არქივი

საინტერესო ფაქტები ეგვიპტელებზე

87983cfae49d

ეგვიპტელებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ცივილიზაციაში. ისინი ისტორიულად ერთობლივად შრომობდნენ, ამიტომ მათი ეროვნული ფსიქიკა ჯგუფური საქმიანობისადმი მიდრეკილებით ჩამოყალიბდა.

ეგვიპტელი მუდმივად ხალხში ცხოვრობს, თითოეული მათგანი მასის უშუალო ნაწილია. მათ არა აქვთ შესაძლებლობა განმარტოვდნენ – არ არის მთები, ტყეები, კუნძულები. ისინი ურთიერთობათა დიდოსტატები არიან. ეგვიპტური საზოგადოება ძირითადად მამაკაცთა საზოგადოებაა, ქალების ქცევა შარიათის ანუ მუსლიმანური სამართლის რელიგიურ იურიდიულ ნორმათა ერთობლიობის წესებით მკაცრად რეგლამენტირებულია. უცხოელ ქალებს ჩადრის გარეშე იღებენ, თუმცა მათგან კონსერვატიულ ჩაცმულობას ითხოვენ. უცხოელ ქალებს შეუძლიათ მარტო იარონ ქუჩებში, მაგრამ მხოლოდ მამაკაცებისათვის განკუთვნილ კაფეებში შესვლა აკრძალული აქვთ.
ზოგადად მუსლიმებს ახასიათებთ ძველი კულტურის სიჭარბე, ხელ-გაშლილი პურ – მარილი, სტუმრის სადა, წრფელი მიღება.
c7a30629bfe8

ეგვიპტური საზოგადოება არის მჭიდრო ჯგუფური კავშირის სისტემა. ეგვიპტელს განმარტოების ეშინია, რადგან ასეთ სიტუაციაში საზოგადოებრივი წონა და პრესტიჟი არ აქვს. ჯგუფში უფრო დამაჯერებლად, უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ღირსების შელახვის შიში ეგვიპტელში იმდენად დიდია, რომ საშუალებას არ აძლევს თავს დამნაშავედ იგრძნოს, თვითკრიტიკა გამორიცხულია, ღირსების შესანარჩუნებლად სიცრუე მეორე ხარისხოვანია, ამიტომ გადარჩენისთვის სიცრუე დასაშვებია. მოსაუბრის სოციალური სტატუსი ეგვიპტელისთვის მნიშვნელოვანია. თავაზიანობა ფამილარობას არ ითვალისწინებს. მოთმინება, სოლიდური ქცევა განსაკუთრებით მოხუცებისა და ასაკოვნებისათვისაა დამახასიათებელი. მოთმინების პარალელურად ეგვიპტელებს ახასიათებთ აგზნებადობა, ემოციურობა, რის გამოც ხშირად საზღვარიც არ იცის.
21cbc14fa96d

ეგვიპტელისთვის დამახასიათებელია შრომისუნარიანობა, მაგრამ შრომის სიყვარული კი არა, არამედ შედეგისადმი ლტოლვაა. არ გამოირჩევიან პუნქტუალურობით. უყვართ მახვილგონივრული სიტყვა, იუმორი. მათთან პირდაპირი და ღია საუბარი ძნელია, ურჩევნიათ ჯერ პარტნიორის აზრი გაიგონ, არკვევენ რამდენად შესაძლებელია პარტნიორის ნდობა. ხშირად საუბრობენ ქარაგმულად, მინიშნებებით. ეგვიპტელები თავს იწონებენ წინაპრების წარსულით და თვლიან, რომ ეგვიპტე მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრია.
cf250b24710a
მათთვის ოჯახი წმინდაა, მისი შეუქმნელობა რელიგიისა და საზოგადოების წინაშე დანაშაულია. ეგვიპტელთა ოჯახი ტრადიციულად მრავალრიცხოვანია, მამის ძალაუფლებაზე დაფუძნებული. ეგვიპტელებს უმეტესად რამდენიმე სახელი ჰქვიათ. პირველი პიროვნების საკუთარი სახელია, მეორე მამის მიმანიშნებელი და ა.შ. თუ დაერთვის “ბენ’’ – წარჩინებულობის და მაღალი ჩამომავლობის ნიშანია. ეგვიპტელ მამაკაცს ოთხი ცოლის შერთვის უფლება აქვს, ყოველ მათგანს უნდა მიაქციოს ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებს სასამართლოში.
21cbc14fa96d

Back to top button