არქივი

უაზრო საქციელები 2

01b868bbd752
იმისი გამო რომ წინა პოსტმა მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე მეორეც დამედო. აბა გამოთქვით ჩვენთვის უცნობი  საქციელი რა გაცუხებთ:)

5f30df531b11
როცა ,,ჩიტის რძეს” ჭამ, ჯერ შოკოლადი შემოაჭამო შემდეგ კი ზეფირი მიირთვა(არადა ცალ ცალკეც იყიდება ორივე)

c4e8d07830d1
ფაილის გადმოწერისას 150ჯერ ნახო დარჩენილი დრო download-ის დასრულებამდე, 150ჯერვე დაგავიწყდეს რამდენი დარჩა და თან იბუზღუნო ,,დროზე დაამთავრე შენი…”

7687adc855b9
გადმოხვიდე მანქანიდან მინიმუმ სამჯერ დაკეტო პულტით, მოშორდე 50 მეტრით და კიდევ ორჯერ დაკეტო.რადგან არ გახსოვს დაკეტე თუ არა

9dbb844297c8
გაამეორებინო შეკითხვა როცა კარგად გაიგე რა გკითხეს და ამის შემდეგ გაცე პასუხი

10e6b3d6f5b3
დაურეკო მეგობარს ღამის 3 საათზე და პირველი შეკითხვა დაუსვა ,,ხომ არ გაგაღვიძე”?

4232adeb1fde
დააფერფლო სიგარეტი მაშინაც კი როდესაც ფერფლი ჯერ კიდევ არ აქვს

2c984cf570f4
იარო ქვაფენილზე ისე რომ გადაბმის ზოლებზე ფეხი არ დაგებიჯოს

550923726d27
არასდროს არ გამორთო დამტენი როზეტკიდან

4353737c432a
ჩაიდო გასაღები ჯიბეში რომ არ დაგავიწყდეს, შემდეგ კი დიდი ხანი ეძებო

aab28f80b31e
დააყენო 5 მაღვიძარა, მაგრამ მაინც 15 წუთით ადრე ადგე სახლიდან გასვლამდე

d2fbd2425129
სახლიდან გასვლისას შეიკვეხო ყურსასმენები, პლეერი ჯებეში ჩაიდო, და კარგა ხნის შემდეგ მიხვდე რომ პლეერი არც ჩაგირთავს

მსგავსი ამბები

Back to top button