ქართველმა ფალავანმა 8,28 -ტონიანი სატვირთო მანქანა ცალი ყურით გაათრია
29 ნოემბერს ლაშა პატარაია, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გახდა ახალი მსოფლიო რეკორდის ავტორი უჩვეულო კატეგორიაში:
32 წლის ქართველმა ათლეტმა, ადგილიდან დაძრა 8 ტონის და 280 კილოგრამის წონის (8, 28) სატვირთო მანქანა ცალ ყურზე მობმული თოკით და 21 მეტრისა და 50 სმ-ის მანძილზე გაათრია. (ნახეთ ვიდეო:)
ამ მონაცემების საფუძველზე, ლაშა პატარაია მოხვდება გინესის რეკორდების წიგნის ჩანაწერებში. მსოფლიო რეკორდი რუსთავის ავტოდრომზე დამყარდა, სადაც რეკორდსმენთა კავშირის, სპორტის სამინისტროს, ათლეტიზმის ფედერაციისა და ოლიმპიელთა კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეკორდი სპეციალურმა კომისიამ დაამოწმა და უახლოეს მომავალში გინესის რეკორდების წიგნში აისახება.
ჩემპიონის თქმით, ახალი რეკორდის დამყარებისათვის, იგი ემზადებოდა ორი თვის განმავლობაში…
ქართველმა ფალავანმა და ძალოსანმა, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ლაშა პატარაიამ RIM ავტოდრომზე ახალი რეკორდი დაამყარა. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ლაშა პატარაიამ თავის VI მსოფლიო საგინესო სარეკორდო ასპარეზობა გამართა. ათლეტმა შეეცადა ცალი ყურით, ნეილონის საბელით, მძიმე სატვირთო ავტომობილი (8,28 ტონა) ადგილიდან დაძრა და სარეკორდო მანძილით გადაადგილა.
ქართველ რეკორდსმენს „დისქვერის“ ფილმში იღებენ. მსოფლიო 7-გზის ჩემპიონი – ლაშა პატარაია ამერიკის შეერთებულ შტატებში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად მიიწვიეს. ქართველი ათლეტი სუპერმენის გადაღებაში ორ მსოფლიო რეკორდსმენთან მიიღებს მონაწილეობას. ქართველი რეკორდსმენის დავალება დოკუმენტურ ფილმში ყურებით რამდენიმე ტონიანი ავტომობილის გადაადგება იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლაშა პატარაიასთვის ეს რეკორდი რიგით მეშვიდეა. მისი წინა რეკორდებიც მძიმე წონების დაძლევას უკავშირდება. მათ შორის: პატარაიას ყურებით გათრეული აქვს ორი მიკროავტობუსი, სამხედრო შვეულმფრენი და ამჯერად უკვე 8,28 -ტონიანი სატვირთო ავტომობილი.
ნახეთ ვიდეო: ლაშა პატარაის ახალი რეკორდი. მოჭიდავის ყურზე ათობით ტონა ტრანსპორტია. ამ ვიდეოში ლაშას ყურმა 8,28 ტონიან სატვირთო მანქანას გაუძლო
ასეთი ცნობილი მხოლოდ ვან გოგის ყურია, ნახეთ:
ნახეთ ვიდეო – ქართველ ათლეტს “დისქავერის” ფილმში იღებენ:
ნახეთ: ქართველმა ათლეტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პატარაიამ ცალ ყურზე მობმული თოკით 8.28 ტონიანი სატვირთო ავტომობილი 231 მეტრსა და 50 სმ-ზე გაათრია: