ისინი ფორდის ავტომობილით დაეწიენ ღორს და დააბრუნეს გამოფენაზე; ეს მოხდა 1925 წელს…
ნახეთ ვიდეო:

5. ბრძოლა ფეხის თითებით – (Toe Wrestling)

59fc150417f9
თუ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბრძოლა ფეხის ცერა თითებით, დანარჩენი ფეხის თითების დახმარებით, მაშინ თქვენ იოლად შეძლებთ ამ სპორტის სახეობაში გახდეთ ჩემპიონი ! ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს ერთ-ერთი სპორტის სახეობაა…

ნახეთ ვიდეო:

6. ყვინთვა მუცლით – (Belly flopping)

8780a3c98f89
თქვენ გაგიკვირდებათ, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს ზოგიერთი ადამიანი ამ სპორტის სახეობას, მაგრამ როგორც გემოვნებაზე არ დაობენ, ისე ამ სპორტის სახეობაზეც არ დაობენ. ყვინთვა მუცლით არის საზაფხულო თამაშების კულმინაცია კალიფორნიის შტატში.
ნახეთ ვიდეო:

7. წყალქვეშა ჰოკეი – (Octopush)
e2321f344f30
ფაქტობრივად, ეს წყალქვეშა ჰოკეია, მაგრამ ჰოკი- ჯოხის ნაცვლად, მოთამაშეები იყენებენ პატარა ლაპოტს. ამ სპორტის სახეობას საფუძველი ჩაეყარა დიდ ბიტანეთში, 1954 წელს. წყალქვეშა ჰოკეი გამოგონებული იყო 4 ბრიტანელი მყვინთავების მიერ, რომლებსაც სურდათ ყოფილიყვნენ ფორმაში მუდამ, ზამთრის თვეების განმავლობაშიც კი. სპორტის ასეთი არა ორდინალური სახეობა, ყველაზე სანახაობრივი ნამდვილად არ გახლავთ. მართლაც და, არავის არ შესწევს უნარი დააკვირდეს შაიბას გადაადგილებას წყლის ქვეშ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ძალიან სასაცილო სანახავია, რადგან წყალი მოთამაშეთა მოძრაობას ძალიან ანელებს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მსოფლიო ჩემპიონატი წყალქვეშა ჰოკეიში ჩატარდა კანადაში 1980 წელს და მას მერე გრძელდება დღემდე…
8. მამაკაცი ცხენის წინაამდეგ – (Man vs Horse)
41d53cf1c3b3
ეს ინგლისური წარმოშობის საკმაოდ ძველი სახეობაა. ყოველწლიური უელსის შეჯიბრება მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეები , ერთის მხრივ ადამიანები და მეორის მხრივ ცხენზე ამხედრებულნი ცდილობენ გადალახონ დაბრკოლებები სისწრაფეში, ე.ი. აქ ცეხენები და ადამიანები ერთმანეთს სისწრაფესა და ამტანობაში ეჯიბრებიან. ეს თამაში ძალიან პოპულარულია ინგლისში და მასში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს.
9. კურდღლების სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრი – (Kaninhop)
c2b312091e0e
ეს შვედური სპორტი ცნობილია, როგორც კურდღლების სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრი, მაგრამ ცხენების ნაცვლად, ამ სპორტში მონაწილეობენ კურდღლები. კურდღლები ერთმანეთს სხვადასხვა ბარიერის გადალახვაში ეჯიბრებიან. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შეჯიბრი საკმაოდ ხალისიანი იქნება.
10. როლიკებიანი დერბი – (Roller Derby)
d0b27f4fffdb
ამ სპორტში ჩართულნი არიან ძირითადად გოგონები და მათი მიზანია, რომ არ დაუშვან ფინიშის ხაზი გადაკვეთოს მეორე გუნდის მონაწილეებმა. როგორც ჩანს, საიმედო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაგეგმილი იყო, რომ ეს სპორტის სახეობა დაემატებინათ ოლიმპიური პროგრამების სიაში.
ნახეთ ვიდეო:

11. პოლო თოვლში – (Snow Polo)
d928e25e4688
ეს სპორტის სახეობა, რომელიც ხშირად თამაშდება გაყინულ ტბებზე, თავის წარმომვლობას იღებს შვეიცარიაში, მაგრამ ნელ-ნელა მოიცვა მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეები და დაიმსახურა დიდი პოპულარობა.
ნახეთ ვიდეო: თოვლის პოლო „World Cup 2014“ – ინგლისი მექსიკის წინააღდეგ

ნახეთ ვიდეო:

12. ყველის დევნა – (Cheese Rolling)

d595e35cc0f4
სპორტის ეს სახეობა სათავეს იღებს დიდი ბიტანეთიდან. ყოველ წელს გლიუჩესტერში (Gloucester ) იკრიბება უამრავი ადამიანი, ყველის დამზადების სპეციალისტები გორაკიდან უშვებენ ყველის თავებს, რომლებიც საოცარი სისწრაფით მიგორავენ. ხალხის ტალღა კი მისდევს ყველს და ცდილობს რამენაირად მის დაჭერას. სპორტის სახეობად – „ყველის დევნა“ დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად არის აღიარებული და დამტკიცებული.

13. ჭადრაკის ბოქსი (Chess Boxing)

6f93c883015b
11 რაუნდის განმავლობაში შეჯიბრების მონაწილეები გადადიან ჭადრაკის თამაშიდან ბოქსზე და უკან, ბოქსიდან ჭარდრაკის თამაშზე: ყოველი მოწინააღმდეგის ჭადრაკში გადაადგილებისას იმართება კრივის ერთი რაუნდი და ასე სანამ ერთ-ერთი მოწინააღმდეგე არ მოიგებს ბოქსში- ნოკაუტით, ჭადრაკში- მატით, ან მსაჯების გადაწყვეტილებით.
14. მეუღლის ტარება – (Wife Carrying)
44967ae932a1
ამ სპორტის სახეობის ამოცანაა, გაიაროს დაბრკოლებები ზურგზე ცოლ-მოკიდებულმა. ამ სპორტით დაკავებულნი არიან ფინელი ქმრები, რომელთაც სირბილის დროს უწევთ მეუღლის ტარება ზურგით და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა …
15. წყალქვეშა ცურაობა ჭაობში – (Bog Snorkeling)
48a14ac6f2c6
შეჯიბრების მონაწილეებმა უნდა გაცურონ სქელ ჭაობში პირველობის მოსაპოვებლად, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება გამოიყენონ ხელები, მხოლოდ გადაადგილდებიან ფეხებზე წყლის „ფარფლების“ გამოყენებით.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button