ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

სასარგებლო რჩევები (15 ნაწილი)

f2588ab2e831
მობილური ტელეფონის ეკრანის სწორი გაწმენდა.ზოგადად ეკრანის ხშირი წმენდა ძალიან კარგია, რადგან იგი თქვენი მობილური ტელეფონის ზედაპირს სუფთად ინარჩუნებს და ამასთან, ახლის შესახედაობას აძლევს. თუმცა, ასე მარტივადაც არ არის საქმე – ეკრანის გაწმენდასაც სჭირდება ცოდნა. გასწავლით ყველაზე მარტივ ხერხს, რომ ეკრანი გააპრიალოთ ასე ვთქვათ ”ბზინვარებამდე”.

 

მობილურის ეკრანის გაწმენდის ინსტრუქცია:

1. აიღეთ რაიმე რბილი (მიკრობოჭკოვანი) მატერია  ან სულაც შეიძინეთ (დაახლოებით 2 ლარამდე ღირს სპეციალური საწმენდი, რომელიც ასევე სათვალის გასაწმენდად გამოგადგებათ);
2. გამორთეთ მობილური ტელეფონი და დაიწყეთ მისი წმენდა წრიული მოძრაობით. გამორთული ეკრანის გაწმენდა გაცილებით ადვილია რადგან კარგად ჩანს სად არის გასაწმენდი და სად არა;
3. იმ შემთხვევაში თუ შედეგმა არ დაგაკმაყოფილათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერის ეკრანის საწმენდი სპეციალური ხსნარი რომლის ერთი წვეთიც შეგიძლიათ დაასხათ საწმენდ ნაჭერზე, ვისაც არ გაქვთ სპეციალური ხსნარი მოახდინეთ ე.წ ეკრანის დაორთქვლა;

4.  განაგრძეთ ეკრანის გაწმენდა ისე, რომ ეკრანზე ხელის მოძრაობით პატარა წრეები შეკრათ;

5. წმენდის დასრულების შემდეგ დადეთ ტელეფონი და არ შეეხოთ მას რამდენიმე წუთის განმავლობაში სანამ იგი ბოლომდე არ გაშრება.

 

 

სწორი ძილი

იცოდით, რომ ადამიანი საშუალოდ 22 წელს ძილში ატარებს ? ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სწორ ძილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მიუხედავად იმისა, რომ 7-8 საათი ძილი სრულიად საკმარისია ადამიანის ორგანიზმისათვის, უმეტესობა მაინც ვერ ახერხებს სათანადოდ გამოძინებას. ამ პოსტში გესაუბრებით არასრულყოფილი ძილის მიზეზებსა და მათი გადაჭრის ხერხებზე, რომლებიც იმედი მაქვს გამოუძინებლობის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

დაძენებამდე 2-3 საათით ადრე მოერიდეთ საკვების მიღებას. ძილის პერიოდში ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება განტვირთოს კუჭი მუშაობისაგან, რომ შეძლოს მძიმე დღის შემდეგ დასვენება. ამასთანავე მოერიდეთ ყავისა და გაზიანი სასმელების მიღებას. ყველაზე კარგია თბილი რძის ან მცენარეული ჩაის დალევა. სასურველია თუ ნიკოტინისაგანაც შეიკავებთ თავს;ძილის წინ კარგია მცირე ფიზიკური დატვირთვა. წახემსების შემდეგ კარგი იქნება თუ ფეხით გაისეირნებთ. სახლში დაბრუნებისას მიიღეთ შხაპი, იგი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას;

ყველაფერთან ერთად უნდა ვიზრუნოთ გონების განტვირთვაზეც, ნუ დაჯდებით ტელევიზორის საყურებლად ან კომპიუტერთან სამუშაოდ, ამით გონება იღლება, რაც დაძინებაში ხელს ძალიან შეგიშლით. უშუალოდ დაძინებამდე რამოდენიმე წუთით ადრე კარგი იქნებათ თუ მოწყდებით რეალობას. სასიამოვნო მუსიკის ქვეშ წაიკითხავთ წიგნს, ამით განიტვირთებით ემოციებისაგან;

დაძინებამდე ცოტახნით ადრე, გაანიავეთ საძინებელი ოთახი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა არ იყოს საძინებელში. დიდი მნიშვნელობა აქვს თავად საწოლსაც.

ბოლოს კი უნდა ვისაუბროთ დაძინების დროზე (თუმცა კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია). მსმენია, რომ ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად “ტოროლა” და “ბუ”, ანუ ზოგის ორგანიზმი ადრე იღვიძებს ზოგის კი გვიან, ამიტომ რთულია მათი შეცვლაო. ამაში არის გარკვეული სიმართლე, თუმცა ზოგადად მიღებულია რომ თორმეტ საათამდე დაძინება უდრის +2 საათით მეტ ძილს (ორგანიზმისათვის), ვიდრე თორმეტის მერე. წაკითხული მაქვს პატრიარქის სიტყვაც, სადაც იგი კურთხევას იძლევა, რომ დავიძინოთ არა უგვიანეს 12 საათისა. დამერწმუნეთ – ადრე დაწოლა და დილით ადრე ადგომა სასარგებლოა, როგორც ორგანიზმისათვის ასევე თქვენი ცხოვრების კარგად წარმართვისათვის. ცხოვრების ასეთი სტილი უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია ევროპაში, თუმცა ქართველები მაინც ვერ ვიტანთ შეზღუდვებს და ალბათ სწორედ ამიტომ, არ ვჩქარობთ ცხოვრების ამ სტილის გადმოღებას ევროპელებისაგან.

 

ფულის დაზოგვა.

გურთ შეიძინოთ რაიმე მაგრამ ბიუჯეტი არ გაძლევთ ამის საშუალებას ? ეს იმის ბრალია, რომ არარაციონალურად იყენებთ თქვენს შემოსავლებს და დროა ისწავლოთ დაზოგვა! არსებობს უამრავი საშუალება ფულის რაციონალურად მართვისათვის, თუმცა ადამიანების უმეტესობა ამას არ უფიქრდება და თანხებს ხარჯავს იმაში რაც მისთვის იმწუთას, იმპულსურადაა მნიშვნელოვანი. ფულის დაზოგვით არ უნდა იგრძნოთ შებოჭილობა, უბრალოდ ხარჯვისას მეტი რაციონალურობა გმართებთ. ახლა გავამახვილებ თქვენს ყურადღებას იმ სფეროებზე რაშიც ადამიანი ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს და დაგეხმარებით მომავლისათვის ბალანსის დაცვაში.

 

უამრავი ახალგაზრდა ვიცი რომელთაც ერთი სული აქვთ სრულწლოვანები გახდნენ რომ მანქანა შეიძინონ, ისეთებიც არიან, რომლებიც ფულს წლობით აგროვებენ კარგი მანქანისათვის. თუმცა, საბლოოდ ისე ხდება, რომ ან ავტოფარეხიდან ვერ გამოჰყავთ ან კაპიკებში ყიდიან მანქანას. მათ ავიწყდებათ, რომ საწვავი საკმაოდ ძვირია და ყოველთვის ვერ შეძლებენ მის შეძენას. ტრანსპორტს ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი მიაქვს, ამიტომ არ უნდა დაგვეზაროს ფეხით ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა ან/და დილით ადრე გამოსვლა, რათა შედარებით იაფად ვიმგზავროთ.

 

ამ სტატაში განვიხილე სამი ძირითადი კატეგორია, რომლებზეც ადამიანი ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს და მიგანიშნეთ თუ როგორ შეიძლება ფული დავზოგოთ. ვიმედოვნებ, რომ თქვენც არ დაგენანებათ საკუთარი დრო, რომ ფურცელზე შეადგინოთ გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი შემოსავლების დასაზოგად. ნუ აყჰვებით ცხოვრების სტანდარტულ წესს – ირგვლივ უამრავი შემოთავაზებაა, მოიფიქრეთ და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მომგებიანი.

 

 

დაზოგეთ ფული კვებაზე
 

 

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ადამიანი შემოსავლების დიდ ნაწილს სწორედ კვებაზე ხარჯავს. ჩვენ ბევრ რამეზე ვიტყვით უარს, ოღონდაც კარგად და გემრიელად დავნაყრდეთ. საკვებ პროდუქტებზე ეკონომია არ გულისხმობს უხარისხო ნაწარმის შეძენას. უბრალოდ უნდა მოძებნოთ ისეთი მაღაზიები სადაც ფასები დაბალია. 5-10 თეთრი სხვაობა თითქოს არაფერია თუმცა თვებისა და წლების მანძილზე დიდ შეღავათს იძლევა. სუპერმარკეტებში ხშირად არის ხოლმე ფასდაკლებები, ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. შეიძინეთ არამალფუჭებადი პროდუქტები ერთი კვირის ან უფრო მეტი ვადით მარაგის სახით, ეს წესი უკვე კარგა ხანია დამკვიდრებულია ამერიკაში და ოჯახები დიდ სარგებელს ნახულობენ ამგვარი მარაგების შექმნით. ასევე, აქტიური გახდა მაღაზიაში ვაჭრობა სხვადასხვა ბარათებით, რომელთა დახმარებით ქულებს აგროვებთ და შესაძლებელია რაიმე ნივთის ან პროდუქტის შეძენა.

 

დაზოგეთ ფული ჩაცმულობაზე
 

 

ჩაცმულობაზე ფულის დაზოგვაში არ ვგულისხმობ იმას რომ ერთი და იგივე ჯინსი ან ფეხსაცმელი 2-3 წელი იხმაროთ. არა, უბრალოდ შეარჩიეთ სწორი დრო მათ შესაძენათ. როდესაც რაიმე სამოსი მოგეწონებათ უბრალოდ დაიმახსოვრეთ ის ადგილი და ფასდაკლებების სეზონზე კვლავ მიაკითხეთ.

 

დაზოგეთ ფული ტრანსპორტზე
 

 

უამრავი ახალგაზრდა ვიცი რომელთაც ერთი სული აქვთ სრულწლოვანები გახდნენ რომ მანქანა შეიძინონ, ისეთებიც არიან, რომლებიც ფულს წლობით აგროვებენ კარგი მანქანისათვის. თუმცა, საბლოოდ ისე ხდება, რომ ან ავტოფარეხიდან ვერ გამოჰყავთ ან კაპიკებში ყიდიან მანქანას. მათ ავიწყდებათ, რომ საწვავი საკმაოდ ძვირია და ყოველთვის ვერ შეძლებენ მის შეძენას. ტრანსპორტს ჩვენი შემოსავლის დიდი ნაწილი მიაქვს, ამიტომ არ უნდა დაგვეზაროს ფეხით ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა ან/და დილით ადრე გამოსვლა, რათა შედარებით იაფად ვიმგზავროთ.

ამ სტატაში განვიხილე სამი ძირითადი კატეგორია, რომლებზეც ადამიანი ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს და მიგანიშნეთ თუ როგორ შეიძლება ფული დავზოგოთ. ვიმედოვნებ, რომ თქვენც არ დაგენანებათ საკუთარი დრო, რომ ფურცელზე შეადგინოთ გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი შემოსავლების დასაზოგად. ნუ აყჰვებით ცხოვრების სტანდარტულ წესს – ირგვლივ უამრავი შემოთავაზებაა, მოიფიქრეთ და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მომგებიანი.

 

 

 

როგორ დავაგროვოთ ფული ?

ძალიან გინდათ რაიმეს შეძენა და ამისთვის ფული არ გყოფნით ? ე.ი დროა დაიწყოთ ფულის შეგროვება. დარწმუნებული ვარ ამ ინსტრუქციის საშუალებით თქვენ შეძლებთ, თქვენი საოცნებო შესყიდვის განხორციელებას.

ხერხი 1

ეცადეთ არ აიღოთ კრედიტი ბანკებში, ასევე სასურველია რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის საკრედიტო ბარათების ქონა.

ხერხი 2

ყოველი ხელფასის აღებისას თანხის გარკვეული ნაწილი გადადეთ. უმჯობესია შეიტანოთ ვადიან ანაბარზე რომელიმე ბანკში.

ხერხი 3

ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად გაანებივროთ საკუთარი თავი რესტორნებში და პაბებში სიარულით.

ხერხი 4

ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები თანხა გამოიყენოთ მობილურ კავშირებზე.

ხერხი 5

დროებით მოერიდეთ ძვირადღირებული ნივთების შეძენას (ავტომობილი და ა.შ).

ხერხი 6

ეცადეთ სპონტანურად არაფერი არ შეიძინოთ. ანუ თუ თქვენ მაღაზიაში სპონტანურად გაგიჩნდებათ რაიმეს ყიდვის იდეა ჯობს დაიმახსოვროთ და შემდეგ სახლში დაბრუნებულმა კარგად გაანალიზოთ მისი ყიდვის საჭიროება.

ხერხი 7

თუ თქვენ ვერ იხსენებთ თუ სად გაქრა ან რაში დაიხარჯა მთელი ხელფასი, უმჯობესია ჩაინიშნოთ ყველა თქვენი შენაძენი – ასე თქვენ შეძლებთ შეადაროთ ერთმანეთს შემოსავალი და გასავალი.

ხერხი 8

იარეთ მეტი ფეხით, ნაკლებად გამოიყენეთ სატრანსპორტო საშუალებები. ასე თქვენ გაამყარებთ არამარტო საკუთარ კაპიტალს არამედ ჯანმრთელობასაც.

 

 

 

როგორ განვსაზღვროთ მომავალი?

თვალებით ხედავ, ყურებით ისმენ, ცხვირით სუნთქავ. ექიმი აგვარებს სამედიცინო პრობლემებს, მოსამართლე კი ადგენს სიმართლეს. შენი საათი გიჩვენებს დროს. “ყველაფერი შექმნილია პრობლემის მოსაგვარებლად” – მაიკლ მურდოკი.

მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი შექმნილია რაღაც პრობლემის გადასაწყვეტად. წარმატება კი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად შეძლებ მის აღმოჩენას და მოგვარებას. იმისათვის, რომ დაადგე სწორ გზას, უნდა გაიაზრო თუ რა არის შენი ცხოვრების მიზანი.

ამ სტატიაში გაგაცნობთ 7 კითხვას, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. შევეცდები ისინი კარგად განგიმარტოთ, თქვენ კი გირჩევთ ჩაინიშნოთ უბის წიგნაკში.

რისი გაკეთება გიყვართ?

წარმატებული ადამიანები ყოველთვის აკეთებდნენ იმას, რაც უყვარდათ. ბილ გეიტსს უყვარს კომპუტერები, ედისონს ინვესტიციები, ოპრას ქველმოქმედება. რისი გაკეთება გიყვარს შენ?

კითხვა, წერა, სპორტი, სიმღერა, ხატვა, ბიზნეს გაყიდვები – ის რისი გაკეთებაც გიყვართ, თავისუფლად შეგიძლიათ დაისახოთ ცხოვრების მიზნად და მისგან სიამოვნებაც მიიღოთ.

რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

ეს კითხვა ახლოს არის პირველთან, თუმცა უკეთ დაგეხმარებათ ინტერესების განსაზღვრაში და დარწმუნდებით რამდენად განიჭებენ მათი გაკეთება სიამოვნებას.

 

რას ამჩნევთ თქვენს ირგვლივ?

ვაჭარი ამჩნევს თუ როგორ იზრდება ან ეცემა გაყიდვები, სტილისტი ამჩნევს მოუწესრიგებელ თმებს, დიზაინერი ადვილად გამოარჩევს დახვწილი ჩაცმულობის მქონე ადამიანს. მექანიკოსი ადვილად მიხვდება თუ რა აწუხებს თქვენს მანქანას, მომღერალი ადვილად ამოიცნობს ნიჭიერი ხმის პატრონს. ისინი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არან, თუმცა ყურადღებას ყველა რაღაცაზე ამახვილებს.  თქვენ რას ამჩნევთ თქვენს გარშემო ? რა იქცევს თქვენს ყურადღებას ?

რისი სწავლა გიყვართ

რა ტიპის წიგნებსა თუ ჟურნალებს კითხულობთ, თუ უყურებთ შემეცნებით სატელევიზიო გადაცემებს?

ეხება ისინი სამზარეულოს, ბიზნეს თუ თევზჭერას. კარგად განსაზღვრეთ თუ რა ტიპის ლიტერატურა იწვევს თქვენს ინტერესს.

რაში ხედავთ  ხელოვნებას

ხელოვნება ადამიანთა უმეტესობაში ასოცირდება ნახატებთან ან სკულპტურებთან, თუმცა ბევრს  ისინი საერთოდ არ ხიბლავს, უკეთესად რომ განვმარტოთ ასე გკითხავთ, რა იწვევს თქვენს აღფრთოვანებას ?

 

რა სახის კომპლიმენტებს იღებთ?

ბევრს ჰგონია, რომ მას ყურადღებას არავინ აქცევს, თუმცა ყველა ადამიანი გამორჩეულია და შეუძლიბელია ეს ვინმეს უყურადღებოდ დარჩეს. ალბათ ხშირად უსვამენ ხაზს თქვენი ხასიათის რაიმე შტრიხსა თუ ჩვევას, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ, ამიტომ  ყურადღება მიაქციეთ მათ, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან თქვენი მიზნის პოვნაში.

რას გააკეთებდით თუ გეცოდინებათ რომ წარმატება აუცილებლად თქვენთან იქნებოდა?

ცოტა  დამაბნეველი კითხვაა, თუმცა გირჩევთ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ – ამ კითხვაზე პასუხის ძებნა ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ .

 

 

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების არსი?

ამ სტატიის წაკითხვას ვურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც განიცადეს მარცხი ცხოვრების დასაწყისში და თვლიან რომ ვეღარაფერს მიაღწევენ. ნუ დაყრით ფარ-ხმალს და გირჩევთ წაიკითხოთ ეს მცირე რჩევები, თუმცა კი ასეთი ვითარებისათვის უამრავი კარგი წიგნია დაწერილი.

 

დარწმუნებული ვარ ყველა დაფიქრებულა ან ახლაც ფიქრობს ხოლმე, თუ რატომ არის მოვლენილი ამ ცხოვრებაში და რას უნდა მიაღწიოს. განსაკუთრებით ახალგაზრებს აწუხებთ ხოლმე ამგვარი კითხვები. ეს სრულიად ბუნებრივი კითხვებია და სიხარულით უნდა მივიღოთ ისინი.

ხშირად ცხოვრება ჩერდება, როდესაც ახლობელი გარდაგვეცვლება ან განვიცდით პირდად დაცემას. ამ დროს ადამიანს მოიცავს ხოლმე ბოროტება, ყველაფერს სხვას აბრალებს და ცხოვრებაც კი აღარ უნდა. მართალია, ასეთ დროს თავის შეკავება რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრება გრძელდება და წარსულს ვეღარ შევცვლით. შეხედეც ცოვრებას სხვა თვალით, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

ასეთი მდგომარეობები კი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ. უკეთ გავაცნობიეროთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს ადამიანი, ან საქმე ჩვენთვის და მეტი ყურადღება და სითბო გამოვავლინოთ სხვების მიმართ. ჩვენს ირგვლივ უამრავი კარგი რამ ხდება, თუმცა მათ არსსა და მნიშვნელობას მაშინ ვხვდებით, როდესაც რაიმეს ან ვინმეს ვკარგავთ.

ალბათ ყველას მოგისმენიათ ბაბუის (პაპის) ან ბებიის საუბრები, როგორ მისტირიან ახალგაზრდობას, ან ამგვარი სიტყვები “მე რომ ეს მქონდეს,” “ნეტა ასე ვცხოვრობდე” და ა.შ. ყველას ავიწყდება, რომ ბედნიერება არ განიცდება არც წარსულით და არც მომავლით, იგი აწმყოში უნდა განიცადო. ამიტომ დავაფასოთ ის რაც გვაქვს, ნუ დავყრით ფარ-ხმალს. როგორც ვისწავლით სამყაროს ხედვას, ჩვენი ცხოვრებაც ისე იქნება.

მსგავსი ამბები

Back to top button