გასართობიმისტიკასაკითხავი

მოკლე, მაგრამ ძალიან საშიში ისტორიები


მოკლე, მაგრამ ძალიან საშიში ისტორიები.

მე ვაწვენ ბავშვს დასაძინებლათ, ხოლო ის მე მეუბნება: “მამა, შეამოწმე მონსტრები საწოლის ქვეშ”. ვიხედები საწოლის ქვეშ, რომ ის დავაწყნარო და იქ ვხედავ საკუთარ ბავშვს, რომელიც მიყურებს შიშით და აკანკალებული ხმით მეუბნება: “მამა, იქ ვიღაც სხვაა ჩემს საწოლში”.

გავიღვიძე იმის გამო, რომ გავიგონე კაკუნი ფანჯარაზე. თავიდან ვიფიქრე, რომ ვიღაც აკაკუნებდა ფანჯარაზე, მაგრამ შემდეგ კიდევ გავიგონე კაკუნი… სარკიდან.

მომღიმარი სახე მომაშტერდა მე სიბნელიდან ჩემი საწოლი ოთახის ფანჯრის მიღმა. მე ვცხოვრობ 14-ე სართულზე.

დედამ დამიძახა სამზარეულოში, მაგრამ გზაში გავიგონე, თუ როგორ მეჩურჩულება დედა სხვა ოთახიდან: “არ წახვიდე იქ, მეც გავიგონე”.

დილას მე ტელეფონში აღმოვაჩინე მძინარე ჩემი თავის ფოტოგრაფია. მე მარტო ვცხოვრობ.

მე უბრალოდ დავინახე, რომ ჩემი თავი სარკეში თვალს მიკრავს.

ცოლმა გამაღვიძა, რომ ეთქვა, რომ ჩვენს სახლში – დაუპატიჟებელი სტუმარია. მაგრამ ის მოკლეს ორი წლის წინ. “მე არ შემიძლია დავიძინო”, – ჩაიჩურჩულა მან ჩემს საწოლში მყოფმა. მე გავიღვიძე ცივ ოფლში, მეჭირა კაბა, რომლითაც ის დამარხეს.

ექიმებმა უთხრეს პაციენტს, რომ ამპუტაციის შემდეგ შესაძლებელია ფანტომური ტკივილები. მაგრამ არავინ გააფრთხილა იმაზე, თუ ამპუტირებული ხელის ცივი თითები როგორ მოფხადნენ სხვას.

მე არ შემიძლია მოძრაობა, სუნთქვა, ლაპარაკი და მოსმენა – გარშემო სულ სიბნელეა. მე რომ მცოდნოდა მოვითხოვდი კრემაციას.

ისინი აღნიშნავდნენ პირველ წარმატებულ კრიოგენულ გაყინვას, მაგრამ პაციენტს არანაირი შესაძლებლობა არ ქონდა ეჩენებინა მათთვის, რომ ის ისევ გონებაზეა.

მან ვერანაირად ვერ გაიგო, რატომ იყო ორი ჩრდილი. ოთახში ხომ მხოლოდ ერთი ლამპარია.

დღეს გვიანობამდე ვიმუშავე. ვხედავ სარკეს, რომელიც იყურება პირდაპირ სათვალთვალო კამერაში იატაკიდან.

შენ გამოიღვიძე. ხოლო მან კი არა.

მან მკითხა რატომ ვსუნთქავდი ასე მძიმედ, მაგრამ მე არ ვსუნთქავდი.

შენ მოხვედი სახლში გრძელი სამუშაო დღის შემდეგ და უკვე ოცნებობ დასვენებაზე მარტომ. ხელით ეძებ გამომრთველს, მაგრამ გრძნობ ვიღაცის ხელს.

შენ თითქმის ჩაგეძინა, მაგრამ უეცრად გესმის, რომ ვიღაცამ შენი სახელი დაიჩურჩულა. შენ მარტო ცხოვრობ.

მე როგორც წესია ვაკოცე ცოლს და ქალიშვილს ძილის წინ. გავიღვიძე რბილ კედლებიან პალატაში და ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ყველაფერი მესიზმრა.

დაიძინე და ერთი ფეხი გამოყავი გადასაფერებლიდან. ვიღაცამ მაშინვე ჩაეჭიდა მას.

მე ვხედავდი ლამაზ სიზმარს, სანამ არ გამაღვიძა ხმებმა, თითქოს ვიღაცა ჩაქუჩს აკაკუნებს. შემდეგ მე გავიგონე მხოლოდ ის, თუ როგორ ცვივა მიწის გუნდები კუბოს სახურავზე და ახშობენ ჩემს ყვირილს.

მოვდივარ სახლში, დედა სამზარეულოდან ყვირის “წადი სავახშმოდ”, ამავდროულად მოდის მესიჯი დედისგან: “გვიან მოვალ, გაითბე რაიმე”.

მე არასოდეს არ ვწვები დასაძინებლად, მაგრამ ყოველჯერზე ვიღვიძებ.

მე მივეჩვიე ვიფიქრო, რომ ჩემს კატას პრობლემები აქვს მხედველობასთან: მას არ შეუძლია გამოხედვის ფოკუსირება, როდესაც მე მიყურებს, სანამ არ გავიგე, რომ ის მუდამ უყურებს რაღაცას ჩემს უკან.

დღე 312. ინტერნეტი ჯერაც არ მუშაობს.

თეგები
Close
Close