არქივი

ტენდენციები ლიდერობაში

791a8d49d9d1

მოთხოვნები ლიდერების მიმართ ძალზე ფართოა, როგორც მეპატრონეებისა და კომპანიების, ასევე მომხმარებლისა და კონკურენტების მხრიდან. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ლიდერმა უნდა შეძლოს ორი ძალის დაბალანსება: ენერგია, რომელიც აუცილებელია დაიხარჯოს გარკვეული შედეგების მისაღწევად და ენერგია, რომელიც აუცილებელია ურთიერთობების დასახვეწად.

ისეთი ლიდერები, როგორიცაა მაგალითად ბილლ მერიოტი, ან ნიუ–იურკის მერი რუდოლფ ჯულიანი და სხვანი ფლობენ ისეთ საერთო მახასიათებლებს ხასიათისას, როგორიცაა:
1. პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
2. სტრატეგიულად აზროვნების უნარი;
3. მომავალზე ორიენტაცია;
4. ისეთი ფუნდამენტური პრინციპებისადმი რწმენა, რომელზეც იგება ადამიანური ურთიერთობები;
5. ნათლად გამოხატული ურთიერთობები;
6. პოლიტიკური გამჭვრეტელობა;
62dda09d7578

ლიდერები გამოირჩევიან ფასეულობებით, რომლებსაც ისინი იზიარებენ, მართვის სტილითა და პრიორიტეტებით. პიტერ დრაკერი, მეცნიერი, ავტორი და კონსულტანტი, რომელმაც ძირეულად შეცვალა მენეჯმენტის არსი, მრავალი წლის განმავლობაში განიხილავდა ასეულობით ლიდერთან მათ როლს, მიზნებსა და მუშაობის შედეგებს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დრაკერის სიტყვებით ყველა ლიდერს, ვისთანაც კი მას უმუშავია ან ვის საქმიანობაზეც იგი აწარმოებდა დაკვირვებას, კარგად ესმოდა შემდეგი:
• ლიდერის ერთადერთი განმარტება შეიძლება იყოს შემდეგი: ესაა ადამიანი, რომელსაც სხვები მიჰყვებიან. ზოგიერთი მათგანი მოაზროვნეა, ზოგიერთი – ქადაგი. ეს როლები არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მაგრამ მიმდევრების გარეშე ლიდერები არ არსებობენ.
9039e70a0f4e

• ეფექტურად მოქმედი ლიდერი ის კი არ არის, რომელიც უყვართ და აღტაცებულნი არიან მისით, არამედ ის, – ვისი მიმდევრებიც სწორად იქცევიან. ლიდერობის მახასიათებელია არა პოპულარობა, არამედ შედეგი.
• ლიდერებს ყოველთვის გამახვილებული ხედვა აქვთ. ისინი მაგალითს იძლევიან.
• ლიდერობა არაა დაკავშირებული რანგთან, პრივილეგიასთან, ტიტულთან, ფულთან. აქ მთავარია – პასუხისმგებლობა.
როგორც ჩანს, მიუხედავად ინდივიდუალიზმის, სტილის, ინტერესების, შესაძლებლობების უზარმაზარი მრავალფეროვნებისა, ეფექტურად და წარმატებულად მოქმედ ლიდერებს მაინც ბევრი აქვთ საერთო.
102a5966faca

რით განასხვავებენ ლიდერს და მენეჯერს? ლიდერი ფოკუსირებულია სტილზე და იდეაზე, ხოლო მენეჯერი – მეთოდზე და პროცესზე. ლიდერი არის ბელადი და იგი მიისწრაფის არა წესრიგისაკენ, არამედ მოძრაობისაკენ, მოქმედებისაკენ.
ლიდერებს, რომლებიც უფრო ეფექტური მეთოდებით მოქმედებენ, საკუთარ არსენალში აქვთ სხვადასხვა ცოდნა და უნარები, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ მათ ურთიერთობებზე ხელქვეითებთან. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას სასტუმრო ბიზნესში გახდეთ უფრო ლიდერი, ვიდრე ჩვეულებრივი მენეჯერი.
86a9a17b888c

• იმოქმედეთ გაბედულად.  მენეჯერს დროის განმავლობაში უწევს ათეულობით გადაწყვეტილების მიღება. როგორც ხელმძღვანელმა, უნდა მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენი მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს და შესაბამისობაშია თქვენს ეთიკურ პრინციპებთან. ამის შემდეგ დაავალეთ ისინი განსახორციელებლად ხელქვეითებს.
• იყავით სიტყვის ადამიანი. არასოდეს გასცეთ დაპირება, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებთ. ნუ გააჩენთ უსაფუძვლო იმედებს. თანამშრომლის იმედგაცრუება – ესაა ბზარი ხელმძღვანელის რეპუტაციაში.
26fab1530b8f

• თქვენს გუნდში აიყვანეთ საუკეთესოები. თუ გინდათ იყოთ კარგი ხელმძღვანელი, გარს შემოიხვიეთ პროფესიონალები, რომელთაც შეიძლება დაეყრდნოთ.
• ხელქვეითებს მიანიჭეთ საკმარისი უფლებამოვალეობები: მიეცით მათ საშუალება წარმოაჩინონ თავისი თავი, იგრძნონ საკუთარი როლი და მნიშვნელობა. რაც უფრო მაღალია მათი თვითპატივისცემა, მით უკეთესად მუშაობენ.
• დაეხმარეთ თქვენს თანამშრომლებს კარიერულ წინსვლაში. თანამშრომელთა უმრავლესობას სურვილი აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია და კარგი უფროსი ყოველთვის აძლევს მათ ამის საშუალებას. თუმცა კარგად გაწვრთნილი და მომზადებული თანამშრომელი რომ კონკურენტმა კომპანიამ არ გადაიბიროს, ხელი უნდა შეუწყოთ მის კარიერულ წინსვლას.
400561249b48

Back to top button