საკითხავიუცნაური

მანიაკთა კლასიფიკაცია

ადამიანის ბუნებისთვის ჩვეულია მოვლენებისთვის სახელის დარქმევა,მათი დახარისხება.გამონაკლისი არც სერიული მკვლელებია-განსხვავებულები და საინტერესოები, როგორც თავად ადამიანი. პუბლიცისტიკაში და ლიტერატურაში ხშირად შეხვდებით მცდელობას სერიული მკვლელების კლასიფიცირებას,მათ კლასებად დაყოფას.

ყველაზე მეტი სერიული მკვლელობა (ზოგიერთი მონაცემით – 75%)ამერიკის შეერთებულ შტატებში -ში ხდება(ამერიკის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 10%-ია), ამიტომ საინტერეოა “ფედერალური საგამოძიებო ბიუროს” (FBI) კლასიფიკაცია. კლასიფიკაცია მკვლელების მრავალ ტიპს მოიცავს,მარგამ ამ სტატიაში ორ ძირითად კლასს განვიხილავთ – ორგანიზებული არასოციალური და დეზორგანიზებული ასოციალური (ორგანიზებული და დეზორგანიზებული საკმაოდ ბუნდოვანი განმარტებაა,მაგრამ ადგილი დაიმკვიდრა როგორც მოხერხებულმა ტერმინმა). განვიხილოთ ორივე მათგანი :

1.ორგანიზებული არასოციალური

პიროვნული თვისებები:

* “ნორმალურობის ნიღაბი” : არის ნორმალური ადამიანი ყველანაირი გაგებით (გარდა იმისა,რომ მასში დაფარულია სერიული მკვლელი); მომხიბვლელია,ცდილობს მოახდინოს შთაბეჭდილება და გამოსდის კიდეც,აქცევს ყურადღებას გარეგნობას,უფრთხილდება ჯანმრთელობას (დაკავებულია სპორტით),სოციალურად ადექვატური,საზოგადოებაში ადაპტირებული,ადვილად იცვლის სამუშაო ადგილს.ყავს ოჯახი და მეუღლესთან აქვს ნორმალური ურთიერთობა.შესაძლოა არ ყავდეს ოჯახი().ს, რ,ს. ა, ნ.

* მისი მთელი ცხოვრება ორგანიზებულია.ორგანიზებულია მისი დანაშაულიც.

* ნორმალური,ზოგჯერ მაღალი ინტელექტი (IQ 90-110)

* აქვს ფართო ინტერესის სფერო; ინტერესდება სოციალური პრობლემებით,არცთუ იშვიათათ კულტურით და ხელოვნებით,შესაზლოა იყოს ერუდიტი. ეცნობა ახალ ამბებს ტელევიზორის და გაზეთის საშუალებით (განსაკუთერბით კრიმინალურ ქრონიკას) და გეგმავს თავის მომავალ ქმედებას,ასევე ამაყობს თავისი ჩადენილი დანაშაულით.

* დაკავების შემდგომ დაკითხვაზე არის კონცენტრირებული,შეუძლია გამოიცნოს დაკითხვის მომდინარეობა და წინასწარ მოიფიქროს პასუხი,არ წამოეგება ცრუ ჩვენებებს და საუბრობს იმ დანაშაულზე, რომელიც ცნობილია გამოძიებისათვის.

* სამაგალითო პატიმარი

დანაშაული:

* დანაშაულს გეგმავს წინასწარ, რათა მინიმუმამდე შეამციროს დაკავების რისკი – ზუსტი დრო და ადგილი,მკვლელობის იარაღი და მეთოდი,ადგილზე მისვლის და წამოსვლის მარშუტი,პრობლემის შემთხვევაში აქვს სათადარიგო გეგმა და ალიბი.

* მკვლელობის იარაღს განსაკუთრებულად ამზადებს და ყოველთვის იყენებს მას(წინასწარ იცის, როგორ სურს ჩაიდინოს მკვლელობა).ასევე იყენებს სხვა დამხმარე საშუალებებს და ხშირათ აქვს მეორე ხელი ტანსაცმელი.არ იყენებს შემთხვევით ხელში მოხვედრილ იარაღს, რადგან ასე ვერ დაიკმაყოფილებს თავის ფანტაზიას.

* მსხვერპლს კოჭავს ან სხვა ხერხებით ხდის უმოძრაოს

* ხშირად მაშინვე არ კლავს, ჯერ იკმაყოფილებს თავის სადისტურ ფანტაზიებს,თუ არ აქვს თავიდანვე მხოლოდ მკვლელობის ჩანაფიქრი ( მაგ: ონოპრენკო,ბერკოვიცი )

* მსხვერპლს არჩევს საგულდაგულოდ.წინასწარ აქვს განსაზღვრული მსხვერპლის თმის ფერი,აგებულება და სხვა. ანუ მსხვერპლი სასურველი და არა ხელმისაწვდომი. * შესაძლოა მოკლას ერთბაშად რამოდენიმე ადამიანი, მაგრამ არა შემთხვევით. მასიური მკვლელობა იგეგმება, როგორც ერთიანი პროექტი. * განსაკუთრებულად ცდილობს კვალის დამალვას; “მუშაობს” გვამთან მკვლელობის შემდეგ, მალავს გვამს და შლის კვალს.შესაძლოა გვამი გადაიტანოს მკვლელობის ადგილიდან მოშორებით, დაანაწევროს და ნაწილ-ნაწილ მოიცილოს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დატოვოს გვამი დემონსტრაციულ პოზაში. * კონტაქტში შედის პოლიციასთან. შესაძლოა ითანამშრომლოს მათთან, რათა მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია. * “თამაშობს” კანონდამცავ ორგანოებთან, მოკლულის ახლობლებთან და მედიასთან. აინტრიგებს მათ წერილების, გზავნილების და წელეფონის ზარებით. * კრიმინალური ევოლუცია : აკეთებს დასკვნებს და აუმჯობესებს მკვლელობის და კვალის დაფარვის მეთოდებს. ვითარდება დამწყებიდან ნამდვილ “მასტერამდე”. 2. დეზორგანიზებული ასოციალური პიროვნული თვისებები: * ინტელექტი საშუალოზე დაბალი (IQ 90-ზე დაბალი), ხშირია გონებრივი ჩამორჩენილობა. * მკვეთრად გამოკვეთილი ფსიქიკური დაავადებები(შიზოფრენია – პიროვნების გაორება, ან პარანოია – დევნის მანია). * მთელი ცხოვრება (ყოფა, ქცევა) არაორგანიზებული და ქაოტურია; ისევე როგორც მისი დანაშაული. * ვიწრო ინტერესის სფერო. არ არის დაინტერესებული მედიით, საზოგადოებრივი თემებით და კრიმინალური ქრონიკით. * ვერ აღიქვავს საკუთარ თავს და ჩადენილ დანაშაულს, შესაძლოა ცუდად ახსოვდეს მკვლელობის დეტალები. დანაშაული: * დანაშაული სპონტანურია, თითქმის დაუგეგმავი; მოქმედებს სიტუაციის მიხედვით. * თავს ესხმის იმპულსურად (Blitz-attack)და/ან “ბრმად” (Blind-attack).არ აწამებს თავის მსხვერპლს, კლავს მყისიერად. * ხშირია გვამის შეურაცყოფა – ნეკროფილია, ნეკოფაგია, ნეკოსადიზმი, კანიბალიზმი, ვამპირიზმი და ფეტიშიზმი. * მხვერპლი- ხელმისაწვდომი და არა სასურველი. მათი მსვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი.არ აქვს მნიშვნელობა გარეგნობას,ასაკს და სოციალურ სტატუსს. * მკვლელობის იარაღი არის შემთხვევით. არასოდეს ხმარობს “დამატებით ხელსაწყოებს”. * კლავს საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილთან ახლოს. * თითქმის ყოველთვის: 1 ეპიზოდი = 1 მხვერპლი. * თითქმის არასოდეს ცდილობს კვალის დამალვას. არ მალავს გვამს, თუმცა შეიძლება თან წაიღოს გვამის ნაწილები (რაც აღაგზნებს), როგორც ტროფეი. * კრიმინალური ევოლუციის არქონა.
***

პირველი სერიული მკვლელი, რომელიც კლასიციფირდა როგორც “დეზორგანიზებული” (კლასიფიცირდა რობერტ რესლერის მიერ 1977 წელს) იყო რიჩარდ ჩეიზი. ზოგადად ამ თვისებების ერთობლიობით შესაძლოა დადგინდეს თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება კონკრეტული სერიული მკვლელი. ექსპერტი-პროფაილერები ( რობერტ რესლერი, ალექსანდრ ბუხანოვსკი და სხვა) გასაოცარი სიზუსტით ადგენენ სერიული მკვლელის პიროვნულ თვისებებს, აღნაგობას, სხოვრების სტილს და პროფესიასაც კი.

სერიული მკვლელებიდან ორგანიზებულს მიეკუთვნება :

ტედ ბანდი

ted bandi

ალბერთ ფიში

albert fish

ჯონ უეინ გასი
gasi

ედმუნდ კემპერი
kemper

ანატოლი სლივკო
slivko

სერგეი ტკაჩი
tkach

ნიკოლაი ჯუმაგალიევი
1248077209 snapshot20090720143057

სერიული მკვლელებიდან დეზორგანიზებულს მიეკუთვნება:

რიჩარდ ჩეიზი
YYL KGQW73s

ედვარდ გეინი

эдвард гейн story песочница удалённое 805781
ანდრეი ჩიკატილო
1326790461 chikatilo
ალექსანდრ სპესივცევი
images
გენრი ლი ლუკასი
4234

თეგები

kaisersuzze

intellectual,sexual,with humor!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close