გასართობისაკითხავისასარგებლო

1942 წელს ჩაძირული ებრაელ დევნილთა გემი

რუმინელმა და ჰოლანდიელმა მყვინთავებმა შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ხომალდს მიაკვლიეს. 68 წლის წინ ჩაძირული საბჭოთა წარმოების წყალქვეშა ნავი შ-213 ოცი კილომეტრის სიღრმეზე, პორტ კონსტანცის სიახლოვეს ამ ორი წლის წინ აღმოაჩინეს, თუმცა იმის გარკვევა, თუ ვის ეკუთვნოდა იგი, მხოლოდ ახლახან მოხერხდა.


მყვინთავებმა საქმის კურსში ჩააყენეს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის საელჩო ბუქარესტში. თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

– წყალქვეშა ხომალდი ლამით, თევზსაჭერი ბადეებითა და ნიჟარებით იყო დაფარული. ჩვენ არაერთხელ ჩავეშვით კორპუსის გასაწმენდად. მას შემდეგ, რაც მისი ნაწილი გავწმინდეთ, გამოჩნდა რამდენიმე დეტალი, რომელმაც საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა, თუ რას წარმოადგენდა იგი, – განმარტავს მყვინთავი ჰარი ბაკერი.

მკვლევართა ვარაუდით, ეს სწორედ ის წყალქვეშა ნავია, რომელმაც 1942 წლის თებერვალში ბულგარული გემი “სტრუმა” ჩაძირა, რომლის ბორტზეც ებრაელი დევნილები იმყოფებოდნენ. ისინი ცდილობდნენ გადასულიყვნენ პალესტინაში, რომელიც იმჟამად ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ბრიტანეთს პალესტინაში მათი შეშვება არ სურდა. ანკარა კი გემს ნაპირთან არ უშვებდა, რომ დევნილები თურქეთში არ დარჩენილიყვნენ.

ვიდრე თურქეთისა და ბრიტანეთის ხელისუფლებები დევნილთა ბედზე მოლაპარაკებებს მართავდნენ, “სტრუმა” შავ ზღვაში მყოფმა საბჭოთა წყალქვეშა ხომალდმა S-213-მა ჩაძირა. 768 მგზავრიდან გადარჩენა მხოლოდ ერთმა მოახერხა.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close