გასართობისაკითხავისასარგებლო

თქვენ არავისადმი არაფერი არ გევალებათ


თქვენ არავისადმი არაფერი არ გევალებათ.

1. თქვენ არ გევალებათ ვინმეს აუხსნათ თქვენი ცხოვრებისეული სიტუაცია.

თუკი თქვენ დაქორწინებული ხართ, ან ერთი სახლიდან მეორეში გადადიხართ, ან 20-ზე მეტის ხართ და ცხოვრობთ მშობლებთან ერთად – თქვენ არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ, თუ რატომ იქცევით ასე და არა პირიქით. თუკი თქვენ თქვენი ცხოვრების კურსში დარწმუნებული ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასე მოქცევის საკუთარი მიზეზები და ისინი არავის არ ეხება.

2. თქვენ არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ თქვენი ცხოვრების პრიორიტეტები

თქვენ გაქვთ საკუთარი აზრები იმაზე, რა შეიძლება გააკეთოთ საკუთარი ახლობლების და თქვენი კომფორტისთვის და ბედნიერებისათვის – აი თქვენი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ყველანი უნიკალური პირადის მატარებლები ვართ სხვადასხვა ფასეულობებით, ოცნებებით და მიზნებით, ერთი ადამიანის პრიორიტეტები მუდმივად განსხვავებული იქნება სხვის პრიორიტეტებისგან. თქვენ თქვენი პრიორიტეტები თქვენთვითონ უნდა განსაზღვროთ და არავისადმი არ ხართ ვალდებული თქვენი პრიორიტეტები გააზიაროთ.

3. თქვენ ვალდებული არ ხართ მოიბოდიშოთ, თუ თქვენ არ წუხართ

თუ თქვენ არ წუხართ თქვენი მოქმედებების გამო და ძველებურად თვლით, რომ ვიღაც არ იყო სწორი ან არ გჭირდებათ მობოდიშება, თქვენ არც უნდა მოიბოდიშოთ. ბევრი ადამიანი ცდილობს ძალიან მალევე მოიბდიშოს, რომ მალევე განკურნოს ჭრილობები, რომლებიც მზად არ არიან ასეთი “განკურნებისთივს”. ამან შეიძლება მდგომარეობა უფრო გააუარესოს. თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ მობოდიშება, თუკი თქვენ თქვენ თავს არ გრძნობთ დამნაშავედ.

4. თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს წინ თავი იმართლოთ იმ დროის გამო, რომელიც მარტოობაში გაატარეთ

ბევრს ეშინია “უხეში” და “ანტისოციალისტური” მარკის, თუკი თქვენ თქვენს გეგმებს აუქმებთ ან უარს ამბობთ მიწვევაზე მხოლოდ იმის გამო, რომ გინდათ მარტო ყოფნა, რომ დაისვენოთ, “გადაიტვირთოთ” ან უბრალოდ წაიკითხოთ კარგი წიგნი, ეს კარგიცაა, რადგან მსგავსი ტაიმ-აუტები – სრულიად ნორმალური პრაქტიკაა, აუცილებლობაა ბევრი ჩვენთაგანისთვის. მიიღეთ ისინი და არავის არ აუხსნათ რატომ მოიქეცით ასე.

5. თქვენ ვალდებული არ ხართ დაეთანხმოთ ვინმეს პირად შეხედულებებს

მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც ყვება რაღაცეებს თავის შეხედულებებზე, არ უნდა იჯდეთ და უქნიოთ თავი თანხმობის ნიშნად ყველაფერზე. თუკი თქვენ არ იზიარებთ მათ იდეებს და შეხედულებებს, არ დაეთახნმოთ მას, უკეთესია წყნარად საპირისპირო თქვათ, ვიდრე დააგროვოთ იმედგაცრუება და უკვაყოფილება.

6. თქვენ ვალდებული არ ხართ თქვათ “დიახ”

თქვენ გაქვთ სრული უფლება თქვათ “არა”, თუკი დათანხმებისთვის არაა განსაკუთრებული მიზეზები. ყველა სფეროში წარმატებას აღწევენ უფრო ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უარის თქმის ხელოვნება იმ ყველაფრისგან, რაც არ არის მათი პრიორიტეტი. აღიარეთ სხვა ადამიანების სიკეთე და იყავით მადლიერები, მაგრამ მამაცურად უთხარით “არა” ყველაფერს, რასაც თქვენი ყურადღება გადააქვს ძირითადი მიზნებისგან.

7. თქვენ ვალდებული არ ხართ თქვი იმართლოთ თქვენი გარეგნობისთვის

თქვენ შეიძლება იყოთ სრული, მაღალი, დაბალი, მსუქანი, სიმპათიური, მაგრამ თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს აუხსნათ თუ რატომ ხართ ასეთი. თქვენი გარეგნობა – თქვენი საქმეა. არ მისცეთ უფლება ვინმემ განსაჯოს თქვენი გარეგნობა.

8. თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს აუხსნათ რომელ საჭმელებს ანიჭებთ უპირატესობას.

არის განსაზღვრული პროდუქტები, რომლებიც არ მოგწონთ გარკვეული მიზეზების გამო, გემოს გამო ან მათი გავლენის გამო თქვენს ჯანმრთელობაზე. თუკი ვინმე გეკითხებათ რატომ ჭამთ, ან არ ჭამთ, არ მიაქციოთ ამას ყურადღება და უპასუხეთ, რომ თქვენ თქვენს თავს გრძნობთ კარგად ამ საჭმლის გამო.

9. თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს აუსხნათ თქვენი სექსუალური ცხოვრება

თუკი თქვენ ახლოს ხართ უფროს ადამიანთ გარკვეული ურთიერთსაპირისპირო შეთანხმების გამო, მაშინ არავის არ ეხება, სად და როგორ ატარებთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებას. თქვენ შეიძლება ელოდოთ ქორწილს, შეხვიდეთ შემთხვევით კავშირებში და ჩაატაროთ ექსპერიმენტი ერთი სქესის ადამიანთანაც კი, მანამ სანამ თქვენ იღებს სიამოვნებას, ეს თქვენი პირადი საქმეა.

10. თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს აუხსნათ თქვენი კარიერული ან პირადი არჩევანი

ზოგჯერ გარემოებები გვაიძულებენ გავაკეთოთ არჩევანი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. ეს გადაწყვეტილება არასოდესაა მარტივი მისაღები და თქვენ საბოლოო ჯამში შეგიძლიათ აირჩიოთ სამუშაო – არა იმიტომ, რომ არ ზრუნავთ თქვენს ოჯახზე, არამედ იმიტომ, რომ ეს არჩევანი თქვენ მომავალში გაჩუქებთ უსაფრთხოებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ ვალდებული არ ხართ გარშემო მყოფებს აუხსნათ, რატომ აირჩიეთ პროფესია ან ოჯახი, თუკი თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც საჭიროა.

11. თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს აუხსნათ თქვენი პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებები

თუკი თქვენ ხართ დემოკრატი, რესპუბლიკელი, კათოლიკე, პროტესტანტი, ან მუსულმანი – ეს თქვენი პირადი არჩევანია. თქვენ ვალდებული არ ხართ ახსნათ თქვენი რწმენა. როდესაც ვიღაცას არ შეუძლია ასეთი მიგიღოთ, როგორიც ხართ – ეს მისი პრობლემაა და არა თქვენი.

12. თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს აუხსნათ, რატომ ხართ მარტო

დაქორწინებული ხართ თუ არა არ უნდა ეხებოდეს არავის თქვენს გარდა. მარტოობა ეს პირადულია. თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანში. უბრალოდ გახსოვდეთ: თქვენ – ეს თქვენი ოჯახური მდგომარეობა არ არის. არ უნდა მიიკროთ უსარგებლო სოციალური იარლიყები.

13. თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს შეხვდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ასე გთხოვეს

ვიღაცა შეიძლება იყოს საყვარელი და სიმპათიური, მაგრამ თქვენ ვალდებული არ ხართ მასთან პაემანზე წახვიდეთ. თუკი სულის სიღრმეში გრძნობთ, რომ ეს შეხვედრა თქვენ არ გჭირდებათ, მაშინ არ წახვიდეთ მასზე. იპოვით უარის თქმის მიზეზი და შეიცვალეთ გადაწყვეტილება.

14. თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს აუხსნათ თქვენი გადაწყვეტილება ქორწილთან დაკავშირებით

დამუკიდებლად იმისგან, გსურთ თუ არა დაქორწინება და ბავშვების გაჩენა ან გირჩევნიათ დარჩეთ თავისუფალი და უშვილო, ეს რჩება პირად გადაწყვეტილებად. თუკი თქვენი დედაც გთხოვთ შვილიშვილებს, მას მოუწევს შეეგუოს თქვენს ცხოვრებისეულ არჩევანს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს.

15. თქვენ ვალდებული არ ხართ ვინმეს აუხსნათ თქვენი არჩევანი ურთიერთობებში

ზოგჯერ ადამიანები აკეთებენ მინიშნებებს თქვენს რომანტიულ ურთიერთობებზე. ვიღაცამ ალბათთ თქვა, რომ თქვენ “არ ხართ იდეალური წყვილი” ან უნდა მოძებნოთ სხვა. ამ საკითხში თქვენ არ ხართ ანგარიშვალდებული ვინმესადმი, გარდა თქვენი თავისა. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით, არასოდეს გაწყვიტოთ ან არ შეინარჩუნოთ ურთიერთობები მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცა გიბრძანებთ ასე მოიქცეთ და ყველაფერი კარგად იქნება. დაუშვით შეცდომები და ისწავლეთ მათზე – სწორედ ეს არის ნამდვილი ცხოვრება.

მსგავსი ამბები

Close
Close