არქივი

ეტიკეტის თანამედროვე წესები

f9db5a689bd3
ეტიკეტის თანამედროვე წესები.

თუკი თქვენ ამბობთ ფრაზას: “მე თქვენ გპატიჟებთ”, – ეს ნიშნავს, რომ თქვენ იხდით. სხვანაირად: “მოდით რესტორანში შევიაროთ”, – ამ შემთხვევაში ყოველი თავისთვის იხდის და მხოლოდ მაშინ თუ კაცი შესთავაზებს ქალს, რომ თვითონ გადაიხადოს, ქალს შეუძლია დაეთანხმოს.

არ მიხვიდეთ სტუმრად ზარის გარეშე. თუკი თქვენთან გაუფრთხილებლად მოვიდნენ თქვენ შეგიძლიათ დახვდეთ ხალათში. ერთი ბრიტანელი ქალი ამბობს, რომ როდესაც დაუპატიჟებელი სტუმრები ეწვევიან იცმევს ფეხსაცმელებს, ქუდს და იღებს ქოლგას. თუკი სტუმარი სასიამოვნოა ის იძახის “აჰ, რა კარგია, ზუსტად ეხლა მოვედი!”, თუკი არასასიამოვნოა მაშნ: “აჰ, რა სამწუხაროა, მე უნდა წავიდე”.

არ დადოთ სმარტფონი მაგიდაზე საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნისას. თუკი ასე მოიქცევით თქვენ აჩვენებთ, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში მოწყობილობა და რამდენად არ გაინტერესებთ გვერდით მყოფების ლაპარაკი. ნებისმიერ მომენტში თქვენ მზად ხართ დატოვოთ საუბარი და შეხვიდეთ თქვენს Instagram-ში.

არ ღირს გოგონა პაემანზე დაპატიჟო SMS-შეტყობინებით.

კაცს არასოდეს არ მიაქვს ქალის ჩანთა და ქალის ქურთუკს იღებს მხოლოდ იმისათვის, რომ მიიტანოს გასახდელამდე.

თუკი თქვენ მიდიხართ ვინმესთან ერთად და თქვენი თანამგზავრი მიესალმა თქვენთვის უცხო ადამიანს, ღირს თქვენც მიესალმოთ მას.

ბევრი თვლის, რომ სუში უნდა მიირთვა მხოლოდ ჩხირებით, მაგრამ ეს სწორი არაა. კაცებს ქალებისგან განსხვავებით, შეუძლიათ სუში მიირთვან ხელებითაც.

ფეხსაცმელი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა.

არ ისაუბროთ ტელეფონით უაზროდ. თუკი სულიერი საუბარი გჭირდებათ, ჯობია შეხვდეთ და ისე ილაპარაკოთ.

თუკი შეურაცხყოფა მოგაყენეს, არ ღირს ანალოგიურად მოიქცეთ თქვენც, მითუმეტეს აამაღლოთ ხმა იმაზე ვინც შეურაცხყოფა მოგაყენათ, არ დაეშვათ მის დონეზე. გაიღიმეთ და თავაზიანად მოსცილდით უზრდელ თანამოსაუბრეს.

ქუჩაში კაცი ქალისგან ყოველთვის მარცხნივ უნდა იყოს. მარჯვნივ მხოლოდ სამხედროებს შეუძლიათ ყოფნა.

მძღოლებს უნდა ახსოვდეთ, რომ გვერდით გამვლელების გაჭუჭყიანება დიდი უკულტურობაა.

ქალმა ოთახში ყოფნისას არ უნდა მოიხადოს შლაპა და ხელთათმანები, მაგრამ უნდა მოიხადოს ქუდი და ხელჯაგები.

არასოდეს არ ღირს შეეხოთ ქალს მისი სურვილის გარეშე, მოკიდოთ ხელი, მიიწიოთ მასთან საუბრის დროს, კრათ ხელი მას ან ხელი მოკიდოთ იდაყვს ზემოთ, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ეხმარებით ტრანსპორტში ასვლაში, ან ქუჩაში გადასვლის დროს.

თუკი თქვენ ვინმე მოგმართავთ უხეშად, მაგალითად – “ოე, შენ!”, არ ღირს ამ გამოძახილს ყურადღება მიაქციოთ, მაგრამ თუკი გაიმართება საუბარი არ ღირს მას უკითხოთ ნოტაციები, ჯობს ეტიკეტის გაკვეთილი საკუთარი მაგალითით ასწავლოთ.

სუნამოს გამოყენების ოქროს წესი არის – ზომიერება. თუკი წვეულებაზე თქვენ თქვენს სუნამოს სუნს გრძნობთ, მაშინ იცოდეს, რომ ყველა დანარჩენი უკვე დაიხრჩო სუნამოს სუნისგან.

ზრდილობიანი მამაკაცი ყოველთვის გამოიჩენს საჭირო პატივისცემა ქალისადმი.

ქალების ყოფნისას მამაკაცები ეწევიან მხოლოდ ქალის ნებართვით.

ვინც არ უნდა იყოთ, დირექტორი, აკადემიკოსი, მოხუცი ქალი ან სკოლის მოსწავლე, – ოთახში შესვლისას პირველი თქვენ მიესალმეთ.

ჯობია მოდას არ აყვეთ, ჯობს გამოიყურებოდეთ არამოდურათ და კარგად, ვიდრე მოდურად და ცუდად.

თუკი ბოდიშის მერე თქვენს ბოდიშს მიიღებენ – აღარ ღირს ამ საკითხს მიუბრუნდეთ და კვლავ ითხოვოთ პატიება, უბრალოდ არ დაუშვათ ამგვარი შეცდომები.

ძალიან ხმამაღლად სიცილი, ხმამაღლა ლაპარაკი – შეურაცხმყოფელია.

არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ ახლო ადამიანებს, ნათესავებს და მეგობრებს. მათი კეთილი ნაბიჯები და დასახმარებლად მზად ყოფნა არაა აუცილებელი, ხოლო გრძნობების გამოხატვა, მადლობის ღირსია.

ბოლოს კი მოგიყვანთ ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის ჯეკ ნიკოლსონის სიტყვებს:

“მე მოწიწებით ვეკიდები კარგი ტონის წესებს. როგორ გადავცე თეფში. არ ვიყვირო ერთი ოთახიდან მეორეში. არ გავაღო კარები კაკუნის გარეშე. წინ გავუშვა ქალი. ამ უბრალო და უთვალავი წესების მიზანი არის – გახადოს ცხოვრება მარტივი. ჩვენ ვერ შევძლებთ მშობლებთან ქრონოლოგიური ომის მდგომარეობაში ცხოვრებას – ეს სისულელეა. მე გულმოდგინედ ვუთვალთვალებ საკუთარ მანერებს. ეს არანაირი აბსტრაქცია არ არის. ეს ურთიერთ პატივისცემის საკმაოდ გასაგები ენაა”.

მსგავსი ამბები

Back to top button