ლაშქრობებისაკითხავისასარგებლო

8 მიზეზი თუ რატომ უნდა წახვიდეთ მოგზაურობაში მარტო


8 მიზეზი თუ რატომ უნდა წახვიდეთ მოგზაურობაში მარტო.

1. თქვენ არ გიწევთ კომპრომისებზე წასვლა
მარტო მოგზაურობისას თქვენ არ გიწევთ გაუზიაროთ თქვენი სურვილები თანამგზავრებს ან გაგიზიარონ მათი სურვილები თანამგზავრებმა. გაისეირნოთ? გამოფენაზე შეიაროთ? არჩევანი თქვენს გემოვნებაზე ხასიათზეა დამოკიდებული! გაიღვიძეთ და იქ წადით სადაც და როდესაც მოგინდებათ.

2. თქვენ არ გიწევთ არავისთვის დალოდება
ყოველ ადამიანს თავიის ცხოვრების ტემპი აქვს: ერთი იღვიძებს დილით და თავის მოწესრიგებას უნდება 10 წუთი, ხოლო სხვას კი საათები. ზოგს უყვარს აეროპორტში მისვლა ძალიან ადრე, ხოლო ზოგს კი არ უყვარს დროის ტყუილუბრალოდ დახარჯვა და ურჩევნია რამდენიმე მუზეუმის დათვალიერების მოსწრება. ამგვარად როდესაც მარტო მოგზაურობთ შეგიძლიათ იმოგზაუროთ საკუთარი რიტმით.

3. თქვენ შეგიძლიათ სრულიად ჩაეფლოთ ატმოსფეროში
როდესაც თქვენ მოგზაურობთ კომპანიასთან ერთად თქვენ ვერ ხედავთ ნახევარ საინტერესოს, რადგან თქვენი ყურადღების ნაწილი დახშული აქვს საუბრებს. მარტოობაში თქვენ ეფლობით გარემოში და გესმით და ხედავთ ყველაფერს. ამგვარად უფრო მეტი ღია მოგონებები გრჩებათ იმ ადგილების შესახებ, რომელიც დაათვალიერეთ.

4. თქვენ შეგიძლიათ გაერკვიოთ თქვენს აზრებში
ზოგჯერ ისე იღლებით, რომ აუცილებელია იყოთ მარტოობაში და გაერკვიოთ თქვენს თავში. მედიტაციის ერთი კვირა, გარემოზე კონცენტრირება, უცნობი და ლამაზი ადგილების დათვალიერება გამოაცოცხლებს და “გადატვირთავს” თქვენს ტვინს.

5. თქვენ გაგიმარტივდებათ ახალი ადამიანების გაცნობა
სასტუმროში ან ჰოსტელში გაჩერებისას, კაფეში ან პარკში ყოფნისას, თქვენს გარშემო აუცილებლად იქნება ბევრი ადამიანი. რახან თქვენ მოგზაურობთ მარტო, თქვენ მათთვის იქნებით უფრო ღია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც არასდროს ყოფილა მოგზაურობაში მარტო.

6. მარტო მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ იცხოვროთ სპონტანურად
შეიცვალა ავტობუსების განრიგი, შეწყდა რეისი და თქვენი გეგმა ისეთი მკაცრი აღარაა. ყველაზე ღია შთაბეჭდილებები მაშინ რჩება მეხსიერებაში, როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ ხდება. ამიტომაც აღელვება არ ღირს, რადგან დაბრუნებისას ბედისწერის წყალობით შეწყდა რეისები.

7. თქვენ გახდებით უფრო მამაცი და დამოუკიდებელი
კომპანიაში მოგზაურობისას, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მეგობრის იმედზე. მარტო მოგზაურობისას კი ყველაფერზე პასუხისმგებელი თქვენთვითონ ხართ. თქვენ ისწავლით დაგეგმარებას და შედეგებზე პასუხისგებას: დაიკარგეთ? ამაში დამნაშავე თქვენთვითონ ხართ და გადაწყვეტილებაც თვითონ უნდა მიიღოთ.

8. თქვენ გაიგებთ, რა შეგიძლიათ
სოლო-მოგზაურობისას თქვენ გაგიჩნდებათ ისეთი თვისებები, რომელთა ქონასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდით. თქვენ შეიძენთ შეუფასებელ გამოცდილებას, გაიცნობთ ახალ ადამიანებს და შეამოწმებთ თქვენს ძალებს, ხოლო როდესაც დაბრუნდებით და გაიგებთ, თუ რამხელა გზა გაიარეთ, ისეთი ვეღარასოდეს გახდებით როგორიც მოგზაურობამდე იყავით.

მსგავსი ამბები

Close
Close