არქივი

საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა XIII ს-ში

Image Hosted by ImageShack.us

XIII საუკუნეში საქართველოში შემოდიოდნენ კავკასიელი ხალხები: ქაშაგები (ჩერქეზები), ალანოსები, დურძუკები, ღუნძები, ლეკები, საქართველოს მფარველობაში იყო რანი, ისტორიული სომხეთის დიდი ნაწილი. XIII ის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველები იყვნენ, მეორე ადგილი სომხებს ეკავათ. ასეთი იყო დიდი საქართველოს ეთნიკური შემადგენლობას მაშინ.

დღეს სათანადო ყურადღებას ვერ ვიჩენთ საქართველოს სასაზღვრო რეგიონისადმი, ახალციხეახალქალაქი სომხეთს ესაზღვრება და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ყურადღების მიღმაა დარჩენილი. სომხეთისაკენ მიმავალი გზები კარგია, თბილისისკენ _ დანგრეული. იქაური მოსახლეობა განათლებას სომხურად იღებს. საქართველოში მუშაობის და დაწინაურების პერსპექტივა უქრებათ….

ისინი, ისევე როგორც აზერბაიჯანლები და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეთნოსის ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ისეთივე მოვალეობები და უფლებები აქვთ, როგორც ქართველებს. თურქეთში ხომ ყველა თურქად ითვლება. _ ეთნიკური ქურთიც, ქართველიც, ბერძენიც და ეს სწორი დამოკიდებულებაა.

 თუნდაც გავიხსენოთ, რომ ერეკლე II- 150 თათარი ჰყავდა პირად დაცვაში და ისინიც ისევე დაეცნენ ბრძოლის ველზე, როგორც 300 არაგველი.

თუკი ვიძახებთ _ ის აზერბაიჯანელია, ის სომეხია, ის ოსიაო, ამგვარი საქციელით, ისინი სახელმწიფოსათვის მუდმივად თავში საცემად დარჩებიან.

 

მსგავსი ამბები

Back to top button