გასართობისაკითხავისასარგებლო

პოსტი ყველაზე აღმაფრთოვანებელი საუნდტრეკების შესახებ


პოსტი ყველაზე აღმაფრთოვანებელი საუნდტრეკების შესახებ.

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო
Howard Shore — Concerning Hobbits

კომპოზიტორმა ჰოვარდ შორმა დაწერა ფილმისთვის საუკეთესო საუნდტრეკი – მასშტაბური და ეპიკური. ფილმის გარეშეც ამ მუსიკის მოსმენისას უბრალოდ წარმოგიდგება ელფები, ორკები, ჯადოქრები და დიდებული ბრძოლები ბოროტებასთან, მაგრამ ყველაზე მეტად სულში გხვდება სოფელი შირი – ფროდოს სამშობლო.

ამელი
Yann Tiersen — La valse d`Amelie

ეს ფილმი არის საყვარელი ფრანგი ქალის ამელი პულენის შესახებ, მაგრამ ახლა მთელი საფრანგეთი წარმოუდგენელი შთამბეჭდავი მუსიკის გარეშე და განსაკუთრებით ამ ვალსის გარეშე – მასში არის მთელი სიმარტივე, რომანტიკა და მთავარი გმირის ოცნებები.

მაკულატურა
Chuck Berry — You Never Can Tell

ავტორმა და შემსრულებელმა ჩაკ ბერიმ ეს სიმღერა დაწერა შორეულ 1960-იან წლებში, ციხეში. ის გახდა ცნობილი უმა თურმანის და ჯონ ტრავოლტას საკულტო ცეკვით ფილმში მაკულატურა. მას შემდეგ ფაქტიურად შეუძლებელია, რომ ამ მუსიკის შემდეგ ჩუმად იჯდე.

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
John Williams — Prologue

ჯონ უილიამსმა შეძლო ისეთი ატმოსფერული საუნდტრეკის შექმნა ახალგაზრდა ჯადოქრის შესახებ ფილმისთვის, რომ პირველი ორი ტაქტის შემდეგ გინდება ჰოგვარტსიდან წერილის მიღება და პლათფორმა 9¾-ზე წავსლა.

9 1/2 კვირა
Joe Cocker — You Can Leave Your Hat On

კომპოზიტორმა რენდი ნიუმენმა შექმნა ეს სიმღერა გართობისთვის, ხოლო ჯო კოკერის შესრულება არ მოეწონა. როგორც ჩანს მაინც კოკერს უნდა ემღერა მაშინ და ფილმ 9 1/2 კვირის და კიმ ბესინჯერის წყალობით You can leave your hat on გახდა სტრიპტიზის ყველა დროის ფილმი.

ნათლია
Nino Rota — Love theme from Godfather

მუსიკა შექმნა ნინო როტამ სპეციალურად ფილმისთვის. მუსიკა უბრალოდ ღვთაებრივია და გახდა არამხოლოდ საკულტო საუნდტრეკი, არამედ შევიდა კლასიკის ოქროს კოლექციაში.

შადრევანი
Clint Mansell — Together we will live forever

ფილმ შადრევანის საუნდტრეკის დავიწყება წარმოუდგენელია, ისევე როგორც ფილმის. მუსიკას შეუძლია ჩვენს სულში შეაღწიოს და ვიგრძნოთ ფილმის ყოველი ემოცია.

სასიყვარულო განწყობა
Shigeru Umebayashi — Yumeji’s theme

ამ საკულტო ფილმის მთავარი საუნდტრეკი დაწერა იაპონელმა შიგერუ უმებაიაშიმ. მისმა მუსიკამ მიახვედრა ხალხი თუ როგორია სასიყვარულო განწყობილება.

კარიბის ზღვის მეკობრეები
Hans Zimmer — Pirates Of The Caribbean

ჰანს ციმერმა უამრავი საუნდტრეკი დაწერა, რომელთაგან უმეტესობა ჰიტი გახდა, მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრება ამ მუსიკას.

მებრძოლთაა კლუბი
Pixies — Where Is My Mind

ამბობენ, რომ კოსმოსური ბექ-ვოკალი სიმღერაში დიდი ეფექტისთვის ჩაწერეს აბაზანაში. როგორც არ უნდა იყოს მებრძოლთა კლუბის ბოლო სცენა სხვა მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია.

მოჩვენება
The Righteous Brothers — Unchained Melody

განთავისუფლებულ მელოდიას – ასე ითარგმნება სიმღერის სახელწოდება, რომელიც დაწერეს 1955 წელს. მას ასრულებდნენ ელვის პრესლი, როი ჰამილტონი, როი ორბისონი და სხები. მეორე დაბადება მან მაშინ გადაიტანება, როდესაც The Righteous Brothers-ის ვერსიამ გაიჟღერა ფილმ მოჩვენებაში.

ჭუჭყიანი ცეკვები
Bill Medley and Jennifer Warnes — (I`ve Had) The Time Of My Life

საუნდტრეკი ხმისჩამწერი ინდუსტრიის ისტორიაში შევიდა როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომი. ყველაზე მეტად ხალხს შეუყვარდა ბოლო სიმღერა ბილ მედლის და ჯენიფერ უორნსის შესრულებით, რომელმაც ოსკარი მოიგო.

ერთხელ ამერიკაში
Ennio Morricone — Once upon a time in America

ენიო მორიკონემ მსოფლიო მუსიკისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, განსაკუთრებით კი ფილმისთვის “ერთხელ ამერიკაში”, რომლის მოსმენაც გინდება კვლავ, კვლავ, კვლავ და კვლავ.

დასაწყისი
Hanz Zimmer — Time

ეს ის მუსიკაა, რომელიც ადამიანს ბურძგლავს. ტაქტის მატებასთან ერთად იზრდება ბურთი ყელში, ხოლო ბოლოს კი ფეთქდება. ჰანს ციმერი უბრალოდ არის თავისი საქმის გენიოსი.

მოჩვენებებზე მონადირენი
Ray Parker — Ghostbusters

Ghostbusters დაიწერა რამდენიმე დღეში და შეასრულა რეი პარკერ უმცროსმა სპეციალურად იმავე სახელობის ფილმისთვის. საუნდტრეკი გახდა ნამდვილი ჰიტი და შევიდა ყველა დროის საუკეთესო საუნდტრეკების კოლექციაში.

ტიტანიკი
Celine Dion — My Heart Will Go On

არ შეიძლება, რომ ეს ლეგენდარული საუნდტრეკი გამოვტოვოთ. როდესაც კომზპოზიტორმა ჯეიმს ჰორნერმა შეასრულებინა თავისი სიმღერა სელინ დიონს, საშინლად არ მოეწონა, მაგრამ ჩაწერა მაინც მოხდა, საბოლოოდ კი ეს სიმღერა გახდა მომღერლის კარიერაში საუკეთესო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საუნდტრეკი, რომლის მოსმენის დროსაც ტიროდნენ ტიტანიკის მაყურებლები.

ლეონი
Sting — Shape of my heart

ეს სიმღერა მოსწონთ არამარტო სტინგის ფანებს, არამედ კინოს ფანებსაც – ის ისე ეფექტურად ჟღერა ლიუკ ბესონის საკულტო ფილმის “ლეონის” ფინალში.

მამაცი გული
James Horner — For The Love Of A Princess

კიდევ ერთი საუნდტრეკების ცნობილი ავტორი – ჯეიმს ჰორნერი. მისი მუსიკის გარეშე უილიამ უოლესის ისტორია არ იქნებოდა ასეთი ეპიკური და თავისუფლების სურვილით აღვსილი.

შეუსრულებელი მისია
Larry Mullen & Adam Clayton — Theme From Mission: Impossible

Прослушать или скачать Theme From Mission Impossible бесплатно на Простоплеер

ფილმის მთავარი მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა ლალო შიფრინმა და ის გააცოცხლეს ბიჭებმა ჯგუფიდან U2 – ბას-გიტარისტმა ადამ კლეიტონმა და დამრტმელმა ლარი მალენმა. ეს რაც გააკეთოს, გააკეთეს ბრწყინვალედ – მუსიკა ჰიტი გახდა და ახლაც კი ჰიტია.

ვარსკვლავური ომები
John Williams — The Imperial March

Прослушать или скачать The Empire Strikes Back – The бесплатно на Простоплеер

ჯონ უილიამსმა ბევრი კარგი მუსიკა აჩუქა “ვარსკვლავურ ომებს”, მაგრამ საიმპერატორო მარში ყველაზე ცნობილი გახდა. დართ ვეიდერის ლეითმოტივი ამ მუსიკის გამო თითქოს ისმის მისი ნაბიჯები და მძიმედ სუნთქვა.

ინდიანა ჯონსი
John Williams & The London Symphony Orchestra — The Raiders March

ამჯერად ჯონ უილიამსმა უკვე ინდიანა ჯონსისთვის სცადა მუსიკის შექმნა და გამოუვიდა კიდევაც. მისი დაწერილი მუსიკა შეასრულდა ლონდონის სიმფონიურმა ორკესტრმა. მუსიკა გადმოგვცემს თავგადასავლების და ავანტურიზმის სულს.

ტერმინატორი 2: განკითხვის დღე
Brad Fiedel — The Terminator theme


კომზპოზიცია გახდა საკუტლო ფილმის არამხოლოდ ღირსეული გაფორმება, არამედ დიდება მოუპოვა თვით ბრედ ფიდელს.

ფილადელფია
Bruce Springsteen — Streets Of Philadelphia


ბრიუს სპრინგსტინმა დაწერა და შეასრულა ეს სიმღერა სპეციალურად ფილმისთვის ფილადელფია. სულიერი და ატმოსფერული, მან მიიღო ოსკარი და ჩაეწერა 100 საუკეთესო სიმღერების ამერიკული ფილმების სიაში.

გლადიატორი
Hans Zimmer And Lisa Gerrard — Now We Are Free


ლამაზი ფილმი და ულამაზესი მუსიკა, რომელიც შექმნა გენიოსმა ჰანს ციმერმა ლიზა ჯერარდთან ერთად. სიმღერა “ახლა ჩვენ თავისუფლები ვართ”-ს ლიზა ასრულებს საკუთარ ენაზე, რომელიც მან მოიგონა ორი წლის ასაკში.

არმაგედონი
Aerosmith — I Don’t Want To Miss A Thing


როკ-ბალადა გახდა სუპერჰიტი და სავიზიტო ბარათი არამხოლოდ ფილმისთვის არმაგედონი არამედ მთელი გუნდისთვის – სიმღერამ ისინი აწია ჰიტ-აღლუმების პირველ ადგილებზე ჯგუფის 28 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად.

მსგავსი ამბები

Close
Close