ლაშქრობებიმისტიკაუცნაური

მომაკვდავი სილამაზე – ტბა ნატრონი


მომაკვდავი სილამაზე – ტბა ნატრონი.


ტანზანიის ჩრდილოეთით მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამავდროულად საშიში ადგილი – ტბა ნატრონი. თავისი ფერით და მომაკდინებლობით ის ბევრს მოაგონებს ჯოჯოხეთს. თავისი სახელწოდება ტბამ მიიღო მასში დიდი რაოდენობით შემავალი მინერალის – ნატრონის გამო. სწორედ, რომ ნატრონი ხდის მას ასეთ ლამაზს და ამავდროულად საშიშს.

ამ ფოტოების შემხედვარე რთული დასაჯერებელია, რომ ეს ტბა გამოიყურება სრულიად ჩვეულებრივად.

როდესაც წყლის რაოდენობის აორთქლება იზრდება აქტივირდება ბაქტერიების რამდენიმე სახეობა, რომლებიც ტბას ხდიან წითელ-სისხლისფერს.

ტბაში ცხოვრობს მხოლოდ რამდენიმე სახის ცხოველი, მათ შორის არის თევზების უნიკალური სახეობა სახელწოდებით “ტუტოვანი ტილაპია”. ამათ გარდა, აქ ბინადრობენ იშვიათი პატარა ფლამინგოები, რომელთათვისაც ეს ადგილი არის გამრავლებისთვის საუკეთესო.

ტბის წყლები საიმედოდ იცავენ ფლამინგოებს მტაცებლებისგან, ამიტომაც მილიონობით ასეთი ფრინველი მოფრინავს აქ დაბუდებისთვის, მაგრამ ესეც საკმაოდ სახიფათოა – ფლამინგოები აშენებენ საკუთარ ბუდეებს მარილის კუნძულებზე, რომლების გარშემოც არის სასიკვდილო ტბის წყლები.

წყლის ტემპერატურა აორთქლებისას აღწევს 60 °C, ამიტომაც ცხოველები, რომლებიც მოხვდებიან ტბაში დაუყონებლივ იხოცებიან და მათ ნარჩენებს ფარავს მინერალები და აქვავებენ.

ნატრონის უნიკალური “შესაძლებლობას” – მოკლას ფრინველი და გადააქციოს ქვად აღმოაჩინა ფოტოგრაფმა ნიკ ბრანდტმა აფრიკაში მოგზაურობისას. მან გააკეთა რეპორტაჟი და დაალაგა ნარჩენები ისე, თითქოს ეს ფრინველები და ღამურები ცოცხლები არიან, რამაც მისი კადრები მიამსგავსა საშინელებათა ფილმების სცენას.

“მე არ შემეძლო მათთვის არ გადამეღო”, – ამბობს ის.

მსგავსი ამბები

Close
Close