გასართობისაკითხავისასარგებლო

სასარგებლო რჩევები (3 ნაწილი)

641d0dea7dbc
3D სათვალის დამზადება სახლის პირობებში.  თანამდეროვე ტექნოლოგიებმა მოგვცა საშუალება, უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ნანახი მოვლენები აღვიქვათ, შევიგრძნოთ და დავინახოთ ახალი ფორმატით. საუბარია 3D ფორმატზე. ამ ეფექტის დამსახურებით შეგიძლიათ გამოსახულებიდან სრულიად განსხვავებული შეგრძნებისა და ემოციის მიღება. დღეს თითქმის ყველა კინოთეატრშია შესაძლელელი ფილმის ნახვა ამ ფორმატში. შეგრძნება კი ისეთია, თითქოს ფილმის ნაწილი ხართ. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ უკვე სახლში მშვიდად შეიძლება 3D გამოსახულების ნახვა საკუთარ კომპიუტერთან. ამისთვის კი საჭიროა სპეციალური სათვალის შეძენა, მაგრამ ასევე ადვილია მისი სახლში გაკეთებაც.



3D სათვალის გასაკეთებლად სახლის პირობებში საჭიროა

1.ჩვეულებრივი მზის სათვალე, რომელიც აღარ გჭირდებათ და პლასტიკატი

2..წითელი და ლურჯი სათვალე

3.პლასტიკატის ბოთლი

მზის სათვალიდან ამოიღეთ მინები, საჭიროა ჩარჩო. ამიტომ ყველაზე იაფიანი სათვალის შეძენა ყველაზე კარგი ვარიანტია ამ მომენტისთვის.

პლასტიკატის ბოთლიდან გამოჭერით ლინზები, ჩარჩოს ზომის. შეგიძლიათ ამოცლილი მინები გამოიყენოთ თარგად.

შეღებეთ მარკერით გამჭირვალე ლინზა. საჭიროა იცოდეთ, რომ მარცხენა თვალის ლინზა უნდა იყოს შეღებილი წითლად, ხოლო მარჯვენა მხარე ლუჯად.

შეღებილი ლინზები ჩასვით ჩარჩოში და 3D სათვალეც მზადაა. როგორც ხედავთ საკმაოდ მარტივი და ადვილია მისი გაკეთება.

 

თუ ფლეშკა ფაილებს არ აჩვნებს, ხოლო მის მონაცემებში წერია: RAW, დაკავებულია :0 ბაიტი. თავისუფალია:  0 ბაიტი. მოცულობა : 0 ბაიტი. გააკეთეთ შემდეგი მოქმედებები:

გადატვირთეთ კომპიუტერი

გამორთეთ ფლეშკა USB–პორტებიდან და თავიდან შეაერთეთ

შეამოწმეთ მთლიანი ფლეშ–კარტა

თუ ფლეშკაზე ფაილები ისევ არ გამოჩნდა , მისი დაფორმატება მოგიწევთ. დაფორმატებისას ყველა ფაილი წაიშლება, ჩვენ მათ მოგვიანებით აღვადგენთ. მაუსის ისარის ფლეშკის იკონაზე მიტანით მაუსის მარჯვენა ღილაკზე დავაკლიკოთ, მოვნიშნოთ დაფორმატება შემდეგ კი დაწყება.

ამის შემდეგ ფლეშკა უნდა გაიხსნას. იმისათვის რომ აღვადგინოთ წაშლილი ფაილები გადმოვიწეროთ სპეციალური ფაილების აღსადგენი პროგრამა. ლინკი

პროგრამებს ინტუიტიური გასაგები ინტერფეისი გააჩნიათ. მათი დახმარებით ფაილების 80 % აღდგენას შეძლებთ.

 

უხერხული სიტუაცია ჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ რაღაც საქციელით არღვევთ ქცევის ნორმას, რომელიც მიღებულია საზოგადოებაში და თანაც აკეთებთ ამას სრულიად შემთხვევით.ამის შემდეგ თქვენი მიზანია ისევ შეხვიდეთ კონტაქტში რეპუტაციისა და ნერვების მინიმალური დანახარჯით.

1) უხერხული სიტუაციიდან გამოსასვლელი მთავარი წესი იუმორია. უხერხულ სიტუაციას უნდა “დაცინოთ”, შემოაბრუნოთ ისე, რომ თქვენს სასარგებლოდ იმოქმედოს. ხანდახან ძნელია ამისი წარმოდგენა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. თქვენ შემთხვევით ყველას თვალწინ გადაიქციეთ ყავა თეთრ ტანსაცმელზე? უბრალოდ თქვით, რომ ის ისედაც არ მოგწონდათ და არც არავინ შეიმჩნევს და თქვენც აღარ იგრძნობთ თავს უხერხულად.

2) მეორე წესი – არასოდეს გაექცეთ უხერხულ სიტუაციას. მაგალითად, მაღაზიაში სალაროსთან აღმოაჩინეთ, რომ არ გყოფნით ფული შეძენილი ნივთების გადასახდელად. ასევე უთხარით მოლარეს, სთხოვეთ დატოვოს ის ნივთები, რაც უაღრესად გჭირდებათ, ბოდიში მოიხადეთ და უთხარით, რომ ზუსტად ვერ გათვალეთ თანხის რაოდენობა. გადაიხადეთ რაზეც გყოფნით ფული და უხერხული სიტუაციაც დაძლეულია. ან ვთქვათ ქუჩაში მხიარულად მიესალმეთ სრულიად უცხო ადამიანს. ეგრევე არ გაიქცეთ, ბოდიში მოიხადეთ, უთხარით რომ შეცდით და უსურვეთ წარმატებული დღე. ამგვარად არც თქვენ შერცხვებით და სხვასაც აუმაღლებთ განწყობას.

3) არსებობს ისეთი სიტუაციებიც, რომლებიდანაც ვერც იუმორით და ვერც ბოდიშებით გამოხვალთ. ვთქვათ, დაჯექით ახლადშეღებილ სკამზე. ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში სახლამდე ზოლიანი მოგიწევთ მისვლა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ქუჩაში ყველა გამვლელი (რომც იცინოდნენ) გხედავთ თქვენ პირველად და ბოლოჯერ. თქვენ მათ აღარ შეხვდებით, ამიტომ აზრი აღარ აქვს სიდარდეს მომხდარზე.

4) რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ უხერხულ სიტუაციაში ადრეა თუ გვიან ყველა ვარდება (თან არაერთხელ). რომც იწვოდეთ სირცხვილისგან გახსოვდეთ, რომ უახლოეს მომავალში ეს სიტუაცია დავიწყებას მიეცემა. შეიძლება დროდადრო გაგახსენდეთ, მაგრამ ეს არაფერია. თუ გარშემომყოფებს არ ეყოფათ იმისი ზრდილობა, რომ დროულად დაივიწყონ მომხდარი და წარამარა დაიწყებენ ამის შეხსენებას, მაშინ შესაძლოა კოლექტივის შეცვლა მოგიწიოთ, რადგან ეს ნამეტანი “არაადეკვატურია”.
818977a463f7
ალბათ ყველა ჩვენგანს არც თუ ისე იშვიათად ვვარდებით სტრესულ სიტუაციაში, გვიფუჭდება ხასიათი, ვფიქრობთ ათასნაირ სისულელეზე და ამით გარშემომყოფებსაც ვაღიზიანებთ. ამ სტატიაში მოვიყვან რამდენიმე პრიმიტიულ მეთოდს უხასიათობასთან და ბრძოლაში, რომლებიც სიმარტივის მიუხედავად მაინც მოქმედებს.

რჩევა #1. ეს იმდენად მარტივია, რომ ეჭვიც კი შემეპარა მის მოქმედებაში, მაგრამ შედეგმა გამაკვირვა:
დადეგით სარკის წინ, გაიმართეთ, თავი გაასწორეთ და ფართოდ გაიღიმეთ (3 წუთი მაინც). თითქოს სულელურია, მაგრამ გამოდის უკუკავშირი, რაც აძლიერებს დადებით მოქმედებას. მოწყენილობა ქრება.

რჩევა #2. თუ რამეზე ან ვინმეზე გაბრაზებული ხართ და ემოცია გაწვებათ, აიღეთ ბალიში და მთელი ძალით იყვირეთ (ბალიშში), ურტყით ბალიშს (მთავარია ემოციისგან განთავისუფლდეთ, მაგ. იაპონიაში უფროსების კაბინეტთან დგამენ უფროსის გამოსახულლების სათამაშოს, თუ ვინმე გაბრაზებული გამოვა უბაგუნებს ამ სათამაშოს და ასე გამოდის ცუდი მდგომარეობიდან). აგრეთვე შეგიძლიათ დახიოთ ფურცლები, ან დაწეროთ ფურცელზე რატომ ხართ გაბრაზებული ან ნაწყენი. კარგია ასევე ფიზიკური დატვირთვა.

რჩევა #3. მოუსმინეთ რაიმე სამოტივაციო სიმღერას ან ჩიტების ჟღურტულს.

რჩევა #4. დაათვალიერეთ საოჯახო ალბომი, გაიხსენეთ ბავშვობა.

რჩევა #5. თუ რაიმე უმნიშვნელო პრობლემის გამო ღელავთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ და ისე შეხედეთ ამ პრობლემას, ის სასაცილოდაც მოგეჩვენებათ.

რჩევა #6. სირბილი, სწრაფი სიარული ან ველოსიპედით გასეირნება საშუალებას მოგცემთ, პრობლემებიდან ყურადღება მოძრაობაზე გადაიტანოთ.

რჩევა #7. თუ უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ უყურეთ კომედიურ ფილმს, გაიციცნეთ (მიუხედავათ იმისა გეცინებათ თუ არა) და კარგ ხასიათზე დადგებით.

მსგავსი ამბები

Back to top button