ახალი ამბებისაკითხავი

ტოპ-15 სელებრითების კეთილი ქმედებები, რომლებიც თქვენ არც კი გაგიგიათ (ნაწ I)

6c774ef97c0d

ბევრ ჩვეთაგანს აქვს ტენდეცია ხშირად დაივიწყოს ის ფაქტი, რომ ცნობილი სახეები არიან იგივე ადამიანები, როგორებიც ჩვენ ვართ. მათ აქვთ კარგი დროც და მძიმე დროც, მათ აქვთ თავიანთი ემოციები, და ბევრი მათგანი, ისევე როგორც მრავალი ჩვენთაგანი უბრალოდ ცდილობს შექმნას მსოფლიო უფრო და უფრო უკეთესი…

ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავთ, თუ როგორ იყენებენ ზოგიერთი ცნობილი სახეები თავიანთ დიდებას სხვების დასახმარებლად. ასე რომ, გთავაზობთ სელებრითების თხუთმეტ ყველაზე საოცარ კეთილ ქმედებას. ბევრი მათგანი შესაძლებელია თქვენ არც კი იცით:
1. კოლინ ფარელი – (Colin Farrell)

ირლანდიელი კინომსახიობი კოლინ ჯეიმზ ფარელი ცნობილი გახდა შემდეგ ფილმებში მონაწილეობით: ალექსანდრე, ტელეფონის ჯიხური, მაიამის პოლიცია და მრავალი სხვა. ჟურნალმა People 2003 წელს კოლინი დაასახელა მსოფლიოს ორმოცდაათიდან ერთ-ერთ ულამაზეს ადამიანად , ხოლო ჟურნალ Company-ს რეიტინგის მიხედვით , კოლინი მეექვსე სექსუალური მმამაკაცია.

6c774ef97c0d
ტორონტოში, ფილმ “რეკრუტი”-ის (The Recruit ) გადაღების დროს, რადიო-გადაცემის წამყვანმა გამოაცხადა კონკურსი , რომ მისცემდა $1 000 დოლარს ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეძლებდა და მოიყვანდა კოლინ ფარელს რადიოსადგურში. ამ კონკურსმა გააღიზიანა კინომსახიობი, რადგანაც ის თვლიდა ასეთ საქციელს მის პირად ცხოვრებაში ჩარევას. მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა ერთერთ უსახლკაროსთან, სახელად დეივთან დაედო გარიგება- საშუალება მისცა წაყოლოდა რადიოსადგურში და მიეღო კუთვნილი $ 1000 დოლარი. კოლინმა შენიშნა, რომ დეივი გამართულად ვერ ლაპარაკობდა, ჩლიფინებდა და მიხვდა, რომ კბილები არ ქონდა საცოდავს. იმავე დღესვე, კოლინმა წაიყვანა თავის სტომატოლოგთან და ჩაუსვეს ნეილონის, ელასტიური პროთეზი, რომელიც არის ძალიან მსუბუქი და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
რამდენიმე წლის შემდეგ, კოლინი დაბრუნდა ტორონტოში, იპოვა დეივი და მასთან ერთად გაიარა მაღაზიებში, ისადილეს რესტორანში, ხოლო დღის ბოლოს
ცნობილმა კონომსახიობმა დეივს (Dave) მისცა თანხა, რომელიც შეადგენდა $ 250 000 ამერიკულ დოლარს. საბოლოო ჯამში, ეს თანხა დაეხმარა დეივს, რომ რადიკალურად შეეცვალა მისი ცხოვრება და წამომდგარიყო „ფეხზე“
2. ჯონ სენა – (John Cena)

4d40800a7e5c
34 წლის ცნობილი ვრესლერი და მსახიობი დაიბადა დასავლეთ ნიუბარიში,მასაჩუსეტის შტატში. ჯონი პროფესიონალი ვრესლერი გახდა, მძიმე წონის განხრით; თვით სიტყვა „Wrestling“ ჭიდაობას ნიშნავს. „რესლინგი“ არის სპორტის ის სახეობა, სადაც ორი, ან რამდენიმე შეუიარაღებელი ადამიანი ერთმანეთს ებრძვის, რათა მოიპოვოს გამარჯვება. ცნობილია ჭიდაობის მრავალი სახეობა, ამერიკელებმა კი მოიფიქრეს ამ სპორტის ახალი სახეობა და მას პროფესიონალური ჭიდაობა ანუ, პროფესიონალური-რესლინგი (Pro-wrestling) დაარქვეს.

მას შემდეგ რაც ჯონი ვვე-ს ვრესლერი გახდა მან მოიგო როიალ რუმბლი , ამერიკის ჩემპიონის ტიტული ვვე-ში , მსოფლიო გუნდური ჩემპიონის წოდება და ვვე-ს ჩემპიონი მძიმე წონაში. გარდა ამისა , ჯონმა გამოუშვა თავისი მუსიკალური ალბომი,რომელიც საკმაოდ წარმატებულად გაიყიდა .

17c41b49b7dc
პროფესიონალი-რესლინგი, ჯონ სენა არის ფონდის „ჩაიფიქრე სურვილი“ რეკორდსმენი – სურვილების ასრულებაში (Make-A-Wish). ჯონმა, რომელმაც შეასრულა უბრალო ადამიანების 450-ზე მეტი სურვილი, განაცხადა: “მე ვერ წარმომედგინია უფრო დიდი პატივი ვიდრე ის, რომ, როდესაც ბავშვს, რომლის სურვილიც შეიძლება ახდეს, ურჩევნია გაატაროს თავისი დროის დიდი ნაწილი ჩემთან. მე დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ სურვილების შესრულებას იქამდე, სანამ ბავშვებს სურთ დროის გატარება, ლაპარაკი და თავიანთი ოცნებების გამჟღავნება ჩემთან- არ აქვს მნიშვნელობა , თუ რამდენი ათასი დოლარის იქნება მათი სურვილები…“
ნახეთ ვიდეო:

ნახეთ ვიდეო:

3. ბრედლი კუპერი – (Bradley Cooper)
7bf2611ac378
„ჩემი ბოიფრენდი – ფსიქოპათია“ – ამ ფილმის გადაღების დროს ფილადელფიაში, ბრედლი კუპერმა შეიძინა ასობით ზამთრის პალტო და თბილი სვიტერები უსახლკაროებისათვის და პირადად გადასცა მათ. როდესაც უსახლკარო მამაკაცმა ამერიკული კინოს მსახიობს კომპლიმენტი უთხრა პალტოს შესახებ, კუპერმა, მომენტალურად გაიხადა პალტო და მისცა ამ კაცს. გარდა ამისა კუპერმა გამოუწერა ჩეკი $ 25 000 დოლარის ოდენობით და სთხოვა, რომ ცხოვრებაში არ მოეწია სიგარეტი, რადგანაც თვითონ ეწეოდა და მსუბუქი პრობლემები ქონდა…
4. ჯგუფი „მეტალიკა“ -ს (Metallica) მონაწილეები.
01aca1c1db56
85 წლის მოხუცმა მანდილოსანმა, მარგარეტმა მიიპყრო ჯგუფი „მეტალიკა“ -ს ყურადღება 2009 წელს, როდესაც ხმამაღლა განაცხადა, რომ „მეტალიკა“ – ს მუსიკა დაეხმარა მას კიბოსთან ბრძოლაში. ჯგუფმა მიიწვია 85 წლის მარგარეტი თავიანთ კონცერტზე , კონცერტის დაწყებამდე შეიყვანეს კულისებში და გულთბილად ელაპარაკებოდნენ, ხოლო შემდეგ ვოკალისტმა- ჯეიმს ჰეტფილდმა მიუძღვნა მოხუცებულს სიმღერა «Nothing Else Matters» (არაფერს აქვს მნიშვნელობა). საღამოთი კი მოხუცებულ მანდილოსანს სახლში დახვდა ფულადი თანხა მთელი ჯგუფისაგან: 23 000 ამერიკული დოლარი, რის გამოც მოხუც მარგარეტს ცრემლები წასკდა სიხარულისაგან…
ნახეთ ვიდეო:

5. მერილინ მენსონი – (Marilyn Manson).
ამერიკელი მუსიკოსი, მხატვარი და ყოფილი მუსიკალური ჟურნალისტი, მერილინ მენსონი – ცნობილია სკანდალური სასცენო იმიჯით და ჯგუფის „მერილინ მენსონი“ ლიდერობით. მისი სასცენო ფსევდონიმი მომდინარეობს მერილინ მონროსა და ჩარლზ მენსონის სახელებისგან.
c46b249f166c
ასევე მერილინ მენსონი ცნობილია, როგორც „ბნელეთის პრინცი“ (Prince of Darkness), მაგრამ მუსიკოსს სავარაუდოდ, ოქროს გული აქვს. 2000 წელს, ამერიკელი მუსიკოსი ეწვია მოზარდს სახლში, რომელიც იმყოფებოდა კიბოს მეოთხე სტადიაში და დარჩა ბავშვთან რამდენიმე საათის განმავლობაში. ვიდეო-თამაშები ითამაშეს, დაუკრეს გიტარაზე, წაუკითხა კომიკსები, მიიყვანა ჯამბაზები , რომელტა შორისაც თვითონ იმყფებოდა ჯამბაზის სამოსში. ბიჭს ეტყობოდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო , მაგრამ ეს განწყობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ბიჭი დაიღუპა 3 კვირის შემდეგ, მისი სიკვდილის დროს მოზარდს ეცვა მერილინ მენსონის მაისური.
6. სტივ ბუშემი – (Steve Buscemi)
ამერიკელი მსახიობს- სტივ ბუშემის შესრულებული აქვს როლები ინდი ფილმებში, ასევე თანამშრომლობდა კვენტინ ტარანტინოსთან და კოენებთან, ხოლო 1996 წლიდან დაიწყო რეჟისორობა…
0a974664dca8

სანამ დაიწყებდა წარმატებულ კარიერას ჰოლივუდში, მსახიობი სტივ ბუშემი მუშაობდა მეხანძრედ ნიუ იორკში. აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერიის შემდეგ , ბუშემი დაბრუნდა ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტში (FDNY) , მუშაობდა დღეში 12 საათს, 2 კვირის განმავლობაში სხვა ნიუ იორკის მეხანრეებთან და ასუფთევებდა ნამსხვრევებისაგან „მსოფლიო სავაჭრო ცენტრს“ (World Trade Center). გარდა ამისა, ის ფულად დახმარებას აძლევდა რამდენიმე დაზარებულს, უფრო ბავშვების მშობლებს. სტივმა რამდენჯერმე უარი განაცხადა ინტერვიუზე, რადგანაც ამას აკეთებდა არა თვითრეკლამისათვის.

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close