არქივი

სასარგებლო რჩევები (14 ნაწილი)

43a0d21f0281
ხველის შეჩერება
გაციების, ხველების მშრალი და სველი და გულმკერდის არეში ტკივილის დროს ჭამეთ ისპანახი.
ფილტვებში ნახველის დაგროვებისას – რეკომენდებულია ჰალვა, მჟავე ბროწეულის წვენით.
ხველებისა და მაღალი ტემპერატურის დროს დალიეთ ნატურალური ყავა.

ხველებისა და სუნთქვის შეკვრის დროს მიირთვით მუხუდოს კერძები.
ძლიერი ხველების დროს შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის დანაყილი თხილი, თაფლი და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 4-6-ჯერ დღეში თბილ რძესთან ერთად.
გამოივლეთ წელში ნებისმიერი ანტისეპტიკი (ფურაცილინი, ევკალიპტის ან გულყვითელას ნაყენი).
ბეჭები, ზურგი და მკერდი თბილად შეიკარით, შეიძლება მდოგვის საფენების გაკეთება.
ხველების შესამსუბუქებლად ოთახში დადგით ცხელი წყალი, რომელსაც დაამატეთ რამდენიმე წვეთი მენთოლი ან ლიმონის ზეთი.
მიიღეთ უპანისა და ვირისტერფას ნაყენი – ათხელებს ლორწოს, სალბისა და გვირილის ნაყენი ხსნის ანთებას.

 

როგორ მოვიქცეთ ისე რომ არ გაგვეფანტოს ყურადღება
ზოგჯერ ვერანაირად ვერ ახერხებთ კონცენტრირებას, ყველაფერი ხელიდან გიცვივათ, აზრი გეფანტებათ, რა უნდა ვიღონოთ?

პირველ რიგში მიიღეთ კონტრასტული შხაპი. სხვადასხვა ტემპერატურის მოქმედებასისხლძარღვებზე გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას, მათ შორის თავის ტვინშიც. ჯანგბადის გაძლიერებულად მიღების შემდეგ თავის ტვინი ორმაგი ძალით იწყებს მუშაობას.

მაგრად დაიზილეთ ყურის ნიჟარები. ყურებზე მოთავსებულია წერტილები, რომლებიც არეგულირებენ თითქმის ყველა ორგანოს. გამხნევდებით და ძალაც მოგემატებათ.

2 კაკალი აგორავეთ თითებით. დაიწყეთ თითის წვერებით, შემდეგ – ხელისგულებს შორის, ამ დროს აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონების გამომუშავებას.

რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა უნდა გააკეთოთ. როცა პასუხს გასცემთ, კიდევ რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ და დაიწყეთ საქმის კეთება. ყოველთვის როცა გრძნობთ, რომ ზრი გეფანტებათ დაიწყეთ ღრმად სუნთქვა.

დაიზილეთ ხელფეხის ცერების ფალანგები, შემდეგ დახუჭეთ თვალები და მოისვენეთ 3 წუთი.

თურმე შეიძლება ყურადღების ვარჯიში, ამას ხელს უწყობს ბურთით თამაში – ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი და ისეთი სპორტული თამაშები, რასაც ყურადღების კონცენტრირება სჭირდება.

 

 

როგორ დავამარცხოთ უძილობა
ალბათ ყველას დაგვმართნია ასე: თითქოს გვეძინება და ვერ ვიძინებთ. საწოლში წრიალებთ, თავში ათასი აზრი გიტრიალებთ, იხსენებთ მთელი დღის ამბებს, გონებაში ცვლით მომხდარს, კამათობთ ვიღაცასთნ…

შეიძლება თუ არა უძილობის დამარცხება? დიახ ეს შესაძლებელია. გაეცანით რჩვებს . ისინი შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს რჩევები მართლაც დაგეხმარებათ.

დაწოლის წინ დაეჩვიეთ ბალიშისა და საბნის გაფუებას.

ძილისწინ იკითხეთ წიგნები და ჟურნალები თქვენთის საინტერესო თემატიკაზე.

საკუთარი თავი „გაწვრთენით“ ფრაზაზე „მე მეძინება“, მალე ნახავთ , რომ ამ ფრაზის თქმის მერე ძილის წინ ფიქრები აღარ შეგაწუხებენ. და თქვენც მთლიანად განეწყობით დაძინებისთის.

ეცადეთ დაიცვათ დღის რეჟიმი

უარი თქვით დღის ძილზე

 

 

ყველას გვიყვარს ჭამა, ხანდახან თვალებით გვინდა ყველაფერი შევჭამოთ… როგორ ვქნათ ისე რომ ჭამის შემდეგ არ შეგვზიზღდეს საკუთარი თავი ღორობის გამო. არის რამდენიმე მარტივი ნაბიჯი მადის შესამცირებლად.
ნაბიჯი 1 : დალიე ერთი ჭიჯა წყალი ჭამის წინ (უბრალო არაგაზირებული წყალი)
ნაბიჯი 2 : აიღე პატარა თეფში , პატარა თეფში ყოველთვის სავსე ჩანს
ნაბიჯი 3 : არ გასინჯო ყველაფერი რაც მაგიდაზე დევს, კარგად გადახედე და აირჩიე რა გინდა სინამდვილეში

ნაბიჯი 4 : კარგი იქნება თუ ჭამამდე მცირეოდენ ხილს მივიღებთ, ის აქვეითებს შიმშილს და ეხმარება მომნელებელ სისტემას (განსაკუთრებით კარგია ანანასი)
ნაბიჯი 5 : პურის მაგივრად ეცადეთ მიირთვათ საფანელი ან უბრალო ხმელი პური (ხლებცი)
ნაბიჯი 6 : ხორცის მაგივრად ბოსტნეული მიირთვით, განსაკუთრებით კარგია პომიდორი
ნაბიჯი 7 : და ბოლოს რაც მთავარია მიირთვით ნელა, აჩქარების გარეშე, გააკეთეთ პაუზები ლუკმებს შორის

 

 

 

როგორ დავძლიოთ სიგამხდრე
1. თუ თვალსა და ხელს შუა დნებით, თან გრძნობთ სისუსეს, გიშრებათ პირი, მუდმივად გცივათ, დარღვეული გაქვთ გულის რიტმი – აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გამოკვლევების შემდეგ ექიმი დაადგენს თუ რა იწვევს თქვენს წონაში კლებას. როგორც წესი, წონაში მკვეთრად დაკლებას იწვევს ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები, რომელთა დროსაც ირღვევა ცხიმის ათვისება, ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლების მომატებული ფუნქცია), შაქრიანი დიაბეტი… სრულიად საკმარისია ამ დაავადებათა დროული მკურნალობა სრულფასოვანი კვება, რომ სწრაფად გამოსწორდეს მდგომარეობა და დაიბრუნოთ მიმზიდველი გარეგნობა;
2. თუ დაბადებიდან ხართ გამხდარი და ცდილობთ სულ ცოტა მოიმატოთ, დაიცავით მაღალკალორიული დიეტა, რომელიც შეიცავს დღეში 2500 კილო კალორიას. ასეთია:

ცხიმები, მაგარი და მნდნარი ყველი, ნაღები, არაჟანი, ცხიმიანი თევზი;

ნახშირწყლები, ენერგიისა და ზედმეტი კალორიების წყრო – საკონდიტრო, მაკარონის, ბურღულის და პურ-ფუნთუშეულის ნაწარი;

ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ხსნის დაღლილობას, გაღიზიანებას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას და, რაცმთავარია ხელს უწყობს წონაში მომატებას;

სანელებლები (მიხაკი, ჭითელი და შავი წიწაკა), რომლებიც მადას ამძაფრებენ, აუმჯობესებენ გუნება-განწყობილებას;

მწვანილი: ეთეროვანი ზეთები მდიდარი ქინძი, ოხრახუში, ნიხური, რომლებიც ააქტიურებს დაასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს;

მეორდი არასწორ კვებას (ფეხზე დგომით, სწრფად, აჩქარებთ და ა.შ.), მხოლოდ რაციონალური და ბალანსირებული – დღეში 4-5-ჯერადი კვება შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობს და ხელს შეუწყობს სხეულის მიმზიდველი ფორმების ჩაოყალიბებას;

დღის განმავლობაში მიიღეთ ტკბილი ხილის წვენები, რომლებიც ამდიდრებენ ორგანიზმს კალორიებით, ააქტიურებენ ინსულინის გამომუშავებას, მადას.

სვით პიტნის ნაყენი, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას (თერმოსში ჩაყარეთ 40 გ გამხმარი პიტნა, დაასხით 1ლ მდუღარე წყალი და 30 წუთით გააჩერეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე და ჭამიდან ერთი სააათის შემდეგ).
თუ ჩვენი რჩევა ვერ დაგეხმარებათ, არსებობს ჰორმონალირი წამლები, რომლებიც 100%-იან შედეგს იძლევა, მაგრამ მათ მიღებამდე კონსულტაციისთვის უთუოდ იმართედ მკურნალ ექიმს. გხსოვდეთ – ნებისმიერ წამალს აქვს უკუჩვენება.

 

 
6da123f1b0d3
როგორ გავხდეთ წყლის საშუალებით ?

წყალი ძალიან სასრგებლო და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის, სასურველია ადამიანმა დღეში 2 ლიტრამდე წყალი მიიღს. ნუ შეგეშინდებთ გადაჭარბებული წყლის დოზის რადგან, ორგნიზმი თვითონ გრძნობს ზედმეტს და თავისთავად გამოდევნის ორგანიზმიდან, მაგრამ სასურველია წყალი მივღოთ რაციონალურად და არა ერთბაშად.

რამდენიმე რჩევა გახდომის მსურველებისათვის: შეავსეთ დიდი ჭიქები და ჩამოარიგეთ ყველა იმ ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში გიწევთ მოძრაობა: საწოლთან, სამზარეულოში, სალონში, სამუშაო მაგიდასთან.

ჭამის წინ არ დაგავიწყდეთ 1 ჭიქა წყლის მიღება, შესაძლებელია 2-იც. ამის შემდეგ თქვენ უფრო ადრე გეწვევათ დანაყრების შეგრძნება, სასურველია ჭამის შემდეგაც დაამატოთ 1 ჭიქა წყალი, რაც დაგეხმარებათ კალორების უფრო სწრფად დაწვაში. თუ ცივი წყალი გიყვართ, თქვენ წყალს მიირთმევთ ალბათ ყინულის კუბიკების დამატებით. სასურველია ვიდრე წყალს ყინულის კუბიკებად აქცევთ მასში ჩააწვეთოთ ციტრუსის რამოდენიმე წვეთი, მაგალითად: ლიმონი, გრეფრუტი, ფორთოხალი. წყალს უფრო არომატულსაც გახდის და თქვენც შეგიძლიათ ამით ვიტამინებიც მიიღოთ.

გახსოვდეთ ყოველი საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ისევ მიაწოდეთ სითხე ორგანიზმს რათა თავიდან შეივსოს ის მარაგი რაც საჭიროა მისთვის, გარდა ამისა არასოდეს არ მიღოთ გაზირებული დიეტური სასმელები ვიდრე არ გექნებათ 2-4 ჭიქა წყალი დალეული, აუცილებელი წყალი მიიღოთ ყოველი ჭამის წინ და ჭამის შემდეგ. უმჯობესია დიდხანს არ იყოთ უმოძრაო მდგომარეობაში. იმისათვის რომ უფრო სახალისო იყოს წყლის დალევა, წყალი ჩამოვასხათ მაღალ და ლამაზ უზორებიან ჭიქებში…

მას შემდეგ რაც თქვენ შეასრულებთ დიეტოლოგისა და მწრთვნელის მითითებებს გახსოვდეთ რომ სასურველი შედეგისათვის აუცილებელია ერთი მთავარი, რამ: ადამიანისთვის მთავარია განწყობილება და დადებითი ემოციები. ისე არაფერი ალამაზებს ქალს (ზოგადად ადამიანს) როგორც ღიმილი და კარგი გაწყობა, სიცილი კი გვეხმარება კალორიების დაწვში, ამის შემდეგ ჩვენ ვიქნებით გახარებული, გალამაზებული და შესაბამისად ბედნიერიც.

 

 

ღრძილების ტკივილი ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, ეს შეიძლება იყოს სიგარეტის მოწევაზე თავის დანებება ან სხვა ნებისმიერი. ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით ღრძილების მოვლის ბუნებრივი საშუალების სხვადასხვა მეთოდებს, რომელიც პრაქტიკაში უკვე გამოცდილია.

ასკილი- ერთი სუფრის კოვზი ასკილი ჩავყაროთ 1ჩ/ჭ წყალში, ვადუღოთ დახურულ ემალირებულ ჭურჭელში 10 წუთი, შემდეგ დავაყენოთ არა ნაკლებ 12 საათისა. მიღების წესი : 1/2 ჩ/ჭ 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე. გემოს გასაუმჯობესებლად შეიძლება დავუმატოთ თაფლი ან შაქარი.

ლიმონი- ლიმნის წვენი ჩავწუროთ წყალში და დავლიოთ.

ხახვი – ბოლქვი ან მწვანე ხახვი უმად მიირთვით

ნიორი – საჭმელთან ან საჭმლის გარეშე მიიღეთ.

ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, კედარი – წიწვის წყლიან ნახარშს ხმარობენ დასალევად და პირში გამოსავლელად. მომზადების წესი : 4 ჭიქა დაჭრილ ძველ წიწვებს დაასხამენ 3 ჭიქა ადუღებულ წყალს, შეამჟავებენ 4 ჩაის კოვზი განსხვავებული მარილჟავათი ან ძმრით და დგამენ 3 დღე ბნელ ადგილას, მიიღებენ 1/2 ჭიქას 4-ჯერ დღეში.

 

 

ლიმონით კარგი განწყობის შექმნა?

კარგი განწყობა და ხალისი ბედნიერებისკენ მიმავალი გზაა. იმისათვის, რომ დეპრესიები და სტრესები თავიდან ავიცილოთ, სპეციალისტები გვირჩევენ: შეამცირეთ ყავისა და სპირტიანი სასმელების მოხმარება. მათი დიდი რაოდენობით მიღება განწყობაზე ცუდად აისახება.

სადილის ან ვახშმის შემდეგ ყურძნის წვენი მიირთვით, რომელიც კარგი მატონიზირებელია და ტონუსსაც შეგმატებთ.

ცნობილია რომ ამინო მჟავა ტრიპტოფანი განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ამ ნივთიერებას დიდი რაოდეობით შეიცავს თევზეული, ფრინველის ხორცი, კვერცხი, კაკალი, ნუში ხაჭო და ბანანი.

დაიღალეთ და ამის გამო გუნებაც გაგიფუჭდაათ? არ გაგიკვირდეთ, თუ ლიმონის ნაჭრის მირთმევით ან თუნდაც დაყნოსვით სიმხნევე დგიბრუნდებათ და ხასიათიც გამოგისწორდებათ. საქმე ის არის, რომ ლიმონის ცედრაში შემავალ ეთერზეთს საოცარი მატონიზირებელი თვისება აქვს. საკმარისია, 1 წუთის განმავლობაში მისი არომატი შეისუნთქოთ, რომ მზად იქნებით მთები გადააგოროთ.

 

მხნეობის 5 მეთოდი

  1. გამოღვიძებისთანავე დადებითად განეწყვეთ და იფიქრეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, კარგი საშუალებაა აბაზანის მიღება. მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ და მთელი თქვენი უარყოფითი ენერგია წყალს გაატანეთ. უფრო მეტი ეფექტისათვის შეგიძლიათ აბაზანისთვის ციტრუსების ექსტრაქტებზე დამზადებული დასაბანი საშუალება გამოიყენოთ.
  2. პერიოდულად თავს უფლება მიეცით ჩვეულზე უფრო გვიან ადგეთ. რომც გამოგეღვიძოთ იწექით, ინებივრეთ და პოზიტიურზე იფიქრეთ.
  3. გამოღვიძებისას ჯერ კარგად გაიზმორეთ, შემდეგ რამდენჯერმე ფეხები მაღლა ასწიეთ და მაკრატლის მსგავსი მოძრაობები შეასრულეთ. ბოლოს ფეხები მკერდთან მიიზიდეთ და ხელებით დაიჭირეთ. ასე რამდენჯერმე გაიმეორეთ.
  4. ეცადეთ ყოველ დილით 1 ჭიქა ახლადგამოწურული ვაშლის წვენი მიირთვათ.
  5. სახლიდან ნახევარი საათით გადით და ეს დრო ფეხით სეირნობისათვის გამოიყენეთ, თავს ნამდვილად უკეთესად იგრძნობთ.

 

 

რჩევები ქალებს თუ როგორ დაძლიონ წინასადღესასწაულო სტრესი.

სადღესასწაულო დღეების მოახლოვებასთან ერთად ჩვენი ცხოვრების ტემპიც იცვლება- დავრბივართ მაღაზიებში, ვიძენთ საჩუქრებსა თუ პროდუქტებს და ამ ორომტრიალში საკუთარ თავზე ზრუნვა გვავიწყდება.

იმისათვის, რომ არაფერი დაგვავიწყდეს, უნდა მივუჯდეთ საწერ მაგიდას და ქაღალდზე ყველაფერი ჩამოვწეროთ, ისიც კი, რაც წინა წელს ამავე პერიოდში ყურადღებიდან გამოგვრჩა და შემდეგ ვინანეთ.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დავზოგოთ ენერგია, დრო, ნერვები და ჯანმრთელობა. ალბათ დაგვეთანხმებით, არავის სურს, ახალწელს ულამაზოდ, დაღლილ-დაქანცული შეხვდეს. მაშ ასე, დავეხმაროთ ჩვენს თავს, წინასაახალწლო სტრესის გამკლავებაში. როგორ მოვიქცეთ?

ვეცადოთ კარგად გამოვიძინოთ. თუ ღამე ადრე დაძინებას ვერ ვახერხებთ, მაშინ დღის განმავლობაში 1 საათი მაინც უნდ აგამოვძებნოთ დრო რათა ცოტახანს მაინც წავძინოთ.

დავლიოთ, რაცშეილება მეტი სითხე- უმჯობესია მინერალური წყალი. დღეში 8-10 ჭიქა ის რაოდენობა, რაც აუცილებელია სტრესთან და დაძაბულ რეჯიმთან გასამკლავებმად, მით უფრო, თუ ალკოჰოლით თავის განებივრება დროზე ადრე დავიწყეთ. წინასაახალწლო მარათონის დროს გადაღლილი ორგანიზმისათვის ერთი ბოკალი ღვინოც საკმარისია, რათა კანი მოიმჩვაროს.

უნდა ვეცადოთ პროტეინებთ მდიდარი საკვები მივიღოთ, თევზეული, ქათმის ხორცი… ეს აუცილებელია,რათა დაძაბულ ორგანიზმს დავეხმაროთ.

ძალზედ სასიამოვნოა, როდესაც ბრწყინვალე საახალწლო სუფრას მშვენიერი და თვალებგაბრწყინებული დიასახლისიც რომ ამშვენებს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button