Dwarf City _ ქონდრის კაცების ქალაქი, ჩინეთი.
ერთმა კაცმა გადაწყვიტა, რომ მიეცა ადგილი პატარა ადამიანებისთვის, სადაც მათ შეეძლებოდათ ერთად ყოფნა და თავის დაღწევა საშინელი დაჩაგვრისა და დისკრიმინაციისგან. ეს მოახერხა კიდეც მათი გასართობ პარკში დასახლებით.
ჩინეთის ამ ქალაქის დამაარსებელი 44 წლის Chen Mingjing-ია. ის აღნიშნავს, რომ მან შექმნა პარკი, რომ დახმარებოდა პატარა ჩინელებს, პარკმა კი შექმნა ასობით სამსახური ჯუჯებისთვის, რომელიც მანამდე არ არსებობდა. თუმცა ის ფაქტი, რომ ეს სამსახური ვარდისფერი საბალეტო კაბის ჩაცმასა და გედების ტბის ფარს დადგმასაც გულისხმობს, მას არ აწუხებს.
დაახლოებით 120 პატარა კაცი ცხოვრობს ამ ქალაქისხელა პარკში, რომელიც ჩინეთში Kunming-ის მთებში მდებარეობს. მოქალაქეობისათვის აუცილებელია არ იყოთ 130 სანტიმეტრზე მეტი :)
მოქალაქეები ცხოვრობენ სოკოს ფორმის და არამხოლოდ სოკოს ფორმის სახლებში და იცვამენ როგორც ზღაპრის გმირები.