გართობა

9 ყველაზე მეტად დამაწყნარებელი საიტი

b174a8c3b0c5
ეს პოსტი გახსენით, როდესაც იგრძნობთ, რომ სტრესი გიტევთ, როდესაც თქვენ დაგეკარგათ კონცენტრაცია შედით საიტებზე, მოიმარჯვეთ ყურსასმენები და მოემზადეთ. გაუზიარეთ პოსტი ყველას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ საიტების შესახებ და მათაც იგრძნონ შვება.

უსაქრმურობის ორი წუთი DoNothingFor2Minutes.com-ზე
b174a8c3b0c5
დიახ, აი ზუსტად ესაა ყველაფერი, რაც თქვენ უნდა აკეთოთ მომდევნო ორი წუთი – არაფერი! უბრალოდ მყარად დაჯექით სკამზე, უყურეთ ეკრანს და მოუსმინეთ ტალღების ხმებს. შეძლებთ, რომ ორი წუთი გაძლოთ მაუსისა და კლავიატურის გარეშე? მეც ვსინჯე და თავიდან გამიჭირდა, ხოლო შემდეგ კი გამომივიდა ორი წუთით უსაქმურობა.

სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე Calm.com-ზე
241ea39c2661
Calm.com-იც შესაძლებლობას გაძლევთ წყნარად დაჯდეთ და თქვენი გემოვნების მიხედვით დააყენოთ პოზიტიური ტალღა. ამის გარდა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მართვადი მედიტაციების არჩევანი, რომლებიც გრძელდება 2-დან 20 წუთი, გააჩნია თქვენ რამდენიხანი გსურთ. თქვენ შეგიძლიათ მრავალი ფონიდან ერთი აირჩიოთ – ტალღები, ველი, ჩანჩქერი და რაც ყველაზე კარგია ეს ყველაფერი თან შეგიძლიათ ატაროთ iPhone-ში. ვინ იგრძნობს თავს ცუდად ამგვარი სილამაზის ყურებისას.

უბრალოდ ხმაური SimplyNoise.Com-ზე
d8dc5754bf40
SimplyNoise-ი იყენებს “თეთრ”, “ვარდისფერ” და “ყავისფერ” ხმებს. თქვენ საკმარისია მიუთითოთ ფერი, დააყენოთ თქვენთვის კომფორტულ დონეზე ხმაური და დატკბეთ ხმით. რეკომენდირებულია თეთრი და ვარდისფერი ხმაური სანამ სამუშაოზე ხართ, რომ იყოთ კონცენტრირებული და პროდუქტიული. თეთრი ხმაური იყენებს ისეთ სიხშირეებს, რომლებიც კარგია სწავლისა და წერის დროს. ვარდისფერი ხმაური ურევს ერთმანეთში დაბალ და მაღალ სიხშირეებს, რომლებიც სასარგებლოა იმისათვის, რომ მოიცილოთ სტრესი.

უბრალოდ წვიმა rain.simplynoise.com-ზე
bc6add74fcc5
SimplyRain ეკუთვნის საიტ SimplyNoise-ს და უბრალოდ თქვენთვის ჩართულია წვიმის ხმები. თქვენ უბრალოდ გადაამოძრავებთ ლურჯ რგოლს და ირჩევთ წვიმის ინტენსიურობას, ხოლო ნაცრისფერით ირჩევთ ოფტიმალურ ხმას. სხავადასხვა ალგორითმებზე დაფუძნებული SimplyRain გენერირებს ხმას შემთხვევითი დალაგებით ყოველი მოსმენისას. ორივე აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ მცირე თანხის სანაცვლოდ.

წვიმიანი განწყობილება rainymood.com-ზე
f00781a0b201
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი საიტი. აქ თქვენ მოუსმენთ წვიმის, ჭექა-ქუხილის და ფრინველების სიმღერების ხმებს. აქ შეზღუდული არ გაქვთ მოსმენა და ამ ფონზე კარგად ისმის Youtube-ს ნებისმიერი ვიდეო.

თქვენ კაფეში ხართ coffitivity.com-ზე
9d1359808c53
თქვენ არ შეგიძლიათ ყოველი დილა არ გაატაროთ კაფეში? არაა პრობლემა. გადმოიტანეთ კაფეტერია პირდაპირ სახლში, თქვენს კომპიუტერში, რომ მიაღწოთ მაქსიმალურ პროდუქტიულობას. coffitivity0ს აქვს ლამაზი ინტერფეისი და საიტზე არის სიმშვიდე, მაგრამ ისეთი სიმშვიდე, რომელიც აძლიერებს თქვენს შემოქმედებით პოტენციალს. ეს საიტი დაარსებულია კვლევების მიხედვით, რომელიც ჟღერს დაახლოებით ასე “გარემო ხმაურის გავლენის შესწავლა შემოქმედებით აზროვნებაზე”.

ბუნების ხმები naturesoundsfor.me-ზე
4e30ef1df707
naturesoundsfor.me-ზე თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთში აურიოთ ბუნების ოთხი სხვადასხვა ხმები, მაგალითად ტომის დასარტყამები, ცხოველების კივილი, ფეიერვერკები, გულისცემა და ა.შ. ჩვენ შევქმენით ზღვის, ბავშვის სიცილის და ცხოველების ხმების მიქსი. დაიწყეთ თქვენთვითონვე შექმნა. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ჩანაწერი თქვენს კომპიუტერში, რომ მოუსმინოთ ოფლაინში.

მუსიკის ნაკადი www.focusatwill.com-ზე
c9f446b16859
www.focusatwill.com წარმოუდგენელია! ის იყენებს ინსტრუმენტალური მუსიკის თანმიმდევრობას, რომელიც კითხვის, წერის ან სწავლის დროს ზრდის ყურადღება 400%-ით. მუსიკის თანმიმდევრობა იმდენად ღრმაა, რომ არ ერევა თქვენს მიერ ფოკუსირებულ ყურადღებაზე, რომელიც მიმართულია საშინაო დავალებისკენ. რაც შეეხება გადასახადს – თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სტუმრის უფასო აქაუნთი, პერსონალური ან პროფესიონალური.

ოფტიმისტური მუსიკა www.getworkdonemusic.com-ზე
d87ab2c31cdd
http://www.getworkdonemusic.com-ზე თქვენ მოუსმენთ ოფტიმისტურ და რითმულ მუსიკას. ეს საიტი ძალიან მარტივია და შეიცავს რამდენიმე ღილაკს – ჩართვა/გამორთვა, “სწრაფად” და “უფრო სწრაფად” და მელოდიების გადამრთველს.

მსგავსი ამბები

Back to top button