საკითხავი

კლასიკური მუსიკის შედევრები


კლასიკური მუსიკის შედევრები.

იოჰან პაჰელბელი


იოჰან პაჰელბელი არის XVII საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი, მას ბევრი უმაღლესი დონის კომპოზიცია აქვს გაკეთებული ბაროკოს მუსიკისთივს. ის ასწავლიდა მუსიკას პატარა იოჰან სებასტიან ბახს, მაგრამ ოსტატს ბევრი იცნობს კანონით.

Fazil Say — Kara Toprak(შავი მიწა)


თურქი კომპოზიტორი და პიანისტი ფაზილ სეი არის 43 წლის. ასაკთან ერთად ის უფრო უკეთეს და უკეთეს მუსიკას ქმნის, მაგრამ მისი მთავარი “ჰიტი” ჯერაც რჩება “შავი მიწა”. ემოციური ნაწარმოები, რომელიც სავსეა დაძაბულობით და ექსპერიმენტებით როიალის ხმასთან ერთად. 1:45-ის შემდეგ იწყება დაუვიწყარი.

ანტონიო ვივალდი


ოსტატის ოთხიდან ერთ-ერთი სავიოლინო კონცერტი, რომელიც ერთიანდება საერთო სახელით “წლის დროები”. “ზამთარში” ვივალდი წარმოუდგენელი ფორმით გადმოსცემს სიცივეს, ქარს და ბუნების მდგომარეობას ალპებში ზამთრის სეზონისას. ეს ასევე არის ადამიანური სიცოცხლის გაქრობის სიმბოლო. “წლის დროებს” ყველა იცნობს, თუკი არც კი ეჭვობენ მის შესახებ.

იოჰან სებასტიან ბახი – სონატა №3


ბახის №3-ის სონატის საორკესტრო არიას ხშირად შეცდომით უწოდებენ “ჰაერს”, მისი ძალიან მჩატე ჟღერადობისთვის, საერთო ნეტარებისთვის.

Ludovico Einaudi — Divenire


იტალიელი ლუდოვიკო ეინაუდი არის ერთ-ერთი იმათგან ვინც გულმოდგინეთ აგრძელებს კლასიკური მუსიკის წერას XXI საუკუნეში, ის ამით ახალგაზრდა ხალხს აყვარებს კლასიკურ მუსიკას. მის ნაწარმოებებში მთავარ როლს თამაშობენ ფორტეპიანო, რომელიც უნაკლოა და სავსეა ტრადიციებით და ასევე თანამედროვეობითაც.

Jon Schmidt — All Of Me


ჯონ შმიდტი არის იუტელი მორმონი, რომელიც პოპულარული გახდა YouTube-ზე ლამაზი ვიდეოკლიპით The Piano Guys, მან ასევე დაწერა All Of Me, რომ გადმოეცა თავისი ხედვა ამ მუსიკაში. ეს არის პოზიტიური და ოფტიმისტური პიესა, რომელშიც ჯონი დემონსტრირებს თითების საოცრებას და იდაყვით დაკვრას საჭირო მომენტებში.

Jon Schmidt & Steven Sharp Nelson — Michael Meets Mozart


ეს ნაწარმოები არის ჯონ შმიდტის და მისი მეგობრის სტივენ შარპ ნელსონის საერთო ნამუშევარი. მასში გაერთიანდა ორი უდიდესი მუსიკოსის მემკვიდრეობა – მაიკლ ჯექსონის და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის. საკმაოდ მიმზიდველი გამოვიდა.

Goran Bregovic — Underground Tango


გორან ბრეგოვიჩს ვერ დაუმატებ იმათ, ვინც თხზავს კლასიკურ მუსიკას, მაგრამ Underground Tango-ში მან შეძლო სიმფონიური ჟღერადობის და მასში ტკივლის და მწუხარების გადმოცემა, რომელიც გადაიტანა ბალკანელმა ერმა.

ფრედერიკ შოპენი – ნოქტურნი №2 მი-ბემოლი


ეს არის შოპენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნოქტიურნი. როგორც ყველა მისი ნოქტიურნი, ის სავსეა მოწყენილობით, მაგრამ ნათელია, წყნარია და რაღაც მხრივ ლირიკულიცაა.

ლუდვიგ ვან ბეთხოვენი – აპასიონატა


ლენინმა აპასიონატას უწოდა “გასაოცარი, არადამიანური მუსიკა”. ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ ბოლშევიკების და რევოლუციის ლიდერს, მაგრამ ამაში ნამდვილად ვერ შევეწინააღმდეგებით.

Yiruma — River Flows In You


კორეელი კომპოზიტორის ი რუმის კომპოზიციას იცნობენ ფილმ “ბინდის” ფანები. თუკი თქვენ გართულება გაქვთ ამ ფილმთან დაკავშირებით, ეს არ ცვლის იმას, რომ მელოდია River Flows In You არის ლამაზი.

კლოდ დებიუსი – მთვარის სინათლე


მუსიკოსმა შეძლო სულ რაღაც რამდენიმე წუთში ფორტეპიანოთი გადმოეცა თბილი, მთვარიანი ღამის მთელი ატმოსფერო.

Yann Tiersen — La Valse d’Amelie


იან ტირსენს ვერ მივაკუთვნებთ კლასიკოს-კომპოზიტორებს, მაგრამ მისი მცდელობა რამდენიმე კლასიკური ტრადიციის შეერთებისა აკორდეონთან ნამდვილად იმსახურებს ცალკეულ ყურადღებას. ფილმ “ამელის” და მუსიკალური ექსპერიმენტების მოყვარულები დამეთანხმებიან.

The Daydream — I Miss You


სულის გამხლეჩავი მინიმალისტური მელოდია, რომელიც აღწევს კანის ქვეშ და გვაიძულებს მოწყენას, დაწერა სამხრეთ კორეელმა კომპოზიტორმა ფსევდონიმით The Daydream 2001 წელს.

John Williams — Theme from Schindler’s List


მუსიკამ, რომელიც ჯონ უილიამსმა დაწერა “შინდლერის სიისთვის” შესანიშნავად გადმოსცა ფილმის განწყობილება, სწორედ ამიტომ მიიღო ჯონ უილიამსმა მიიღო ოსკარის პრემია.

Clint Mansell — Lux Aeterna


“რექვიემი ოცნებაზე” არის ერთ-ერთი უმძიმესი ფილმი და თანამედროვე კომპოზიტორის – კლინტ მანსელის მუსიკა ზუსტად შეესაბამება მას. დაძაბული, დრამატული და დაუსრულებლად მოსაწყენი.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – კონცერტი ფორტეპიანო №23-სთვის, ადაჟიო



ამ ნაკრებში შეიძლება მოცარტის ნებისმიერი ნაწარმოების თამამად შეტანა, მაგრამ კონკრეტულად ადაჟიო ოცდამესამე კონცერტიდან იდეალურად მიდის ატმოსფეროთი – სევდიანი და ძალიან შთამაგონებელი.

Hans Zimmer — Time


კიდევ ერთი საუნდტრეკი “კლასიკური” ჟღერადობით. კრისტოფერ ნოლანის “დასაწყისი” არ იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი ეს მუსიკა, რომ არა.

Yuki Kajiura — B.T.


იუკი კაძიურა ძირითადად მუსიკას წერს ანიმე-სერიალებისთვის. ბევრს გონია, რომ ანიმე-კულტურა და თანამედროვე კლასიკური მუსიკა არის ერთმანეთისთვის შეუსაბამო, მაგრამ ეს ასე არაა. გულის ამაჩუყებელი კომპოზიცია B.T. დაიწერა სერიალისთვის .hack/SIGN.

იოჰან შტრაუსი(ვაჟი) – ლამაზ ცისფერ დუნაიზე


ყოფილი ავსტრო-უნგრული იმპერიის ბუნების ბრწყინვალება გადმოცემულია მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ვალსის რითმებში და ნოტებში.

Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close