არქივი

იაპონელები

abb7f421c287

იაპონურ  კულტურულ მემკვიდრეობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, ხასიათდება განსაკუთრებული თავისებურებებით და თვითმყოფადობით. დღეს იაპონია შეიძლება დავახასიათოდ, როგორც ურყევი და ამავე დროს კულტურის “ღია’’ სისტემა.

იაპონელები სხვებისგან იღებდნენ რაც ისტორიული განვითარების კონკრეტულ ეტაპზე აინტერესებდათ. უცხო კულტურის თითოეული ელემენტის ათვისება ისე ხდებოდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო იაპონურ პირობებთან შეთანხმება – შეგუება. ითვისებდა რა უცხო ცივილიზაციას, ძირძველ ეროვნულ კულტურას ინარჩუნებდა. იაპონურ საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციები განსაკუთრებით ნათლად გამოხატავენ მემკვიდრეობითობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამაგრებენ ეროვნულ, ყოფით და კულტურულ ელემენტებს. ისინი უფრთხილდებიან და ინახავენ კლასიკურ თეატრს, ჩაის ცერემონიალს, იკებანას.
b6a8a8bf2ec4

უძველესი დროიდან, იაპონიაში პოპულარულია გამოთქმა, რომელიც ხუთი იეროგლიფისაგან შედგება – ჰი, რი, ჰო, კენ, ცუნ (უსამართლობა, სამართლიანობა, კანონი, ხელისუფლება, ზეცა). ეს ნიშნავს უსამართლობა ემირჩილება სამართლიანობას, ამართლიანობა – ანონს, კანონი – ხელისეფლებას, ხელისუფლება – ზეცას.
იაპონია ფერწერული პანორემების ქვეყანაა, ლანდშაფტი რბილი ტონებისაგან შედგება. ალბათ ამ ფაქტორმა განაპირობა იაპონელთა უარყოფითი დამოკიდებულება კონტრასტულობისადმი, სიმკვეთრისადმი. თავისებურია მიმართვის ფორმაც. ერთმანეთს გვარით მიმართავენ – სახელით მიმართვა უტაქტობად ითვლება. სუფიქსი “სან’’ პატივისცემის გამოხატულებაა. ადამიანებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ ღირსების გრძნობას. იაპონური მორალის თანახმად ხალხთა ურთიერთობის საფუძველია ურთიერთდახმარება.
fdb93f38bb5e

XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როდესაც იაპონია გაიხსნა ევროპისა და ამერიკის სავაჭრო ურთიერთობისათვის, ჩაიცვეს ევროპული ტანსაცმელი, თუმცა ოჯახში და დღესასწაულებზე ეროვნულ კიმონოს ატარებენ.
იაპონური სამზარეულო თეფშზე კერძით ნატურმორტის შექმნის ხელოვნებაა. იაპონელი მზარეული ფერთა ჰარმონიასთან ერთად ხაზს უსვამს საკვების სეზონურობას. მაგ. მათ საყვარელ კერძს უმYთევზს – სახეობის მიხედვით არჩევენ და ითვალისწინებენ, რომელი მათგანია მოცემულ პერიოდში უფრო გემრიელი. იაპონელი მზარეულის მიზანია შეინარჩუნოს პროდუქტის გარეგნული და საგემოვნო თვისებები, ამიტომ სანელებლებსა და საკმაზებს შეზღუდულად იყენებენ. განთქმულ კერძად აღიარებულია სასიმი – თხლად დაჭრილი ნედლი თევზი პირშუშხასთან ერთად, მისო – სოიოსგან დამზადებული.
5f39775ab945

ყოველდღიური კერძია ბრინჯი, რომელსაც ზღვის გამხმარ მცენარეებს აყოლებენ. საერთოდ იაპონური კერძები ნაკლებ მარილიანი და ნაკლებ ცხიმიანია. საჭმელს მიირთმევენ ჩხირებით, რომლებსაც სპეციალურ დასადგამზე აწყობენ. მათ არ უყვართ ყველი და დესერტი. ეროვნული სასმელია ბრინჯის არაყი – საკე და მწვანე ჩაი. ჩაის ცერმონიალი ანუ ტიანოუ იაპონიაში 8 საუკუნეა არსებობს და ერთ-ერთ თავისებური, უნიკალური თეატრალური რიტუალია. იგი იაპონელთა სულიერ ცხოვრებაში არსებით როლს ასრულებს. ტიანოუ მკაცრად დადგენილი პროცესია, თითოეულ მონაწილეს ქცევის საკუთარი სტილი აქვს და მოიცავს მათი ჯდომის პოზას, სხეულის მოძრაობას, სახის გამომეტყველებას, საუბრის მანერას და ა.შ. ტიანოუ საზოგადოების ყველა ფენაში დღესაც პოპულარულია და ტარდება ჩაის სპეციალურ სახლებში.

აყენებენ მწვანე დაფშვნილ ჩაის, წყალს ადუღებენ საკურას ნახშირზე, ნაყენს ბამბუკის ფუნჯით თქვეფენ და სქელ ქაფიან ფენას ასხამენ უბრალო და უზადოდ სუფთა ჭურჭელში. ცერემონია იწყება მაგარი ჩაით. მასპინძელი ჯერ ყველა სტუმრისთვის მოამზადებს ჩაის დიდ ფინჯანში, საიდანაც ისინი მორიგეობით სვამენ. ეს ტრადიცია ერთმანეთთან სიახლოვის განცდას ბადებს. მაგარი ჩაის შემდეგ სვამენ სუსტ ჩაის, რომელიც ყველასთვის ცალ-ცალკე მზადდება.
იაპონელებისათვის დამახასიათებელია ყვავილებისადმი დიდი სიყვარული, თაიგულის „იკებანა“ – შეკვრის ხელოვნება.
3d5ac5348b71
მცენარის სხვადსხვა ორგანოები სხვადსხვა აზრს გამოხატავენ: გაშლილი ყვავილები და გამხმარი ფოთლები -წარსულს, ნახევრად გაფურჩქნული ყვავილები და მწვანე ფოთლები – აწმყოს, კოკრები და კვირტები – მომავალს. ფიჭვი და ვარდი გამოხატავს ახალგაზრდობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს; ქრიზანტემა და ორქიდეა-სიხარულს; პიონი და ბამბუკი – მშვიდობას. ალუბალის ყვავილი და ქრიზანტემა იაპონელების ეროვნული სიმბოლოა.

მსგავსი ამბები

Back to top button