გასართობისურათებიუცნაური

77 წლის ქალბატონი- მსოფლიო ჩემპიონი ჭოკით სიგრძეზე ხტომაში


ამ საოცარ პენსიონერს სახელად ქვია დოროთი მაკ’ლენანი (McLennan). წარსულში დოროთი ბანკის კლერკი იყო, ეხლა კი, რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დოროთი 77 წლის ასკაკში გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჭოკით სიგრძეზე ხტომაში, ასევე სპრინტში (სრბოლა- მოკლე დისტანციაზე) და შვიდჭიდშიც… კიდევ ერთხელ ვიმეორებ 77 წლის ასაკში !
ნახეთ ვიდეო ქვემოთ:

1. დოროთიმ, რომელმაც 50 წლის ასაკში დაიწყო პროფესიონალური მომზადება მსუბუქ ათლეტიკაში, მოიპოვა არაერთი ოქროს მედალი .

2. გამოსვლებში მონაწილების მისაღებად , პენსიონერ ქალბატონს ეხმარება ვაჟიშვილი სტივენი, რომელიც ასევე არის კარგი სპორტსმენიც და დედამისის – დოროთის მწვთნელიც, მაგრამ იყო კარგი სპორტსმენი ყოველთვის არ ნიშნავს რომ იქნება კარგი მწვთნელი, რაც არ ითქმის სტივენზე… ის ყველაზე ნიჭიერი და დაუღალავი მწვთნელია.
ხოლო თვით დოროთი, თავს არ ზოგავს და ვვარჯიშობს მსუბუქი ათლეტიკის ცენტრში, ყოველდღიურად 4 საათის განმავლობაში …


3. დოროთი მაკ’ლენანი (McLennan), მონაწილეობას იღებს მსოფლიო „World Masters“ და ევროპის „European Master“ , რომელთაგან თითოეულზე იღებდა მინიმუმ ერთ მედალს. დღესდღეობით, მას სულ ცოტა 43 მედალი აქვს, რომელთაგან 35 -ოქროს მედალია. ბებია-დოროთი პირველად , 1991 წელს გახდა ჩემპიონი ჭოკით სიგრძეზე ხტომაში, მაგრამ მან ისევ მოიგო ოქროს მედალი 2012 წელს და არის მსოფლიო ჩემპიონი 75- 80 წლის ასაკთა ჯგუფის კატეგორიაში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჭოკით სიგრძეზე ხხტომა- ეს ვარჯიში და შეჯიბრებაა, რომ ჭოკის გამოყენებით გადახტნენ რაც შეიძლება შორს. ცნობილია მსოფლიოს არაერთ კულტურაში. ძირითადად იყენებდნენ მდინარეებისა და ძნელად გასავლელი ადგილების გადასალახად. ფართოდ იყო გავრცელებული საბერძნეთში, რომში, სკანდინავიაში, შუა საუკუნეებში – ვიკინგებს შორის. გერმანელი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გუტს-მუტსი პოპულარიზაციას უწევდა ამ ვარჯიშს, როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჰოლანდიაში, სადაც არხებზე ჭოკით ხტომა სპორტის ცალკე სახეობად ჩამოყალიბდა და “ფიერლჯეპენი” ეწოდა . სოფელ ვინსიუმთან დღესაც იმართება ტრადიციული შეჯიბრება 4,5-6-მეტრიანი ჭოკებით ხტომაში. პოპულარულია ბელგიაშიც.

4. მიუხედავად იმისა, რომ დოროთი თითქმის 80 წლის ასაკისაა – მსოფლიო ჩემპიონი ჭოკით სიგრძეზე ხტომაში – აპირებს მონაწილეობის მიღებას მსუბუქი ათლეტიკის სირბილში 100 მეტრ დისტანციაზე და იმედოვნებს, რომ დაამყარებს ახალ რეკორდს „British Masters“ -ის ჩემპიონატზე.
შეჯიბრება 100 მეტრზე სირბილში გაიმართება ივლისში, ბირმინგემში, ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც გახდა ლითონის ნაკეთობათა დამზადების ცენტრი..
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დოროთი თავიუსუფლად ჯდება შპაგატზე (აღმოსავლეთის ტექნიკა) და გადმოაქვს ფეხი თავს ზემოდან გულმკერდამდე… აი ამას ქვია ელასტიურობა…
შპაგატზე ჩაჯდომა – ტანვარჯიშულ-აკრობატული ვარჯიშია. ე.ი. ჩაჯდომა ბოლომდე გაშლილი ფეხებით ისე, რომ ორივე ფეხი მთელ სიგრძეზე ეხებოდეს იატაკს და სწორ ხაზს ქმნიდეს; დოროთის შემთხვევაში კი უნაკლოა, მას ორივე ფეხი მთელ სიგრძეზე ეხება იატაკს და ამავდროულად შეუძლია ფეხის თითების ათამაშებაც და რაიმე საგნის დაჭერა თითებს შუა, მაგალითად პეპსის ბოთლის დაჭერა, თავის გადაწევა ფეხებთან და ამდაგვარად პეპსის დალევა !

5. გადაწყვეტილება, რომ დაეწყო პროფესიონალური მომზადება მსუბუქ ათლეტიკაში, დოროთის აზრად მოუვიდა შუა 80-იან წლებში, როდესაც ერთერთი შეჯიბრების დროს, მან დაინახა 81 წლის მარათონის მორბენალი. მარათონის მორბენალი იყო მამაკაცი…
და როგორც „the Daily Mail „ იტყობინება – დღესდღეობით, დოროთი ცხოვრობს მანჩესტერში,, ქალაქში და მუნიციპალურ რაიონში ჩრდილოეთ-დასვლეთ ინგლისში თავის მეუღლე- Ray-სთან ერთად და შვილიშვილებთან.
ჟურნალისტებთან ინტერვიუში, ბებია-დოროთიმ განაცხადა: „ მართალია, მე მივსდევ მსუბუქ ათლეტიკას და მისი განვითარება- მაღალი მორალური და კულტურული დონეა. ჩემთვის, მოძრაობისა და კუნთების განვითარება სისხლის მიმოქცევის, სასუნთქი და სხვა სისტემების ორგანოების კარგი შრომისუნარიანობაა და ფიზიკური სრულყოფაა საერთოდ. ქვეყანას , მაგალითად , დიდ ბრიტანეთს , რომელსაც მე წარმოვადგენ, უნდა ჰყავდეს ყოველმხრივ განვითარებული ადამიანი, რომელსაც ეცოდინება კარგად რბენა, ცურვა, სწრაფი და ლამაზი სიარული და ეს სტიმულს მაძლევს შვილიშვილების გაზრდაში… რაღა დავამატო, ამ ასაკში, მე ძალიან ბედნიერი ვარ ! ! ! “

ნახეთ ვიდეო:











blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close