გასართობისაკითხავისასარგებლო

სასარგებლო საიტები


სასარგებლო საიტები.

ფოსტა 10 წუთით

თუკი თქვენ გსუფთ ელექტრონული ფოსტის მისამართი, მაგრამ თქვენი ძირითადი ფოსტის გამოყენება არ გსურთ, მაშინ თქვენ გამოგადგებათ საიტი 10minutemail.com. თქვენ მიიღებთ email-ს, რომელიც წაიშლება 10 წუთში, თუკი თქვენ კიდევ უფრო დიდიხნით გსურთ, მაშინ ერთი დაკლიკვით გაახანგრძლივებთ მას კიდევ 10 წუთით.

მათემატიკური დამხმარე

მათემატიკის მაგალითების ამოხსნაში დაგეხმარებათ საიტი www.mathway.com. ნამდვილად გამოსადეგი ვებ-გვერდია.

ვიდეორგოლების შექმნა

უფასო და გამოსაყენებლად მარტივი საიტი www.screenr.com, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ვიდეოფაილები იმ ყველაფრის ჩაწერით, რაც ხდება თქვენი კომპიუტერის ეკრანზე.

საიტი “დაეცა” ყველასათვის ან მხოლოდ ჩემთვის?

თუკი ვერ შედიხართ რომელიმე საიტზე და ეჭვობთ, რომ საქმე პროვაიდერში, ბრაუზერში ან კიდევ რაიმეშია, შედით საიტზე downforeveryoneorjustme.com, რომელიც გეტყვით, ხელიმისაწვდომია თუ არა რესურსი მოცემულ მომენტში?

რამხელა დრო გავიდა?

თუკი თქვენ შემთხვევით დაგავიწყდათ რამდენი წლის ხართ, მაშინ საიტი www.timeanddate.com სწრაფად გამოთვლის თქვენს ზუსტ ასაკს.

ონლაინ მაღვიძარა

თუკი თქვენ გჭირდებათ მაღვიძარა, მაშინ მისი დაყენება შეგიძლიათ მოცემულ საიტზე: onlineclock.net

დიდი პოსტერი

დიდი პოსტერის შექმნა ნაწილებით შეგიძლიათ მოცემულ საიტზე: rasterbator.net

გადაბრუნებული ტექსტი

საიტი სახელად www.fliptext.org გადააბრუნებს ნებისმიერ ტექსტს! სამწუხაროდ საიტი მუშაობს მხოლოდ ინგლისურ სიტყვებზე.

მარტივი გაღვიძება

თუკი თქვენ განიცდით პრობლემებს გაღვიძებასთან დაკავშირებით, მაშინ სცადეთ საიტი sleepyti.me, რომელიც ითვლის ძილის ციკლებს დაძინების დროზე დამოკიდებულებით.

აქაუნთების მკვლელი

თუკი თქვენ დაგღალათ სოციალურმა ქსელებმა და გსურთ სამუდამოდ წაშალოთ საკუთარი აქაუნთი, მაშინ www.accountkiller.com გეტყვით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს სწრაფად.

კომიქსი საკუთარი ხელებით

კომიქსების შემქმნელის როლს თქვენ გაგრძნობინებთ საიტი www.stripcreator.com. აირჩიეთ გმირები და მიაწერეთ დიალოგები.

მსგავსი ამბები

Close
Close