ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

სასარგებლო რჩევები (4 ნაწილი)


სამსახურისა თუ სწავლის შემდგომ ჩვენ მნიშვნელოვნად ვიღლებით, რის გამოც სახლში მოვდივართ ძალიან პასიურები და არაფრის კეთების ხასიათზე. ყველაფერი იმის ბრალია, რომ დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავთ. როგორც ნებისმიერი ჩვენი ტექნიკა, ასევე ჩვენც ვსაჭიროებთ დატენვას. ეხლავე აგიხსნით თუ როგორ ხდება ადამიანის ენერგეტიკული “დატენვა”.

პირველი მეთოდი – ეს არის სრულყოფილი რელაქსაცია. დაწექით მაქსიმალურად კომფორტულად, ხელები დაალაგეთ ან ტანის გასწვრინ ან გულ-მკერდის არეზე. შემდგომ წარმოიდგინეთ თუ როგორ დუნდება თქვენი ორგანიზმი. არა მთლიანად, ჯერ დაწყებული ფეხის თითები და შემდგომი მიყოლებილო მთელი სხეული. თუ ამ დროს თქვენ დაძაბეთ რაიმე სხეულის ნაწილი, მაშინ ყველაფერი დაიწყეთ თავიდან. ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ როგორ წევხართ პლაჟზე და თბებით მზის სხივების ქვეშ. 5-10 წუთი რელაქსაციის შემდგომ თქვენ კარგად დაისვენებთ და დააგროვებთ ენერგიას. მძიმე სამუშაო პირობებშიც კარგია რელაქსაციის გაკეთება, თუ გაქვთ ამის საშუალება.მეორე მეთოდი – ეს კეთდება პირველი მეთოდის შემდგომ. დადექით როგორც გესიამოვნებათ და წარმოიდგინეთ თითქოს თქვენი ფეხები ჩაფლულია ღმად მიწაში. თქვენ თითქოს იღებთ ენერგიას მიწიდან, რომელიც შემოდის ქუსლებიდან, მიემართება ფეხებში შემდგომ ზურგის გავლით კისრისკენ. გამოსვლისას კი, იგი მიემართება კუდუსუნამდე მკერდის გავლით და ისევ ამოდის კისრამდე ზურგის გავლით. ასე თქვენ აგროვებთ ე.წ. “ენერგიის რგოლებს”. ასე გააგრძელეთ 3-5 წუთის განმავლობაში.მესამე მეთოდი – აქ ჩვენ დავაგროვებთ კოსმოსურ ენერგიას. ამობობენ რომ მისი დაგროვება ყველაზე კარგია დილით და საღამოთი, რადგანაც ამ დროს ჰაერის სივრჩეში იმყოფება ენერგიის დიდი მოცულობა. დაჯექით ლოტუსის პოზაში და ხელის მტევანი განაწყეთ მუდრუს სტილში (სურათზე როგორცაა გამოსახული). ისუნთქეთ ესეთი სქემით: 5-5-5-5, ჩასუნთქვა-შეკავება-ამოსუნთქვა-შეკავება და თავიდანვე გაიმეორეთ. ჩასუთქვისას წარმოიდგინეთ თუ როგორ კოსმოსური ენერგია სფეროს თქვენს თავზედ, შეკავების დროს იგი ივსება ამ ენერგიით, ამოსუნთქვისას ეს სფერო შედის თქვენს ორგანიზმში და ავსებს მას ენერგიით, და ბოლო შეკავების დროს სფერო უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. გააკეთეთ 4-5 წუთის განმავლობაში.

ენერგია ჯობია წარმოიდგინოთ ფერადად. მაგალითად კოსმოსური ენერგიას მისცეთ იისფერი ხოლო მიწის ენერგიას კი მწვანე.

 

მელნის ლაქები რთული ამოსაყვანია ქსოვილიდან. აქ უბრალო წყალი და საპონი არ გიშველით, მითუმეტეს როცა მელანი ტანსაცმელზეა. მაგრამ არსებობს სხვადასხვა მეთოდები მელნის ამოსაყვანათ, მათ შესაცნობად წაიკითხეთ შემდგომი ინსტრუქცია.

რა დაგვჭირდება?

-იზოპროპილის სპირტი
-საპარსი კრემი
-თმების ლაქი

ლაქით დასვრილ ადგილას წავუსვათ იზოპროპილის სპირტი რომ ქსოვილი კარგად გაიჟღინთოს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელი არ ვახლოთ, ვინაიდან სპირტი შევიდეს რეაქციაში მელანთან. 5-10 წუთის გასვლის შემდგომ გავწმინდოთ ლაქის ადგილი რბილი ნაჭრით (წყლით ან სპირტით დასველებული). ასევე კარგია გამოიყენოთ თეთრი ერთჯერადი ხელსახოცები.

თუ სპირტის საშუალებით თქვენ ვერ ამოიყვანთ ლაქას, მაშინ გამოიყენეთ საპარსის კრემი. ესეცე ასევე უნდა დავიტანოთ ლაქის ადგილად და რაღაც პერიოდით დავტოვოთ. ამის შემდგომ კრემი გავწმინდოთ რბილი ნაჭრით.

თუ საპარსი კრემმაც არ გიშველათ მაშინ გამოიყენეთ თმების ლაქი. ამ მეთოდს ჯობია მივმართოთ უკიდურეს შემთხვევაში რადგან ლაქმა შეიძლება დააზიანოს გარკვეული სახის ქსოვილი.

მელნის ლაქები ქსოვილზე, კანზე თუ ხის ნაწარმზე შესაძლებელია ლიმნის წვენითაც ამოყვანა. ლიმნის წვენში უნდა ჩავაწოთ რბილი ნაჭერი ან გუბკა და შემდგომ გავწმინდოთ დალაქავებული ადგილი სანამ მელანს არ მოვიყვანთ.

გელიანი საწერი კალმის მელნის ამოყვანა გაცილებით რთულია სპირტის საშუალებით. ამისათვის გამოგადგებათ ჩვეულებრივი ფანქრის საშლელი.

თუ თქვენ ცდილობთ მელნის ხის ნაწარმიდან ამოყვანას, მაშინ ფრთხილად გამოიყენეთ სპირტი რადგან მას შეუძლია მელანი გასრისოს ზედაპირზე. დაიმახსოვრეთ, ხის ზედაპირის მელნისგან გაწმენდის შემდგომ აუცილებელია დასველებული ნაჭრით გაწმენდილი ადგილის მოსმევა. დაელოდეთ სანამ ხის ზედაპირი გაშრება და შემდგომ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით (მაგალითად, ცვილის დტანება).

აეროფობია აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 20%-ს. მიზეზები, რომლის გამოც შეიძლება გაჩნდეს ფრენის შიში მრავალფეროვანია-პირველად გაფრენის შიშიდან დაწყებული ავიაკატასტროფის შიშით დამთავრებული.

ადამიანის დარწმუნება იმაში, რომთვითმფრინავით ფრენა უსაფრთხოა, არ შეუძლიათ დადებით სტატისტიკებს, მეგობრების გამოცდილებას, გონივრულ არგუმენტებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულწილად თვითმფრინავით ფრენის ეშინია ყველა ადამიანს, მაგრამ ზოგიერთს შეუძლია საკუთარი თავის დამშვიდება და შიშის დაძლევა ფრენის დროს. ზოგიერთს ეს თვისება არ გააჩნია, ამიტომ პანიკაში ვარდება სიტყვა “თვითმფრინავი”-ს გაგონებაზეც. ამიტომ აეროფობიის დაძლევისას მნიშვნელოვანია სწორედაც რომ თვითდამშვიდების შესწავლა.

ყველასათვის ცნობილია, რომ შიშს გააჩნია ფიზიოლოგიური გამოვლინება, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, ცახცახი, სუნთქვის გაძნელება, ოფლიანობა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს სიმპტომები, რეკომენდირებულია გაფრენამდე კარგად გამოძინება, კუჭის განთავისუფლება და ცოტა წახემსება. აგრეთვე, საჭიროა თვითმფრინავში გეცვათ თავისუფალი და მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რაც ხელს არ შეუშლის სისხლს თავისუფლად მოძრაობაში. ასეთ ტანსაცმელში თქვენ იქნებით კომფორტულად, რაც საშუალებას მოგცემთ არ გაამწვავოთ თქვენი მდგომარეობა.

იმისათვის, რომ თქვენი ტვინი არ იყოს დაკავებული შიშებით, საჭიროა დაკავდეთ რაიმე სასარგებლო საქმით. მაგ. შეგიძლიათ შეავსოთ კროსვორდები, წაიკითხოთ წიგნები და ჯურნალები, უყუროთ ფილმს. თუ თქვენი გაფრენა დაკავშირებულია ბიზნესთან, გადახედეთ დოკუმენტებს, თუ დასვენებასთან-დაგეგმეთ თითოეული დღე და წუთი. ეს დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში და დროც სწრაფად გაივლის.

აგრეთვე კარგია ურთიერთობა. გაიცანით თქვენი მეზობლები, ელაპარაკეთ ნებისმიერ თემაზე-სამსახურზე, მეგობრებზე, ბავშვებზე, დასვენების გეგმებზე. ეს დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში და საშუალებას მოგცემთ დაივიწყოთ, რომ თვითმფრინავში ხართ.

აგრეთვე აუცილებელი არაა პანიკაში ჩავარდნა სხვადასხვა მიზეზების გამო. არ უსმინოთ ძრავის მუშაობას (თქვენ ხომ მაინც არ იცით როგორ უნდა მუშაობდეს სწორად), არ დაიწყოთ სხვების სახის შესწავლა და მათში პანიკის ამოცნობა, მოდუნდით და დამშვიდდით. ყოველდღიურად ცაში ფრინდება ასიათასობით თვითმფრინავი და ყველა უსაფრთხოდ აღწევს დანიშნულ ადგილამდე, ამიტომ თქვენ არაფერი მოგივათ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close