ტაილანდელების ახალი წელი – „Songkran“
Songkran – ერთერთი სახალისო, მხიარული დღესასწაულია ტაილანდში. ეს არის ახალი წლის მსგავსი, ანალოგიური დღესასწაული, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ „Songkran“ აღინიშნება აპრილის 13-15 რიცხვებში. ეს პერიოდი ასევე ემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნის ახალ წელს. ტაილანდელები აღნიშნავენ ამ დღესასწაულს ძალიან თავისებურად და უცნაურად- ისინი დადიან ქუჩებში წყლის პისტოლეტებით, პატარა, პლასტმასის სათლით (ანუ ვედროებით) და წყლით სავსე ბოთლებით, ასხამენ წყალს ერთმანეთს, უფრო მეტიც, აქტივისტები გამვლელებს ასხამენ წყალს წყლის გრძელი შლანგებით და ძალიან ხალისობენ… (ნახეთ ვიდეო:)
თუმცა, ფაქტობრივად „Songkran“ – არის სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის დღესასწაული, როდესაც ტაილანდელებს სურთ შეხვდნენ ამ დიდებულ დღესასწაულს მთელი ოჯახით.
უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში, ტაილანდში, ქალაქ ჩიანგ მაიში (May chiang) ტარდება ამავე სახელწოდების წყლის ფესტივალი და ტაილანდელები მოუთმენლად ელოდებიან ამ წყლის ფსტივალს, რათა მონაწილეობა მიიღონ სველ და ველურ თავგადასავლებში.
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ ვიდეო: