არქივი

საინტერესო ფაქტები

d62afe1dcd6e
საინტერესო ფაქტების კიდევ ერთი კრებული

779bbe10a9f9

ციმბირის აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქალაქ მირნის გარეუბანში მდებარეობს მსოფლიოში სიდიდით მეორე ხელოვნური „ხვრელი“ მიწაში. ეს არის ალმასის მომპოვებელი მაღარო, რომლის მშენებლობა 1955 წელს სტალინის ბრძანებით დაიწყო. 525მ სიღრმისა და 1200მ დიამეტრის მქონე მაღაროდან წელიწადში 10 მილიონ კარატ ალმასს მოიპოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაღარო ოფიციალურად დახურულია, უზარმაზარი სატვირთო მანქანები მაინც მოძრაობენ მის „კედლებზე“ გამოყვანილ დახვეულ გზებზე. გარდა იმისა, რომ საჰაერო სივრცე მაღაროს თავზე დახურულია ოფიციალური ვერსიით იმის გამო, რომ მან უკვე „შეისრუტა“ რამდენიმე ვერტმფრენი, მირნის ტერიტორიაზე მოხვედრა ‘სპეციალური“ საშვისა და შემოწმებების გარეშე შეუძლებელია. (ნეტავ ეხლა რამდენი გამოაქვთ)

 

e41566a32af8

მხოლოდ შობადობა არ შველის. უგანდა მსოფლიოში მეორე ადგილზეა შობადობით, თუმცა უგანდის მოსახლოების საშუალო ასაკი 15 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი 15 ან უფრო ნაკლები წლისაა. ეს გამოწვეულია სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებლით, რისი მიზეზიც შიდსია. 2009 წელს იქ 1,2 მილიონი შიდსით დაავადებული ცხოვრობდა. ყველაზე ხანდაზმული უგანდელი კი 53 წლისაა.

 

d7b99d2b0f29

გგონიათ, ანტარქტიდაზე ცხოვრებისათვის არახელსაყრელი პირობებია? პლანეტა ურანი მზის გარშემო შემოვლას 84 წელიწადს ანდომებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული სეზონი იქ 21 წელიწადს გრძელდება. გარდა ამისა, ურანის ღერძი, დედამიწის ჭკვიანი, ოდნავ დახრილი ღერძისაგნ განსხვავებით, მზის მართობულადაა განლაგებული, ამიტომ 21 წლიანი ზამთრის სეზონზე მზე საერთოდ არ ანათებს. ( წარმოიდგინეთ, 21წლიანი ზამთრის ღამე)

 

ca08ad554f12

1902 წლიდან ნობელის პრემიის სამ მედალს (ფიზიკა/ქიმია, ბიოლოგია/მედიცინა და ლიტერატურა) აქვს ერთნაირი დიზაინი, რომელიც ეკუთვნის შვედ ერიკ ლინდბერგს. ხოლო მშვიდობის დარგში პრემიის მედლის დიზაინი კი გააკეთა ნორვეგიელმა მოქანდაკემ გუსტავ ვიჯელანდმა. ყველა მედლის ზედა მხარეს ამოტვიფრულია ალფრედ ნობელის სახე, ხოლო მშვიდობის მედლის უკანა მხარეს გამოსახულია სამი შიშველი მამაკაცი, რომლებსაც ერთმანეთისთვის მხრებში ჩაუვლიათ ხელი. მედალზე არის ასევე წარწერა: “Pro pace et fraternitate gentium” – “კაცთა ძმობისა და მშვიდობისათვის” ( სად იყო ამ დროს კლარა ცეტკინი :))

 

d81a9008117c

ეს ცნობილი სახუმარო სურათი პირველად გამოქვეყნებულ იქნა NASA–ს ვებ–გვერდზე 2005 წლის 1 აპრილს სათაურით „ჩვენაღმოვაჩინეთ წყალი მარსზე“ რა თქმა უნდა, ეს იყო საპირველაპრილო ხუმრობა. თუმცა სხვა წლების ხუმრობები არც ისე სასაცილო იყო. თუ არ ჩავთვლით 2007წლის 1 აპირლის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა ასტრონავტებმა მოუგეს რუს ასტრონავტებს კოსმოსურ ქვიდიჩში.

 

680d012704a9

რა ჯობია წიწვნარში ან თუნდაც ფოთლოვან ტყეში სეირნობას. სუფთა ჰაერი, ჟანგბადი… ალბათ, ამწვანებული ტბორებიც შეგიმჩნევიათ. წყლის ამ მწვანე ზედაპირს განაპირობებს ერთუჯრედიან წყლამცენარეთა ჯგუფი – ფიტოპლანქტონი. ეს არსებები შეიცავენ ქლოროფილს და ტივტივებენ წყლის ზედაპირზე, რათა ადვილად შეირუტონ მზის სხივები და ნახშირორჟანგი ფოტოსინთეზის პროცესისათვის. მათი 7000–მდე სახეობა არსებობს, ყველაზე მეტად გავრცელებულია ყავისფერი, ხოლო ყველაზე ნაკლებად –წითელი ფერის ფიტოპლანქტონი. აი, მწვანე ჯგუფი კი იმითაა აღსანიშნავი, რომ იგი აწარმოებს დედამიწის ჟანგბადის 70–80% (!) .

 

994bd54eeaf9

პირველი ოფიციალური რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს, ბრუკლინის dodger -ებსა და ფილადელფიის philies –ებს შორის კალათბურთის თამაშის წინ. ეს იყო Bulova –ს საათის რეკლამა, რომელშიც ა.შ.შ.–ს კონტურულ გამოსახულებაზე თავს იწონებდა საათი, ხოლო ხმა იუწყებოდა; „ ამერიკა ცხოვრობს ბულოვას დროით“ ( თარგმანზე პასუხს არ ვაგებ ). რეკლამა გრძელდებოდა 10 წამი და სულ რაღაც 10$ დაჯდა.

 

b8097db63bb0

კარგა ხანია ვიცით და მივეჩვიეთ, რომ მთვარე და სხვა თანამგზავრები თავიანთი პლანეტების გარშემო, ხოლო თავად პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ თავად მზე, მთელი ჩვენი გალაქტიკით, ბრუნავს საკუთარ ორბიტაზე, რომელიც მდებარეობს ირმის ნახტომში. (ეს გალაქტიკა ასევე ცნობილია, როგორც რძიანი გზა (milky way), ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი). მზე თავის ორბიტაზე მოძრაობს ~782000 კმ/სთ სიჩქარით( შედარებისათვის – დედამიწა მოაძრაობს ~ 107000კმ/სთ სიჩქარით). თავისი არსებობის 4.6 მილიარდი წლის მანძილზე მზემ მხოლოდ 20.4 წრის გაკეთება მოასწრო, ანუ მზე, თავის გალაქტიკაში, ოცი წლისაა. მას სიცოცხლის ბოლომდე, დაახლოებით, 7 მილიარდი წელი, ანუ, ირმის ნახტომისებურად, 30 წრე/წელი დარჩა.

 

და ბოლოს, ბედის ირონია. საწყალი საფრთხობელა (Scarecrow) მთელი გზა იმ იმედით მიდიოდა ოზის ჯადოქართან, რომ თავში ტვინი ჰქონოდა და აი, ბოლოსდაბოლოს, მას ოცნება აუხდა, თუმცა პირველივე , რაც მან თქვა, არასწორი აღმოჩნდა ( დაახლოებით ასეთ შინაარსი გამოვიტანე – ტოლფერდა სამკუთხედის გვერდის კვადრატი დანარჩენი გვერდების კვადრატების ჯამის ტოლიაო). თუმცა, რა ვიცით, იქნებ იმ მხარეში გეომეტრიაც სხვანაირია. :)

წყარო: http://makdoli.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button