არქივი

ახალი ჰოლანდიური როდსტერი

f096f53841fb

ჰოლანდიური კომპანია Silvermine წარმოებისთვის ამზადებს მსუბუქ სატრეკო როდსტერს, სახელად Silvermine 11SR, რომლის ესკიზებიც ინტერნტში გავრცელდა. კომპანიას უკვე მზად აქვს ავტომობილის სატესტო ვერსია , რომელსაც პირველი სატრეკო ტესტები ჩაუტარდა კიდეც.

11SR-ს შასი საკუთრივ Silvermine-ს სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული, მის დიზაინი კი ძმებმა, მარკო და ანდრიეს ფან ოვერბიკებმა შეიმუშავეს. მთლიანობაში, ავტომობილის შემუშავებას ჰოლანდიელი ინჟინერი ფრანკ ფან რუენდალი უძღვება. პირველ რიგში, მათ შასი დაამზადეს, რამაც დიზაინისთვის საჭირო პარამეტრების საშუალება მისცა.
24422c388ef8

Silvermine 11SR-ს მზიდი სტრუქტურა ძირითადად ალუმინის პროფილებისა და ფურცლებისგან შეიკრა, რისი წყალობითაც ის საკმაოდ მსუბუქი იქნება (შესაბამისი მონაცემები გამოქვეყნებული ჯერ არ არის). ალუმინისგანვეა დამზადებული საკიდარის ძირითადი ელემენტებიც. შასის ბევრი ელემენტი, სხვა კომპანიებმა, Silvermine-ს შეკვეთით დაამზადეს. ძარა კომპოზიციური მასალისგან დამზადდება.
3bf306b8ce48

რაც შეეხება ძრავს, რომელიც ბაზაში, უკანა ღერძის წინ არის განლაგებული, ის Subaru-ს წარმოების 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ოპოზიტია და 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ოღონდ, სატესტო პროტოტიპი, ამავე ძრავის 100 ცხენის ძალით შესუსტებული ვერსიითაა აღჭურვილი. ჯერჯერობით არაა დაზუსტებული ტრანსმისიის ტიპი და მისი საფეხურების რიცხვი, ასევე ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები.
cd01d6b64ed6
420db71a6900
9273bf7c2b4e
სავარაუდოდ, Silvermine 11SR-ს წარმოება წელს დაიწყება, მისი ფასი კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მსგავსი ამბები

Back to top button