არქივი

13 საიტი, რომლებზეც შეგიძლიათ დრო გაატაროთ

0b0db3b94387
13 საიტი, რომლებზეც შეგიძლიათ დრო გაატაროთ.

ატარეთ გიგანტური ზვიგენი 
0b0db3b94387
ის გაყვება თქვენი თაგვის თითოეულ მოძრაობას. რისთვის გჭირდებათ? უბრალოდ შედით და გაატარეთ დრო.

რამდენი ადამიანია კოსმოსში ამჟამად?
02873630ceaa
საიტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, თუ მოცემულ მომენტში რამდენი ადამიანი იმყოფება ღია კოსმოსში, მათი სახელები, პოსტები და კოსმოსში გატარებული დღეების რაოდენობა.

გამოიცანით სად ხართ?
1bf36c758c7c
ეს ონლაინ თამაში თქვენ “გადაგიყვანთ” დედამიწის ბურთის შემთხვევით შერჩეულ წერტილში და შემოგთავაზებთ გამოიცნოთ, თუ სად მოხვდით თქვენ, შემდეგ ის გიჩვენებთ, თუ რამდენად სწორი იყავით ან შეცდით.

გაიგეთ, რას ფიქრობს ინტერნეტი
b5df001b83d3
თუკი თქვენ გსურთ გაიგოთ გლობალური საზოგადოების აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შედით საიტზე და ძებნაში ჩაწერეთ საკითხი. თქვენ ნახავთ პოზიტიურ, ნეგატიურ და ნეიტრალურ შეფარდებებს მოცემულ თემასთან დაკავშირებით.

შეიქმენით თქვენთვის ცრუ სახელი
19936563c4a8
ეს გვერდი დაგეხმარებათ, რომ შეიქმნათ არაარსებული სახელი, მაგრამ ის შექმნის თქვენი ცხოვრების ალტერნატიულ ისტორიას დაბადების თარიღით, სამუშაო ადგილით და სხვა რეალური ატრიბუტებით. შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ეს გამოგადგებათ საიტებზე რეგისტრაციისას, რომლებიც ხშირად ითხოვენ პერსონალურ მონაცემებს, მაგრამ რომელსაც თქვენ ხშირად არ ენდობით. ამასთან ერთად, ისინი ამბობენ, რომ ეს აბსოლუტურად ლეგალურია.

შეურჩიეთ საყვარელ მუსიკას შესაფერისი სასმელი
5152426cfe93
საიტი გირჩევთ, თუ რა უნდა დალიოთ ამა თუ იმ მუსიკის მოსმენის დროს.

მოიარეთ პატარა გალაქტიკა
a048817600e7
“მთვარე, რომ 1 პიქსელის ზომის იყოს” – მზის სისტემის მოდელის შეხედვის შემდეგ, აუთვისებელი კოსმოსი მიიღებს გარკვეულ ზომებს. საიტზე მოგზაურობისას, თქვენ იგრძნობთ, რომ ხართ მთელი სამყაროს ერთი პატარა ნამცეცი.

ამოაბრუნეთ ტექსტი
5ef4858f4b9a
აბსოლუტურად გამოუსადეგარი, მაგრამ სახალისო საიტი.

გაიგეთ სიმართლე ძაღლის შესახებ
3b8873b679c4
საიტ Does the dog die?-ის შემქმნელები თვლიან, რომ კინემატოგრაფის მთავარი კითხვა არის კვდებიან თუ არა ძაღლები ამა თუ იმ ფილმში. თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი რომელიმე შინაური ცხოველი ცუდად არ გრძნობდეს თავს ფილმის ყურებისას შედით ამ საიტზე.

იპოვეთ უხილავი ძროხა
7045cdd580ea
სასაცილო თამაში, რომელშიც თქვენ თქვენი მაუსით უნდა იპოვოთ ეკრანზე დამალული ძროხა. “ცივა-ცხელას” თავისებური ინტერნეტ-ვარიანტი, საიტი რომელიც ხმებით მიგანიშნებთ, თუ რამდენად ახლოს ხართ მიზანთან.

გადმოიწერეთ ძველი ვერსია
8b1986813138
არ მოგწონთ თქვენი საყვარელი პროგრამების ახალი ვერსიები? რეტროს მოყვარულებს გაქვთ მთელი საიტი, რომლიდანაც შეგიძლიათ გადმოიწეროთ ცნობილი და საყვარელი პროგრამების ძველი ვერსიები.

მსგავსი ამბები

Back to top button