საკითხავისასარგებლო

ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი 4)

a54280faf812

დამქანცველი ეროვნული გამოცდების შემდეგ კვლავაც დაგიბრუნდით და წარმოგიდგენთ პოსტს: ,,ბრძნული გამონათქვამები”. ამჯერად უკვე მეოთხე ნაწილს. მაშ ასე, დავიწყოთ:

  1. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაშინაც კი იტყუებიან, როცა სიმართლეს ამბობენ. (გოეთე)
  2. ეშმაკი იბრძვის მანამ, სანამ ჭკვიანი არ დაუთმობს. (ჩაპეკი)
  3. ახალგაზრდობა იდეალური მდგომარეობა იქნებოდა, ცოტა გვიან რო მოდიოდეს. (სენეკა)
  4. ადამიანი ახალგაზრდაა მანამ, სანამ არ ეშინია სისულელის ჩადენის. (კაპიცა)
  5. რა ძნელია დუმილი, როცა არ გეკითხებიან; (შოუ)
  6. ჯერ სამჯერ დაფიქრდი და შემდეგ გაჩუმდი. (ციცერონი)
  7. როდესაც ღმერთს სურს კურდღლის დასჯა, მას გამბედაობას ანიჭებს. (ჟვანცკი)
  8. ცხოვრების დონე ის არის, რის ზევითაც გვინდა ცხოვრება. (ფრანკლინი)
  9. თეორიების, რომლებისაც გვჯერა ვუწოდებთ ფაქტებს, ხოლო ფაქტებს, რომლებისაც არ გვჯერა, ვუწოდებთ, ჭორებს. (კოენი)
  10. სიბერის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ბერდები, არამედ ის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. (უაილდი)
  11. ვირის ძალა იგრძნობა მაშინ, როცა ის ადგულიდან არ იძვრის. (ეჟი ლეცი)
  12. თვითონ თუა არ შეგიძლია, ასწავლე სხვას. (კლუჩევსკი)
  13. შიშველი ქალი უთუოდ ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჩაცმული, მით უმეტეს მაშინ, თუ ისე ოსტატურადაა შემოსილი, რომ ყველაფერს, რასაც მალავს, იმავდროულად აშკარად აჩენს. (ბალზაკი)
  14. სუსტი ქალები სუსტ მამაკაცებს ვერ იტანენ. (კლემანსო)
  15. ბედნიერება ეძლევათ მხოლოდ მცოდნეებს. რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა, მით უფრო გამიკვეთილად,  უფრო ძლიერად ხედავს იგი პოეზიას იქ, სადაც ვერაფერს ვერ ნახავ ღარიბი ცოდნის მქონე. (პაუსტოვსკი)
  16. ხალხი აზროვნების უნარს მაშინ კარგავს, როცა კითხვას თავს ანებებს.  (დიდრო)
  17. მდუმარება თანმხლებია სიდიადისა. (დიდრო)
  18. ყველა ქვეყანაში ქალაქის მოსახლეობა, რასაკვირველია, პროვინციელების ხარჯზე ივსება, მაგრამ ჩვენში ეს ბუნებრივი პროცესიც დარღვეულია და ისევ ქვეყნის საზიანოდ – ქალაქში ჩამოსახლებული პროვინციალი ქალაქურ ყაიდაზე ცხოვრობს. კი არ სწავლობს, რაც აუცილებელია მისთვის და ქალაქისთვისაც, არამედ სოფლურ ყოფას ამკვიდრებს ქალაქშიც, რის გამოც სულიერ პროვინციალიზმში იძირება თვითონაც ქალაქთან ერთად. (ოთარ ჭილაძე)
  19. ცალკეული ადამიანების ზნეობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველგან , ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს, იმოქმედოს თანახმად საკუთარი შინაგანი რწმენისა. (გერცენი)
  20. თავმოყვარეობა ზრდის ან ამცირებს ჩვენი მეგობრების სიქველეს, იმისდა მიუხედავათ, რამდენად კმაყოფილნი ვართ ამ ხალხით. მათ სიქველეზე ჩვ3ნდამი მათი დამოკიდებულების მიხედვით ვმსჯელობთ. (ლაროშფუკო)
  21. კრიტიკოსი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კითხვა და სხვასაც ასწავლის მას. (კუმორ)
  22. ლაპარაკი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის წინ გარბიხარ. (ქვენო)
  23. არსებობს ერთადერთი წარმატება, შეგეძლოს შენებურად იცხოვრო. (მორლეი)
  24. ცეცხლიდან უკან დახევა კაცს ძაღლმა ასწავლა. (ქართული ანდაზა)
  25. ცხოვრება იმის ხელოვნებაა, რომ დამალო საკუთარი ნაკლი და გააშიშვლო სხვათა სისუსტე. (ჰეზლიტი)
  26. შურიანი ისე აწყენინებს თავის თავს, თითქოს, ისიც მისი მტერი იყოს. (დემიკლიტე)
  27. პატარა, გამოუსწორებელი შეცდომები ადვილად გადადის დიდ მანკიერებაში. (სენეკა)
  28. მოკლე ჭკუას გრძელი ენა აქვს. (არისტოტელე)
  29. ქორწინებას, უპირვეელს ყოვლისა, იმიტომ ინარჩუნებენ, რომ გვერდით ჰყავდეთ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ყველაფერი უსაყვედურონ, რაც საკუთარი თავისთვის უნდა ესაყვედურებინათ. (არნცენი)
  30. ცოტა ვინმე თუა იმდენად ჭკვიანი, რომ სასარგებლო გაკიცხვა ამჯობინოს ცრუ სექებას. (ლაროშფუკო)
  31. ფული მეექვსე გრძნობაა. ადამიანს ის უნდა ჰქონდეს, რადგან უიმისოდ დანარჩენ ხუთს მთლიანად ვერ გამოიყენებს. (მოემი)
  32. დიდთა სიძულვილი მცირეთა მიმართ არის ზიზღი. მცირეთა სიძულვილი დიდთა მიმართ არის შური. (შნიცლერი)
  33. სიღარიბე და იმედი დედა და შვილია. როცა ქალიშვილთან დროს ატარებ, დედა გავიწყდება. (ჟან-პოლი)
  34. სიფრთხილე ისეთი თავლსაზრისია, რომლითან შეიძლება უსაფრთხოს იცხოვრო, მაგრამ ბედნიერად კი –  ვერა.  (ჯონსონი)
  35. სისულელე ხშირად ის არის, რომ ჭკუას იჩენ უადგილო ადგილას. (ანიტა)
  36. სულელი, რომელიც აღიარებს, რომ სულელია, უკვე სულელი აღარ არის. (დოსტოევსკი)
  37. ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელიც წითლდება ან უნდა გაწითლდეს, გარკვეულ გარემოებათა გამო. (მარკ ტვენი)
  38. ადამიანის ბედი არის ადამიანი. (ბრეხტი)
  39. ბოროტთა სიკეთეც საშიშია. (ეზოპე)
  40. განათლება ის არის, რაც გვრჩება, როცა არ ვივიწყებთ, რაც გვისწავლია. (პალიფაქსი)
  41. მთელი განვითარება დღემდე სხვა არაფერია, თუ არა ბარბაცი ერთი შეცდომდან მეორისკენ. (იბსენი)
  42. გაჭირვება ბიძგს აძლევს გენიას. (ბალზაკი)
  43. ადამიანის ზნეობრივ ხარისხზე ცალკეული მცდელობების მიხედვით კი არ უნდა ვიმსჯელოთ, არამედ, ყოველდღიური ცხოვრების მი9ხედვით. (პასკალი)
  44. ჭკუანაკლი კაცი საბრალოა, ზნეობანაკლი კაცი  კი – საზიზღარი!… მაგრამ, თუ ერთსა და იმავე დროს ორივე ერთად აქვს განრისხებულ ადამიანს, მაშინ კი შორს და მშვიდობით! – მისი დაახლოება ჭირის გადაკიდებაა. (აკაკი)
  45. სიყვარული აერთიანებდა მიწებს, აშენებდა ქალაქებს, ბადებდა ბავშვებს … ოღონდ, თუკი შელახავდა მის ღირსებას, ის ძირს სცემდა სამეფო გვირგვინებს, ანგრევდა სახლებს, ღუპავდა ოჯახებს. (ბენტონი)
  46. უვალო სიღარიბე სიმდიდრეა. (მაქელი)
  47. რაც მეტია სიძუნწე, მით მეტია სიმკაცრეც. (პეტრარკა)
  48. უკეთესია ჯანმრთელს მოლე ლოგინზე ეძინოს, ვიდრე ავადმყოფს დიდ და ფართო საწოლზე. ასევე ჯობია, მხოლოდ საჭიროებები გქონდეს, ვიდრე ბრწყინვალედ ცხოვრობდე და არ გიხაროდეს. (ეპიკტეტი)
  49. საერთო სურვილები და საერთო სიძულვილი – მტკიცე მეგობრობის საწინდარია. (სალუტიუსი)
  50. უსაქმურობა ვაჟკაცობას აძინებს. (გლინკა)
  51. ნივთები მაშინ კარგავს ფასს, როცა წარსულს, რომელსაც ისინი მოგვაგონებს, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. (მარდამერი)
  52. ამერიკის გამოცდილებამ აშკარად დაამტკიცა, რომ ქალს უფრო მომეტებული ნიჭინ აქვს სწავლებისა აღზრდისა ბუნებისაგან  მინიჭებული, ვიდრე ვაჟსა. უმეტესი ნაწილი ამერიკული სკოლებისა ქალების ხელშია. (გოგებაშვილი)
  53. ფულის ფლობის ძირითადი უპირატესობა მისი მოხმარების საშუალებაში მდგომარეობს. (ფრანკლინი)
  54. სარწმუნოს მოყვრის შერისხვა სჯობს მტრის პირისპირ ქებასა. (არჩილ მეფე)
  55. ლომი ცხოველების მეფეა, მაგრამ შინაური ცხოველებისთვის უარგისი; ასევეა სიყვარული – იგი  ძალზე ძლიერი გრძნობაა, რომ ქორწინებას დაედოს საფუძვლად. (სტივენსონი)
  56. არ შეილახო ღირსება, – ელს მოგებჯინოს არ ჩაიდინო ბოროტი,არ დაემონო სურვილსა! (პანჩატანტრა)
  57. ზოგი ადამიანი, იქნებ, ველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორედ გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. (ჭაბუა)
  58. როცა ადამიანს სურს, შეიტყოს ღირსება და დიდება ერისა, უწინარეს ამას იკითხავს, – რამდენი მთქმელი და მწერალი ჰყავსო. (ილია)
  59. ადამიანი თავს შეიცნობს არა ფიქრით, არამედ მოქმედებით. თავის ფასს იგი შეიცნობს მხოლოდ შეუპოვარ ცდაში, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა. (გოეთე)
  60. გაგება – დასასრულია. ადამიანი მითიური ბაზილიკასავით მოკვდება, როგორც კი საკუთარ თავს დაინახავს აბსოლუტური შემეცნების სარკეში. (კონსტანტინე)
  61. დიდი ვნებები და დიდი ნაწარმოებები დიდი დაუკმაყოფილებლობისგან იქმნება. (ბოგატი)
  62. მშიშარათა სულში ბედნიერებისათვის ადგილი არ არის. (საავედრა)
  63. ნაკლოვანებები შრომით გადაილახება. (სენეკა უმცროსი)
  64. ათას გზას მივყავართ მცდარობისაკენ, ჭეშმარიტისაკენ კი – მხოლოდ ერთს. (რუსო)
  65. აზროვნებაზე ძალადობა მძიმე დანაშაულია და არ შეიძლება ის გამართლდეს- ეს ახალ ძალადობას დაუდებს  საფუძველს. (რერიხი)
  66. წარმატებას ამქვეყნად აღწევს ის, ვინც ეძებს სჭირო პირობებს და თუ ვერ პოულობს, თვითონ ქმნის მას. (შოუ)
  67. მამაკაცი ბევრჯერ უნდა იყოს შეყვარებული, ერთი ქალი რომ შეიყვაროს. (მოპასანი)
  68. სახელმწიფო იმისთვის კი არ იქმნება, რომ იცხოვრო, არამედ უპირატესად იმისთვის, რომ კარგად იცხოვრო. (არისტოტელე)
  69. მოკვდები, აღარ გექნება ტანხვა. გაიჟდები – აღარ გექნება წარმოდგენა ტანჯვაზე. (ბადრიარი)
  70. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა ადამიანის სული ხარობს, როცა სიკეთეს აკეთებს. (ჯეფერსონი)
  71. ნუ სცნობს მარცხენე შენი, რასა იქმოდეს მარჯვენა შენი. (სახარება)
  72. სხვის რგებაზე დამდგარი ადამიანი ბრიყვს საზოგადოებში მუდამ ზარალშია, იგი ზვარაკია ტარიგად შეწირული. (ვაჟა)
  73.  ვინც უსამართლობას არ სჩადის – საპატივცემულოა, მაგრამ ორჯერ უფრო დასაფასებელია ის ადამიანი, რომელიც სხვებსაც არ აძლევს უსამართლობის ჩადენის საშუალებას. (პლატონი)
  74. თქვი სიმართლე და არაფრის დამახსოვრება არ დაგჭირდება. (ტვენი)
  75. ნუ აქებ ადამიანს მისი სილამაზის გამო და ნუ გექნება ზიზღი მისი გარეგნობის გამო. (ზირაქი)
  76. მდიდარი კაცი ხშირად უგულო და უგრძნობელია სხვისი გაჭირვებისადმი. (თალმუდი)
  77. პირში შემავალი კი არ წაბილწავს ადამიანს, არამედ პირიდან გამომავალი. (სახარება)
  78. ერთმანეთი რომ გიყვარდეთ, უნდა ებრძოლოთ საკუთარ თავს. (დოსტოევსკი)
  79. სიყვარული სულელის სიბრძნეა და ბრძენის სიბრიყვეა. (ჯონსონი)
  80. მადლობა ღმერთს იმის გამო, რომ მე უფრო მეტი მსურს, ვიდრე მისი მიღწევა შემეძლო. (მიქელანჯელო)
  81. ქალები განსწავლულები არიან ბუნნებისგან, კაცები – წიგნებიდან. (დემოკლიტე)
  82. ჩვენი გონება უფრო ზარმაცია, ვიდრე სხეული. (ლაროშფუკო)
  83. მოხუცებულობა უვიცთათვის ზამთარია, სწავლულთათვის – მკის დრო. (შტენბერგი)
  84. ფული ხასიათებს აფუჭებს. (რემარკი)
  85. მამაკაცს შობს დედაკაცი და ამიტომ, ყველაფერი, რაც კი დედაკაცს სურს, სასარგებლოა მამაკაცისთვის. (ჟირარდენი)
  86. სულელ ქალზე უფრო მეტი საშინელება არ არსებობს და არ არსებობს უფრო მეტი სიკეთე, ვიდრე ჭკვიანი ქალი. (ევრიპიდე)
  87. ძაღლის ერთგულების იმედი ბოლომდე იქონიე, ქალისა – შემთხვევამდე. (სტენდალი)
  88. ვინც ცარიელ საქმეებს მნიშვნელობას ანიჭებს, ის მნიშვნელოვან საქმეებში ცარილი ადამიანი აღმოჩნდება.  (ცენზორიუსი)
  89. სიამაყეს არ სურს ვალში ყოფნა, ეგოიზმს კი არ სურს გადახდა. (ლაროშფუკო)
  90. სხვისი სიამოვნების მოტაცება შენს სასარგებლოდ უსამართლობაა. (მორი)
  91. სიკეთის რომ ირწმუნო, მისი კეთება უნდა დაიწყო. (ტოლსტოი)
  92. სიმართლეს იმდენად ვამბობ, რამდენადაც ვბედავ. რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო იშვიათად ვბედავ ამას. (მონტენი)
  93. ქალებს ძალიან მოსწონთ, როცა მათ სასტიკებს უწოდებენ. (ბომარშე)
  94. სიტყვის ხელოვნებაში ბევრის თქმა კი არ არის ძნელი, არამედ ცოტას თქმა. (ვინკელმანი)
  95. თუ არავის უყვარხარ, დარწმუნებული იყავი, ეს შენი ბრალია. (დოდრიჯი)
  96. ვისაც ისე უყვარს, რომ სურს ათჯერ მეტად უყვარდეს, მაინც ნაკლებად უყვარს, ვიდრე მას, ვისაც უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სურს. (ბრიუერი)
  97. თუ გინდა, რომ მოტყუებული იყო, საკუთარი თავი ყველაზე მოხერხებული და ეშმაკი უნდა გეგონოს. (პლინიუსი)
  98. მატყარას დასჯა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მას არავინ ენდობა, არამედ იმაში, რომ ის არავის ინდობა. (შოუ)
  99. ზეცას სამარცხვინო ჩვეულება აქვს: სიხარული თუ დაინახა, რუპავს მას. (სამარყანდი)
  100. რადგან არ შეგიძლია გარეგნულად გახდე ისეთი, როგორიც გინდა, სულიერად გახდი ისეთი, როგორიც უნდა იყო. (პეტრარკა)

დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ და რაც მთავარია, იმედია, ჩაგაფიქრათ ამ გამონათქვამებმა. დიდი მადლობა ყველა მკითხველს ყურადღებისათვის. ბედნიერ დღეს გისურვებთ.

თეგები

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close