ელიზაბეტ შორთის მკვლელობა მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გაუხსნელ დანაშაულად. მას ზედმეტსახელად შეარქვეს Black Dahlia ანუ შავი გეორგინა.
ელიზაბეტი დაიბადა 1924 წლის 29 ივლისს, მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონში.ის იყო მესამე შვილი, ჰყავდა 4 დედმამიშვილი. პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო სამსახიებო კარიერით.
1940-იანი წლების მეორე ნახევარში მიმტანად მუშაობდა. ამავდროულად ემზადებოდა მსახიობობისათვის და ძალიან უნდოდა ჰოლივუდში ფეხის მოკიდება.
1947 წელს ტრაგედია დატრიალდა: 22 წლის ელიზაბეტი სასტიკად იქნა მოკლული ლოს-ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიაზე.გვამი აღმოაჩინა ერთ-ერთმა ადგილობრივმა,რომელიც 3 წლის შვილთან ერთად სეირნობდა.მას მოკლული თავდაპირველად მანეკენი ეგონა. ელიზაბეტი გახლეჩილი იყო 2 ნაწილად, სხეული კი ძალიან დასახიჩრებული იყო.
საშინელ მდგომარეობაში იყო ელიზაბეტის სახეც. პირის ორივე კუთხე გაჭრილი იყო ყურებამდე, რამაც შექმნა ე.წ “გლაზგოს ღიმილის” ეფექტი.
შენიშვნა: ქვემოთ ნაჩვენები ფოტოების ნახვა არ არის რეკომენდირებული პატარა ბავშვებისათვის და სუსტი გულის მქონე ადამიანებისათვის
ელიზაბეტს მიყენებული ჰქონდა ჭრილობები ქვედა კიდურებისა და გულმკერდის არეში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სისხლის კვალი არსად იყო. მკვლელმა, როგორც ჩანს, დაბანა და გაასუფთავა გვამი. ასევე მან სხეულის ქვედა ნაწილი 1 ფუტის მოშორებით განათავსა და გვამი სპეციალურ პოზაში დატოვა.
სურათები მკვლელობის ადგილიდან
შენიშვნა: ქვემოთ ნაჩვენები ფოტოების ნახვა არ არის რეკომენდირებული პატარა ბავშვებისათვის და სუსტი გულის მქონე ადამიანებისათვის.
სურათები მკვლელობის ადგილიდან:
გაკვეთამ აჩვენა , რომ ის იყო სიმაღლით 1.65, იწონიდა 52 კგ-ს. სიკდილის მიზეზად დასახელდა სისხლჩაქცევა თავის არეში და ჭრილობების მიყენებისაგან მიღებული შოკი.
მალევე ერთ-ერთი გაზეთის რედაქციაში მივიდა წერილი, რომლის ავტორი ირწმუნებოდა რომ ის იყო გოგონას მკვლელი. მან საფოსტო ყუთით გააგზავნა ელიზაბეტის დაბადების მოწმობა, მისი ფოტოსურათები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები. ეჭვმიტანილების რაოდენობა 50-ს აღემატებოდა. ამ საქმის გამომძიებელი ამბობდა: “საოცარია როდესაც ამდენი ადამიანი თავის ნაცნობს მკვლელად აცხადებს”. ეჭვმიტანილების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ . მთავარი ეჭვმიტანილი მკვლელობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ფაქტი ერთია: დამნაშავე დაუსჯელი დარჩა და შესაძლოა ის დღესაც თავისუფლია. მკვლელობა მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გაუხსნელ დანაშაულად და მასზე მრავალი ფილმი თუ გადაცემაა გადაღებული. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია 2006 წელს გადაღებული ფილმი “The Black Dahlia”
ეს კი 1975 წელს გამოშვებული ფილმი “ვინ არის შავი გეორგინა?”
აღსანიშნავია ისიც, რომ საქმე ჯერ არაა დახურული. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.