არქივი

სასარგებლო რჩევები (9 ნაწილი)

675ea5fea8d0
ყველასთვის ცნობილია და არ არის იშვიათი – სამსახუროებრივი რომანი. კარგია თუ ცუდი, როდესაც სამსახურში გიმყარდებათ სასიყვარულო ურთიერთობები? ამაზე ცალსახი პასუხი არ არსებობს, რადგას ისტორიას უნახავს უამრავი დიამეტრიულად საწინააღმდეგო შედეგები: მშვენიერი ოჯახები, რომლებმაც აღნიშნეს ოქროს წლისთავი. ასევე სკანდალები და დევნები, თანამდებობისა და თუნდაც სამსახურის დაკარგვა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ განვიხილავთ სერიოზულ ურთიერთობებს, არამედ ჩვეულებრივ ფლირტს. ასევე არ ვისაუბრებთ უფროსებზე, რომლებიც ახორციელებენ ზეწოლას საკუთარ ქვემდგომებზე, რაც უნდა იყოს სასამართლოს განხილვის თემა.

 

დავიწყოთ იმით რომ, ოფისი არ არის რაიმე საქორწინო სააგენტო, ამიტომ პირველი წესი სამმსახურში არის სამუშაოსათვის დროის დათმობა და არა თვალების პაჭუნი ;) მაგრამ ვინაიდან ადამიანი უმეტს დროს ატერებს სამსახურში, ზუსტად აქ ყალიბდება სუმპათიები თანამშრომლებს შორის. ასევე არსებობს შემთხვევა, როდესაც გასაუბრებისას კანდიდატს აფასებენ მისი რეაქციით, მაგალითად, თუ ის აღტაცებით აკვირდება ქალბატონის მუხლებს ან კოფთის ჭრილს. იგი შეიძლება დაიბრაკოს, მიუხედავად კარგი რეზიუმესი. დამქირავებელს არ სჭირდება ზედმეტი ვნება სამსახურის პირობებში.

სამუშაო ადგილი, ეს იქნება ოფისი თუ მღებავთა ბრიგადა, ეს არის ადამიანთა კოლექტივი, რომელიც ერთმანეთს ხვდება ყოველდღე და თითქმის ყველაფერი იციან ერთმანეთის შესახებ. ასევე ვერ დავიზღვევთ თავს ჭორებსაგან, დაწყებული ტანსაცმლის ჩაცმულობაზე და დამთავრებული ადამიანებთან სასაიყვარულო ურთიერთობებზე. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ფარული ან თვალსაჩინო, ამიტომ კარგად დაფიქრდით, გესიამოვნებათ თუ არა პირადი ცხოვრების გასაჯაროება. თითქმის შეუძლებებლია ერთ კოლექტივში ესეთი ურთიერთობის დამალვა, ასევე საინტერესო თუ წყვილს აქვს სხვადასხვა სტატუსი :)

ურთიერთობის შემდგომი ეტაპია, რომელიც არ ცდება ფლირტს და არ გადაიზარდა სერიოზულში. არც ისე ცუდია, თუ ამან ჩაიარა მშვიდობიანად, მაგრამ ყველას არ ესიამოვნება საკუთარი “ყოფილის” ყოველდღიურად დანახვა. თუ ურთიერთობა დამთავრდა სკანდალით, ეს უფრო კატასტროფულია, რადგან სამუშაო გარემო იქნება მეტად დაძაბული და რთული იქნება ერთმანეთის შეხვედრისგან თავის აცილება, რაც ზოგიერთისათვის ყოფილა სამსახურის შეცვლის მიზეზიც.

კიდევ ერთი საშიშროება იმალება იმაში, რომ უკვე დაწყვილებული ადამიანები იქნებიან საქმიანობით ძალიან შეკვრულები, როგორც სამსახურში ასევე სახლში. ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელი იქნება ერთმანეთისგან დასვენება და იქნებით დამოკიდებულნი ერთი და იგივე სიტუაციებზე, რაც იქნება გამაღიზიანებელი. ან სამსახუროებრივი პრობლემები წარმოშობა შეიძლება ორივესათვის გახდეს სახლის პრობლემების არ მოგვარების საბაბი.

არ დააკვირდეთ სამსახურებრივი რომანის ყველა სირთულეს. ამის საფუძველზე არც უფრო იშვიათად შექმნილა ოჯახთა წყვილები, რომელთაც აქვთ საერთო ინტერესები და კარგად უგებენ ერთმანეთს. მათ შვილებსაც შეუძლიათ გააგრძელონ მშობლების სამუშაო დინასტია. საბოლოო არჩევანი კი თქვენზეა, აირჩიეთ ის გზა რაც თქვენ გულს გაახარებს.

 

 

 

ლეკვი უდაოდ უსაყვარლესი არსებაა, მაგრამ როგორც ყველა ბავშს მათაც ამოსდით კბილები. კბილების ამოსვლის პროცესში მათ ეფხანებათ ღრძილები და აბსოლუტურად ყველაფერს ღეჭავენ მათ შორის პატრონსაც. მთავარია თავის დროზე გადააჩვიოთ ლეკვი კბენას თორემ მერე ეს ჩვევა დარჩება.

გახდით ავტორიტეტი შინაური ცხოველისთვის

ლეკვი აღიქვამს ოჯახს როგოც ჯოგს და ამ ჯოგს უნდა ყავდეს ბელადი. იმისათვის, რომ მან დაგიჯეროთ ზუსტად ეს ბელადი უნდა გახდეთ მის თვალში. მოიფიქრეთ შექების და გაბრაზების სისტემა. არ ეცადოთ ძაღლის ტკბილი სიტყვით მითითება შეცდომებზე მას ეგონება, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს და გააგრძლებს ცელქობას. დასჯა არ უნდა იყოს მძიმე თქვენი ბელადი უნდა იყოთ და არა ტირანი.

ყოველთვის დასაჯეთ კბენის მცდელობისას

ყოველთვის შეიძება გაარჩიო ლეკვი თამაშობს თუ სხვა მიზნით იკბინება. მეორე შემთხვევაში მაშინვე დასაჯეთ იმისათვის, რომ მიხვდეს თავის დანაშაულს. დასჯა ცემას არ ნიშნავს ჯერერთი ეს ამორალურია (თქვენ ბავშვს ხომ არ სცემთ?! იმედია არ სცემთ?) ეს უარყოფით ეფექტსაც მოგცემთ. გამოიყენეთ ბრძანება არ შეიძლება (ან “ფუუ” ან რაიმე მსგავსი). როდესაც ძაღლი კბენას შეწყვეტს შეაქეთ და გაუმასპინძლდით გემრიელობებით.

არ მოახდინოთ პროვოცირება

არის შემთხვევები როდესაც პატრონი თვითონ პროვოცირებს ლეკვს კბენაზე თამაშის დროს. გამოდის, რომ მან მოახდინა კბენის პროვოცირება და მერე ამის გამო დასაჯა. ლეკვი ვერ გაიგებს ეს ცუდია თუ კარგი. საერთოდ ძაღლის აღზრდა როგორც ადამიანის უნდა იყოს მუდმივი. ისეთი შესვენებების გარეშე როგორიცაა “აუ მეზარება” “ხვალ ვიზამ” და ასე შემდეგ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული როგორი იქნება ძაღლი. დასჯის დროს არ გადაამეტოთ და არ დაუზიანოთ ძაღლს ფსიქიკა.

 

 

 

ალბათ ყველას უყვარს მოგზაურობა და ეხლა ამ პატარა სტატიით გაგაცნობთ 5 რჩევას რომლის დახმარებით, თქვენი მოგზაურობა იქნება უსაფრთხო, აუცილებლად გამოიყენეთ
ეს რჩევაშეეცადეთ არ იმოგზაუროთ მარტო, ყოველთვის ეცადეთ, რომ მოგზაურობისას მუდამ გვერდით გყავდეთ სანდო ადამიანი;სანამ კონკრეთულ ქალქსა და რეგიონში ჩახვიდოდით, აუცილებლად უნდა გაეცნოთ იქაურ წესებს და კანონებს, რათა არ გახდეს იქაური გარემო უცხო და თქვენი ქცევა არი იყოს იქაურ კულტურასთან შეუსაბამო;მოერიდეთ ისეთი სამოსის ტარებას რომელიც მკვეთრად გამოგარჩევთ სხვებისაგან, განსაკუთრებით საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ;ყოველთვის დააკვირდით გარემოს, რომელიც თქვენს გარშემო იქმნება. ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური.იქონიეთ ალტერნატიული გეგმა, იმ შემთხვევისათვის თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს როგორც გეგმავთ.ეცადეთ ყოველთვის წინასწარ დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა და სანამ ამა თუ იმ ქალაქსა თუ ქვეყანაში წახვალთ მაქსიმალურად მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ინტერნეტში მოსანახულებელ ქალაქზე.

 

 

106605f15824
ოთახები, რომლებსაც აქვთ ცოტა ფანჯარა ან ნათურა, შეიძლება გამოიყურებოდეს ძალიან პატარად და ბნელად. მოდით ვისწავლოთ როგორ გავახალისოთ ოთახი თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად.

 

 

 

 ნაბიჯი 1 – ოთახის გამოცოცხლება:

თქვენი კედლები. ძველი თეთრი კედლები და ბნელი ფერის კედლები ნებისმიერ სივრცეს ძალიან პატარას წარმოაჩენს. არ დაგეზაროთ მოსამზადებელი სამუშაო, როგორიცაა გასუფთავება და ა.შ.

 

ნაბიჯი 2 – ოთახის გამოცოცხლება:

კარგი ფერის შერჩევა. კვერცხის ნაჭუჭის ფერის, კრემისფერი და ყველა სხვა ფერი რომელიც ახლოა თეთრ ფერთან, სივრცეს უფრო დიდად წარმოაჩენს.

 

 ნაბიჯი 3 – ოთახის გამოცოცხლება:

თუ გსურთ რომელიმე კუთხის განსაკუთრებულად წარმოჩენა, უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერებს. შესანიშნავ ეფექტს მისცემს კვერცხის ნაჭუჭის ფერისა და ცისფერის შერევა.

 

ნაბიჯი 4 – ოთახის გამოცოცხლება:

შპალერი სტილს მატებს ოთახს, მიუხედავად იმისა რომ მისი კარგად გაკვრა ძალიან ძნელია. გააკარით ფანჯრის საწინააღმდეგო მხარეს, რათა აირეკლოს სინათლე.

 

ნაბიჯი 5 – ოთახის გამოცოცხლება:

აიღეთ ძველი, ბნელი ხალიჩა. თუ გაქვთ ნათელი, მაგრამ ლაქიანი და ძველი ხალიჩა, ის არ გამოდგება. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ ღია ფერის ლამინატით. ლამინატი ძალიან ჰგავს მაგარ მერქნიან იატაკს, თუმცა უფრო იაფია.

 

 

ნაბიჯი 6 – ოთახის გამოცოცხლება:

თუ თქვენ საქმე გაქვთ ოთახთან რომელსაც საერთოდ არ აქვს ფანჯრები, ან აქვს ძალიან მცირე ზომის, მაშინ მოგიწევთ ფანჯრის შეცვლა. ფანჯრები პატარა ოთახს ძალიან გაახალისებს.

 

ნაბიჯი 7 – ოთახის გამოცოცხლება:

დაკიდეთ ჭაღი ოთახის შუაში. აირჩიეთ შუშის ან კრისტალის მსგავსი ჭაღი, რომელიც მეტ სინათლეს აირეკლავს ფანჯრიდან.

 

ნაბიჯი 8 – ოთახის გამოცოცხლება:

გადააკარით ავეჯს ღია ფერის ნაჭერი ან იყიდეთ ახალი. კრემისფერი, მიხაკისფერი და ღია ლურჯი დაუმატებს ოთახს პლიაჯის სიკაშკაშეს. მუქი ავეჯი როგორიცაა შავი, მუქი ნაცრისფერი და ყავისფერი ოთახს ჩააბნელებს.

 

ნაბიჯი 9 – ოთახის გამოცოცხლება:

განათავსეთ კედელზე ისეთი ავეჯი, როგორიცაა მაგალითად წიგნის თარო. გამოიყენეთ ფანჯრის პარალელური კედელი ისეთი ავეჯისთვის როგორიცაა ღია ფერის ავეჯი, სარკე. ასეთი განლაგება გაზრდის შუქის მთელს ოთახში გავრცელებას.

 

ნაბიჯი 10 – ოთახის გამოცოცხლება:

დაამატეთ სარკეები. აქ არის რამდენიმე მარტივი გზა როგორ გავხადოთ ოთახი უფრო დიდი და ნათელი.

  • იპოვეთ ანტიკური სარკეები და დაკიდეთ ერთმანეთთან ახლოს.
  • აიღეთ გრძელი და წვრილი სარკეები და დაკიდეთ დიდ კედელზე, ფანჯრის გასწვრივ.

 

 

ნაბიჯი 11 – ოთახის გამოცოცხლება:

ეცადეთ აიღოთ გამჭვირვალე ფარდები.

 

 

 

ადამიანის ხასიათის ამოცნობა მისი თვალის ფერის მიხედვით არაა ძნელი, თუ გვეცოდინება ესა თუ ის ნიშანთვისება, რაც თითოეულ ფერს შეესაბამება. ითვლება, რომ ადამიანებს, რომლებსაც მუქი ფერის თვალები აქვთ, ძლიერი ხასიათი და მტკიცე ნებისყოფა აქვთ, როცა ღია ფერის მქონე ადამიანები მორიდებულობით და სიმორცხვით ხასიათდებიან.

შავი თვალები: ვნებიანი, ენერგიული ადამიანები, ინიციატორები. ხასიათდებიან განსაკუთრებული შეუპოვრობით, ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს. არიან აზარტულები, უყვართ მოქმედება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. გადაწყვეტილებებს იღებენ დაუფიქრებლად, ამიტომ ხშირად ცდებიან.

ყავისფერი თვალები: მიმზიდველი, ტემპერამენტული, მგრძნობიარე, მახვილგონიერი და იმპულსური ადამიანები. ზოგადად, მუქი ფერი არის ფეთქებადი და კონფლიქტური ადამიანის ნიშანი, რომელიც ამავდროულად სწრაფად ივიწყებს ყველაფერს. ადვილად პოულობენ საერთო ენას გარშემომყოფებთან, რადგან გამოირჩევიან განსაკუთრებული კომუნიკაბელურობით. ხასიათდებიან კატეგორიულობით.

ღია ყავისფერი (თაფლისფერი) თვალები: ძნელად იღებენ გადაწყვეტილებებს, არიან მორიდებულები და მეოცნებეები. გამოირჩევიან პრაგმატულობით, გულმოდგინებით და შრომისმოყვარეობით. არიან სანდო ადამიანები. უყვართ დამოუკიდებლობა და ძნელად იტანენ ზეწოლას. დიდი ხნით ამახსოვრდებათ და ძნელად გადააქვთ წყენა.

მოყავისფრო-მომწვანო თვალები: ბრძენი, საზრიანი, მოხერხებული და მშვიდი ადამიანები. შეუძლიათ შემოიკრიბონ დიდი აუდიტორია, რადგან ნამდვილად იციან მოსმენა და სხვისი აზრის გაგება. უყვართ მუშაობა. იციან როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს. სიყვარულშიც და მეგობრობაშიც საიმედო ხალხია.

მწვანე თვალები: აქვთ მტკიცე, ჟინიანი, პრინციპული ხასიათი, მიზანსწრაფვის უნარი. ცდილობენ თავი აარიდონ კონფლიქტებს. უყვართ ყველა საქმის ბოლომდე მიყვანა. არიან სამართლიანი, მომთხოვნი, სტაბილური და საიმედო ადამიანები. შეუძლიათ ერთი შეხედვით ამოიცნონ ადამიანის ნამდვილი სახე. არიან შესანიშნავი უფროსები და ხელმძღვანელები. კარგი მოსაუბრეები და მსმენლები.

ნაცრისფერი თვალები: ფლობენ გაწონასწორებულ ხასიათს. არიან ცნობისმოყვარეები. თვითონ წყვეტენ პრობლემებს მათი გამოჩენისთანავე. გამოირჩევიან სამართლიანობით, სიკეთით, საიმედოობით. აქვთ გამბედავი, მტკიცე ბუნება. არ უყვართ “ღრუბლებში ფრენა”. არიან მგრძნობიარე და თავდაჯერებულები.

მუქი ნაცრისფერი თვალები: ჯიუტი და გამბედავი ადამიანები ძლიერი ნებისყოფით. ადვილად იღებენ გადაწყვეტილებებს. ახასიათებთ ეჭვიანობა, რასაც ხშირად მალავენ.

მონაცრისფრო-ცისფერი თვალები: ამ ადამიანებს ახასიათებთ როგორც ნაცრისფერთვალება, ისე ცისფერთვალება ადამიანის თვისებები. არიან მშვიდი და სამართლიანი ადამიანები. თანაბრად აქვთ განვითარებული გონება და წარმოსახვის უნარი. ყოველთვის იცავენ საკუთარ ინტერესებს, არიან ამბიციურები. შეუძლიათ და იციან სასარგებლო და პრაქტიკული რჩევების მიცემა.

ცისფერი თვალები: მეოცნებე, რომანტიული, გულჩვილი და მგრძნობიარე ადამიანები. დიდხანს იმახსოვრებენ წყენას, გულთან ახლოს მიაქვთ ყველაფერი. მიზანდასახულები. აქვთ მშვიდი ხასიათი. არ უყვართ ერთფეროვნება და მონოტონურობა. სიყვარულში მოსწონთ მრავალფეროვნება. ადვილად აღწევენ წარმატებას ხელოვნების სფეროებში.

მუქი ცისფერი თვალები: ახასიათებთ მელანქოლია და სენტიმენტალურობა. აქვთ ცვალებადი ხასიათი, დიდი ხნით იმახსოვრებენ წყენას.

ლურჯი თვალები: რომანტიულები. აქვთ ძლიერ ემოციური და მგრძნობიარე ბუნება. ხასიათდებიან გულუხვობით, საიმედოობით. კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის სამუშაოს. კარგად აქვთ განვითარებული ფანტაზია. ტკივილის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან. უყვართ სიმართლე და ბოლომდე იცავენ მას. ახასიათებთ ქედმაღლობა და ამპარტავნობაც. ხშირად ვერ იგებენ სხვის პრობლემებს ან უბრალოდ არ უნდათ მათი გაგება.

ყვითელი თვალები: იშვიათი ფერი. ყვითელთვალება ადამიანის ხასიათი, ქცევები და სიტყვები არაპნოგნოზირებადი და მოულოდნელია. არიან კარგი მეგობრები. კეთილი, მაგრამ ცბიერი და ფარული ადამიანები. ადვილად ხვდებიან ტყუილს.

მოყვითალო-მოშავო (ვეფხვისებური) თვალები: მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ადამიანის თვალის ფერი. ასეთი ხალხი მართლაც უნიკალურია – მათ კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და ზებუნებრივი შესაძლებლობები. არიან ორიგინალურები, ძნელია მათი საქციელის წინასწარ განსაზღვრა. აქვთ ფეთქებადი, ემოციური, მარჯვე ბუნება.

მსგავსი ამბები

Back to top button