გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები ნარკოზის შესახებ

d73ca65a2c99
საინტერესო ფაქტები ნარკოზის შესახებ.

ნარკოზი არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მას პაციენტი გადაყავს ე.წ. ხელოვნურ ძილში, ანუ პაციენტს გონება სრულიად დაკარგული აქვს ან ნაწილობრივ. ამავდროულად ადამიანი ნარკოზში ყოფნისას არ განიცდის არანაირ ტკივილს. რა არის ნარკოზი ყველამ იცის. თუკი ნარკოზს ვთარგმნით ბერძნული ენიდან ის ნიშნავს “გაშეშება” ან “გაშტერება”. როგორც ბევრისთვისაა ცნობილი, ნარკოზი ეს არაა ანესთეზია. ანესთეზიის ბერძნული თარგმანი არის “უგრძნობლობა”. განსხვავებაც ბევრმა იცის: ნარკოზი ანესთეზიისგან განსხვავდება არამხოლოდ ტკივილის გაყუჩებით, არამედ ადამიანური აზროვვნების გათიშვით.

როდესაც ეძებდნენ 1545 წელს ჩაძირულ ხომალდს სახელწოდებით “მერი როუზი”, იქ იპოვეს საინტერესო ნივთები. ერთი ინგლისელი ექიმის კაიუტა იყო სავსე სხვადასხვა ქოთნებით და ბოთლებით, ხოლო ამ ჭუჭლებში იყო სხვადასხვა პრეპარატები. სხვადასხვა ნივთებს შორის ნაპოვნი იქნა საკმაოდ დიდი ზომის ხის ჩაქუჩი. როგორც გაირკვა, ის წარმოადგენდა თავისებურ ნარკოზს. მისი დახმარებით ადამიანს გონებას აკარგვინებდნენ.

ასეთ მხეცურ ნარკოზამდე უფრო ადრე, იმისათვის, რომ ადამიანისათვის გონება დაეკარგვებინათ, იყენებდნენ სხვადასხვა დამაძინებელ ბალახებს. ამ მიზნის მისაღწევად იყენებდნენ ისეთ ბალახებს, როგორებიცაა ლენცოფა, კანაფი და ხაშხაში. ხშირად ბალახებს სხვანაირადაც იყენებდნენ: ბალახებით აჟღენთებდნენ ღრუბელს, უკიდებდნენ მათ ცეცხლს და შემდეგ მისი კვამლით კარგად აძინებდნენ ავადმყოფს, მაგრამ ექიმიც ხშირად ექცეოდა კვამლის ზემოქმედების ქვეშ.

კაცობრიობამ სასტიკი ჩაქუჩი შეცვალა ქიმიით. გამოიგონეს სხვადასხვა ნივთები, რომლებიც მარტივად თიშავდნენ ადამიანის გონებას გარკვეული დროით. ეს იყო დიდებული გამოგონებები, რადგან მისი გამოგონებებით ექიმები ატარებდნენ ოპერაციებს, რომელთა ჩატარების დროსაც პაციენტები არ განიცდიდნენ ჯოჯოხეთურ ტკივილებს. ასეთი საშუალებების გამოყენება პირველ რიგში მაშინვე დაიწყეს კბილების ოსტატებმა.

კბილის ამოღების პირველი ოპერაცია ტკივილგამაყუჩებელით ჩატარდა 1844 წლის 11 დეკემბერს. საინტერესო ისაა, რომ ეს გაკეთდა ყოველგვარი წინასწარ განზრახვის გარეშე. შტატ კონექტიკუტის ქალაქ ჰარტფორდში ვიღაც დანტისტი სახელად ჰორაციუსი მოხვდა აზოტის მოქმედების სადემონსტრაციო ჩვენებაზე. დემონსტრაციის უფროსი იყო გარდნერ კოლტონი, ლექტორი. ამ მოვლენამ დაუტოვა ექიმს იმდენი შთაბეჭდილება, რომ მომდევნო დღეს ის მივიდა სასტუმროში, რომელშიც გაჩერდა გარდნერი და შესთავაზა ამ გაზით მისი ერთ-ერთი პაციენტისთვის კბილის ამოღება. რადგან ყველამ უარი განაცხადა, ექსპერიმენტი თვითონვე გახდა დოქტორი. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ხოლო საბოლოო შედეგად კი ექიმმა ამოიღო აბსოლუტურად ჯანმრთელი კბილი.

თავისთავად, აქვე არის უარყოფითი მხარეებიც. საქმე იმაშია, რომ იმ დროს ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ საჭირო იყო აზოტის შერევა ჟანგბადთან უსაფრთხოებისათვის, ხოლო მისი გამოყენება უჟანგბადოთ შესაძლებელია დასრულებულიყო საკმაოდ ტრაგუკულად.

უილიამ მორტონი იყო ქირურგი და სტომატოლოგი, ბოსტონის მაცხოვრებელი. მან აღმოაჩინა უმტკივნეულო ოპერაციების ჩატარების საიდუმლო. მოქმედებების დაწყებამდე ექიმი თავის პაციენტებს აიძულებდა ესუნთქათ ეთერით. ეთერით სუნთქვის პირველი სადემონსტრაციო ჩვენება ჩატარდა 1846 წლის 16 ოქტომბერს. პუბლიკა აღფრთოვანებული იყო. კოლეგებმა გადაწყვიტეს ეთერის გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში.

ამ მოვლენიდან 10 წელიც არ იყო გასული, როდესაც რუსმა ქირურგმა პეტროვმა გამოიყენა ნარკოზი. ეს მოხდა რთულ პირობებში, იმ დროს როდესაც სევასტოპოლი ალყაში იყო ინგლისელებისა და ფრანგების მიერ.

მსგავსი ამბები

Back to top button