გართობაუცნაური

პატიმრების მიერ მიცემული ყველაზე სასაცილო ჩვენებები

1b898ce4ce1f

მე ამ პოსტში წარმოგიდგენთ პატიმრების მიერ მიცემულ ყველაზე სასაცილო ჩვენებების კრებულს…

1.”ჩემი ცოლი გარეთ შიშველი კი არ გამიგდია, უბრალოდ მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს”.

2.”პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ სწრაფი ნაბიჯით გავასწარი”

3.”ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი. ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის.”

4.”არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ.”

5.”ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა. ჩვენ შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო.”

6.”გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კი არ ისმოდა, არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა.”

7.”სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამაჯარიმებდნენ”

8.”გუშინ სამსახურში სული სსაზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა”

9.”პლაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს ტავისუფლად ესუნთქათ”

10.”მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა. მოვითხოვ!!! რომ მეზობელმა თვითონ აბანავოს ქათმები!”

11.”მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა მას საერთოდ ტვინი თუ ქონდა”

12.”დაშავებულს, რომ მივუახლოვდი ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია”

იმედია ბევრი იხალისეთ ;)

Gio.Qada

I have some experience in working websites

მსგავსი ამბები

Back to top button