საქართველოსურათები

თბილისის მიწისქვეშეთი

rt6z9

სანამ თბილისის მიწისქვეშეთზე დავწერ რამეს, მინდა მანამდე ცოტა რამ ვთქვა მიწისქვეშა მკვლევარებზე ანუ “დიგერებზე”.

საქართველოში დიგერი რატომღაც ასოცირდება  ტერორისტთან ან ჯაშუშთან. ვისაც ასეთი წარმოდგენა გაქვთ, მინდა გითხრათ რომ ჯაშუში არ სჭირდება საქართველოს რადგან მიწისქვეშა ნაგებობების უმრავლესობა აშენებულია სსრკს დროს და ყველა კუთხე კუნჭული იცის დიდმა რუსეთმა. ასევე მიწისქვეშა თავშესაფრების უმრავლესობა გაძარცვულია და ნაგავსაყრელის ან ტუალეტის ფუნქცია აქვს. ამის მიზეზი ალბათ 90იანი წლებია. იღებდნენ ჯართს, სპილენძს, ალუმინს და ა.შ ახლა კი ერთ დროს უდიდესი ნაგებობებისგან მხოლოდ კედლებიღაა შემორჩენილი. მიზეზი იმისა თუ რატომ იწვევს მიწისქვეშა სამყარო ადამიანებში ინტერესს, ამას თითქმის ვერავინ გეტყვით.

წარმოგიდგენთ მიწისქვეშა თავშესაფარს რომელიც ქალაქის ცენტრშია, საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას. სავარაუდოდ აშენდა მეორე მსოფლიო ომის დროს. შიგნით იქმნება ერთგვარი ლაბირინთი და ადვილად შეიძლება ორიენტაციის დაკარგვა. რამდენიმე ხნის წინ, ამ ადგილას ე.წ “ბომჟი” ცხოვრობდა თუმცა საცხოვრებელი მიატოვა, სავარაუდოდ ნაკლები ჰაერის და სინესტის გამო. აღჭურვილი იყო საპირფარეშოთი და აბაზანით რომელიც ახლა განადგურებულია. გატანილია ჰერმეტული კარებებიც და შესაბამისად თავშესაფრის ფუნქცია დაკარგული აქვს.

eu236

7zc0h

gri3r

1qeht

gtjnp

w1enl

შემდეგი ობიექტი გახლავთ ასევე ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ბაღში რომელშიც თითქმის ყველა ვყოფილვართ. წინა ობიექტისგან განსხვავებით ეს დღემდე ფუნქციონირებს. ამის საფუძველს იძლევა ჰერმეტული კარებები რომელიც საიმედოდ დაკეტილია.

z61qu

8gqsv

t0dg8

t1nbf

tk9o9

76a71

შემდეგი ობიექტი თბილისის გარეუბანშია. ეს იყო ყოფილი რადიოსადგური რომელიც მთლიანად არის გაძარცვული. შედგება უზარმაზარი დარბაზებით და არის 2 სართულიანი მიწიქვეშა ნაგებობა.

3bl84

oei72

hejkf

2ins3

uw6jg

8m0q9

ამ ადგილის ამოცნობა ბევრ თქვენგანს არ გაუჭირდება. ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის გვირაბი რომელიც თუ არ ვცდები 1200 მეტრია. აკავშირებს ერთმანეთთან მესამე და მეექვსე კორპუსს

w4fz3

4h918

b8w8u

z4pae

mhlmj

k56vr

z1pqq

მინდა ვთქვა რომ ერთადერთი გაუძარცველი ადგილია რომელიც მინახავს. მცდელობა იყო თუმცა აქ მომუშავე პერსონალის დამსახურებაა რომ ჯერ კიდევ ფუნქციონირებს ეს მიწისქვეშა ობიექტი.

იმედია მოგეწონათ. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა რაც არსებობს და რაც მინახავს. ამ სტატიით მინდა გითხრათ რომ დიგერი არ არის არც ტერორისტი, არც ქურდი და არც ჯაშუში. ის უბრალო ადამიანია რომელიც მიწისქვეშ დაეხეტება და მისი მთავარი მუღამია იყოს იქ სადაც საზოგადოების უმრავლესობა არ არის ნამყოფი. ეს არის უბრალოდ ჰობი, მეტი არაფერი. რაც გასატანი იყო კარგი ხანია გატანილია უკვე. ამ ძარცვის შედეგად ერთეულებმა პურის ფული იშოვეს ხოლო ასეულობით ადამიანს ზარალი მიაყენეს


100001108967378.1923.875278685

თეგები

Vivieur

Urban Exploration

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close