გართობაკულტურა

კეანუ რივზის ცხოვრება! keanu reeves

kianu

კიანუ რივზი სულაც არ არის გულჩათხრობილი სინამდვილეში ის დიდი ქველმოქმედია.
მევაქვეყნებ ჟურნალ Wonderzine-ის სტატიას რომელმაც ძალიან გამაკვირვა. კიანუ რივზმა სახელი გაითქვა თავისი თავმდაბლობით და სრულიად დამსახურებულად თვლიან მას ერთ ერთ უკეთილეს მსახიობად ჰოლივუდში. ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ ის ინტერნეტში გავრცელებული ჭორებით თუმცა მინდა ვიცოდე რომ ეს ჭორები ტყუილი არ არის. მოგიყვებით ყველაფერს რაც ჟურნალმა გაარკვია რივზის შესახებ რომელსაც თვლიან ყველაზე გულჩათხრობილ ადამიანად მსოფლიოში.

1. კიანუ და გადასაღები მოედანი.
ყველაზე გავრცელებული ისტორია დაკავშირებული გადაღებებთან მოხდა ჯერ კიდევ მატრიცას გადაღების დროს. ამ ფილმის პირველი ნაწილის წარმატების შემდეგ მსახიობმა გადამღები ჯგუფისა და სპეცეფექტებზე მომუშავე ხალხის სასარგებლოდ უარი თქვა 80მილიონიან ჰონორარზე. რივზმა თქვა რომ ისინი იმსახურებდნენ შექებას სხვებზე მეტად. მან არ კასკადიორები დაივიწყა და ყველას მოტოციკლები უყიდა. რივზს თვითონაც უყვარდამოტოციკლები ამიტომ ეს საჩუქარი მთელი გულით იყო გაკეთებული.
ერთ ერთ მუშას რომელიც დეკორაციებზე მუშაობდა კიანუმ საახალწლოდ პრემია გამოუწერა რადგან გაიგო მას პრობლემები ჰქონდა.ასე მიიღო ამ ადამიანმა მოულოდნელად 20 ათასი დოლარი საჩუქრად ამაზე ყვებოდა მისი მეგობარი. დანარჩენ დროს მსახიობი ყველას ყიდულობდა ლანჩს და ცდილობდა გაეცნო თითოეული ვისთანაც მუშაობდა თანაც უკლებლივ ყველას სახელი ახსოვდა. მისი თქმით ფული მისთვის არაფერს ნიშნავს. ის თვლის რომ მას უკვე საკმარისი თანხა აქვს იმისთვის რომ 2საუკუნე ეყოს. თუ გავითვალისწინებთ იმ ხუმრობებს რომ კიანუ ან ვამპირი არის ან მინიმუმ უკვდავი ის ალბათ სწორად ფიქრობს….

gadasagebi

2. კიანუ და უსახლკაროები

მთავარი მოვლენა შეინახეს პაპარაცის შთამომავლებისთვის. ისტორია მარტივია. 1997 წელს კიანუმ დილა გაატარა ჰოლივუდელ უსახლკაროებთან ერთად. მსახიობი სეირნობდა როდესაც უსახლკარო დაინახა მასთან ჩამოჯდა რათა ცხოვრებაზე ელაპარაკათ შემდეგ მასთან ერთად ივახშმა და დალია კიდეც. ეს ისტორია გავრცელდა ასეთი სათაურებით “კიანუ ეპყრობა უსახლკაროს როგორც თანატოლს”. ეს შემთხვევა მართლაც მის სიკეთეზე მეტყველებს. მანამსანამ განსჯით და იტყვით რომ მას შეეძლო სახლი ეყიდა იმ კაცისთვის დაფიქრდით როდესმე მისულხართ უცხოსთან და ასე გილაპარაკიათ? ასე რომ სულაც არ არის საჭირო დიდი საქმის გაკეთება ელემენტარული ადამიანური მოპყრობაც საკმარისია.

homeless

3. კიანუ და სხვა ვარსკვლავები.
როცა საქმე მუშაობას ეხება, გვახსენდება ისტორია როდესაც კიანუმ ჰონორარის ნაწილზე უარი თქვა რათა მოეწვიათ უფრო ძვირიანი მსახიობები ფილმზე სამუშაოდ. ყურადღება არ მივაქციოთ იმას რომ ეს ფილმები არ იყო მისთვის ყველაზე ცნობადი ან საუკეთესო უბრალოდ ასეთი მიდგომა მეტყველებს მის პასუხისმგებლობაზე და თბილ დამოკიდებულებაზე სამუშაოს მიმართ. ფილმ დუბლიორებში რივზმა ჰონორარის 90% თქვა უარი რათა შეძლებოდათ მოეწვიათ ოსკაროსანი ჯინ ჰეკმენი. იგივე ისტორია განმეორდა ეშმაკის ადვოკატის გადაღების დროს კიანუ მზად იყო უარი ეთქვა ჰონორარის ნაწილზე რომელიც რამდენიმე მილიონსუდრიდა მხოლოდ იმიტომ რომ შესძლებოდათალ პაჩინოს მოწვევა რითაც მან ნამდვილად მოიგო.

all

4. კიანუ და მისი და

რივზსნაკლებად უმართლებდა ცხოვრების განმავლობაში. მას 33 უბედურება დაატყდა თავს. მაშინ დაერქვა მას გულჩათხრობილი კიანუ ყველას გაახსენდა რომ მსახიობს არ ქონდა მსუბუქი ბავშვობა მისი საუკეთესო მეგობარი დოზის გადამეტებით მოკვდა ხოლო მისი შეყცარებული დაიღუპა ავტოკატასტროფაში მას შემდეგ რაც მათ შვილი დაკარგეს. ეტყობა რომ მსახიობმა შეძლო ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა და ესმხოლოდ მისი ალტრუიზმის დახმარებით რომ რაც უფრო მეტს კარგავდამით უფრო მეტს გასცემდა. როცა მისი და დაავადდა ლეიკემიით ის მასთან გადავიდა საცხოვრებლად რათა ახლოს ყოფილიყო გარდა ამისა მან დააბანდა 5 მილიონი ამ დაავადების გამოკვლევაში იმ იმედით რომ იპოვიდნენ წამალს. რივზმა საავადმყოფოს შესწირა თანხა რათა გამოეკვლიათ დაავადება. ბოლო მომენტში მან გადადო გადაღებები და მთელ დროს მის დაზე ზრუნვაში ატარებდა. მისი და ბოლო ახლობელი იყო ვინც მას ჰყავდა. რივზმა ასევე შექმნა საკუთარი ფონდი კიბოს წინააღმდეგ.

da

5. კიანუ და გიჟი ფანატები

როგორც ყველა ვარსკვლავი რივზიც აწყდება არანორმალური ფანატების ჯგუფს. მაგალითად მის სახლში არაერთხელ შეძვრნენ. ერთ ერთი ასეთი ვიზიტის დროს მან გადაჭრა პრობლემა ყვირილისა რადიკალური ზომების მიღების გარეშე. დაამშვიდა ფანატი გოგონა მასთან ისაუბრა და მხოლოდ ამის შემდეგ დარეკა პოლიციაში. ერთ ერთმა ქალმა რომელთანაც კიანუ არ ყოფილა განაცხადა რომ კიანუმ გადაიცვა მისი ქმრის მსგავსად რათა მასთან 4 შვილი გაეჩინა. რივზი არ აყვა გიჟ ქალს და იოლი მეთოდით დაადგინა სიმართლე მან გენეტიკური ტესტი ჩაიტარა რითაც დაამტკიცა რომ ქალი ტყუოდა.

fans

6. კიანუ და სიხარული

ამ უბედურებების მიუხედავად კიანუს უყვარს იოგა და ცდილობს ცხოვრებას კარგი თვალით უყუროს. მხატვარ ალექსანდრ გრანტთან ერთად მან გამოუშვა ილუსტრირებული წიგნი რომელშიც რივზის ლექსები ეწერა. მსახიობმა ეს ლექსები უბრალოდ მეგობრებისთვის დაწერა, რაც მისმა მეგობარმა ჯეიმიმ შთააგონა რომელსაც ყველაზე მოსაწყენი სიმღერები უყვარს. თითოეული გვერდი ეძღვნება ერთ ადამიანს თითოეული ლექსის თავზე არის უბრალო ილუსტრაცია რომელიც მელნითაა შესრულებული. სურათები სპეციალურად გამოიყურება ისე თითქოს ცრემლითაა გადღაბნილი თითოეული ლექსი იუმორისტულია მაგალითად “იმედგაცრუების შამპუნი” “სევდის ცხელი ვანა” და ასე შემდეგ. ბოლოს მსახიობი გვახსენებს “ყოველთვის შეიძლება იყოს უარესი” რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

happy

devilmaycry

Im nebo

მსგავსი ამბები

Back to top button