გართობაკულტურაუცნაური

უფასო სასტუმრო

bbf6ce6966f7
მე თქვენ წარმოგიდგენთ უფასო რესტორანს ექსტრემალურ პირობებში…

ყოფილხართ ვინმე უფასო რესტორანში? სადაც მშვენივრად მოილხენ და ფულს არ გადაიხდი, მადლობას ეტყვი და წამოხვალ… დაუჯერებელია, მაგრამ ესეთი რესტორანი ნამდვილად არსებობს!!!

ჩინეთის მთებში არის ერთი რესტორანი, სადაც ყველას იქ მისულ ადამიანს უფასოდ უმასპინძლდებიან…

მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი….იმისთვის, რომ ამ რესტორნამდე მიაღწიო, უნდა გადალახო სხვადასხვა დაბრკოლებები….
image
თავიდან თითქოს ძნელი არაფერია, საბაგირო გზით იწყება რესტორნისკენ მიმავალი გზა…

image
როდესაც საბაგირო გზით ერთ-ერთ მთაზე მიხვალთ, მერე იწყება ძნელი გასეირნება, 40 სანტიმეტრის სიგანის ხიდზე, რომელიც მთაზეა მიმაგრებული…

image
თითქოს ესეც არაფერია, მაგრამ ამ ხიდზე გხვდებათ მოულოდნელი სირთულე… მიხვდით?? სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ რესტორნიდან მომავალ ადამიანებს უნდა გასცდეთ, რომელიც იგივე გზით ბრუნდებიან რესტორნიდან…

image
image
image
ამ დაბრკოლების გადალახვის შემდეგ თქვენ მოგიწევთ კლდეზე ცოცვა!

ჯაჭვი დამაგრებულია კლდეზე და ხელები ჯაჭვზე უნდა მოკიდოთ და ფეხები მიახმაროთ კლდეზე სპეციალურად გაკეტებულ გამოხრულების მეშვეობით(როგორც სურათზეა)
image
ბოლოს რესტორნამდე მიმავალი გზის გავლა მოგიწევთ მთის ვიწრო ქედზე.

image
როდესაც რესტორნამდე მიხვალთ და თუ ჭამის თავი გექნებათ, შეგიძლიათ უფასოდ მოითხოვოდ რაც გინდათ!!!

გირჩევთ ბევრი არ შეჭამოთ( ალკოჰოლური სასმელი თავისთავად არ იყიდება რესტორანში) რათა შედარებით მსუბუქად იგრძნოთ თავი, არ დაგავიწყდეთ-იგივე მარშუტი უნდა გაიაროდ, როდესაც რესტორნიდან წამოხვალთ….

 

იმედია მოგეწონათ :)

წყარო : intermedia.ge

Gio.Qada

I have some experience in working websites

მსგავსი ამბები

Back to top button