TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ზომბების ქორწილი

99dd7ccce143

ალბათ ადამიანი როცა ასეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს დგამს, როგორიც ქორწინებაა, დიდხანს ფიქრობს თუ როგორი ქორწილი გადაიხადოს. უმეტესობა საკუთარ თავს მაშინვე თეთრ კაბაში გამოწყობილს წარმოიდგენს (ეს გოგონები რა თქმა უნდა :evil: ) მამაკაცები კი შარვალ–კოსტუმში. მაგრამ არსებობს ისეთი კატეგორიაც, რომელიც ყველაფერში, მათ შორის უკვე ქორწილებშიც ეძებს ექსტრემსა და ორიგინალობას. მათ ფანტაზიას საზღვარი კარგა ხანია აღარ აქვს უკვე და დღეს ერთ–ერთი ასეთი წვილი წარსდგება ჩვენს წინაშე.

ვიტალიჩი და ირკა, უკვე 9 წელია ერთად არიან და მესამედ ქორწინდებიან. პირველი ქორწილი ჩვეულებრივი ჰქონდათ, სტუმრად ნათესავები, ბევრი სიხარულის ცრემლები, მათი სადღეგრძელოები, მილოცვები, საჩუქრები, სუფრა და ა.შ. მაგრამ წყვილი ამ ქორწილით არ დაკმაყოფილდა, მათი მეორე ქორწილი უკვე პანკური იყო. სამწუხაროდ იმდროინდელი სურათები არ მომეპოვება, მაგრამ სამაგიეროდ შეგვიძლია მესამე,იგივე ზომბების ქორწინება ვიხილოთ.

სტუმრებმა არც საკუთარი თავი დაინდეს და არც სხვები, აქტიურად უღებავდნენ ერთმანეთს სახესა და ტანს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. პატარძალს ამშვენებდა ბუკეტი, რომელიც ყველაფერს გავდა საპატარძლო თაიგულის გარდა. საქორწინო ბეჭდებიც ორიგინალური ჰქონდათ (სურათებში იხილავთ). წყვილს ხელის მომწერ ბიუროში პრობლემები შეექმნა, ჯერ ერთი რომ ლოდინი მოუწიათ, რიგი დახვდათ, მაგრამ ამას რა უჭირდა, როცა მათი ჯერი დადგა, ბიურომ უარი განუცხადა ცერემონიის ჩატარებაზე, რადგან დარწმუნებით ვერ იტყოდნენ პასპორტში არსებული სურათი იყო თუ არა მათი სახის იდენტური. თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერი მოგვარდა და დაქორწინებულები მხიარულად გამოქროლდნენ გარეთ, ისროლეს თაიგული, ქუჩა დაანაგვიანეს, ამ პროცესში ერთ გოგონას თავისი შავი ცელოფნის კაბა გასძვრა (ესეც ასახულია სურათზე), და შემდეგ გაემართნენ მაღაზიაში, ბოლოს კი ბულვარში დაბანაკდნენ, აღნიშნეს წყვილის ბედნიერება.

ვიტალიჩს და ირკას სულ ასეთ მხიარულებას ვუსურვებთ :lol2:

1c8ae2046349

b8dbc9fd1b24

6e601176a7fb

a562636b6675

b1c492e07ec9

90a082a42b46

b9ddf74e6841

b9ceec1967d5

90e64ad60191

8586ca58a22b

cee486560dde

6b1f76aba70b

18d3ea3c588a

f36bfe319621

176c73d980c4

c9d4d59539ed

6617ff631f3f

3292b023241b

2f558e1adc44

af983ecc46e3

7fdaac2721c4

2b95574a4298

3df55b03c527

e9bfbc93ee2d

ef113eea3474

3d633c1e46d8

6643ad0845b1

3a5aba67bf6d

60e76dad9cb7

6fc1dd48ffea

8fa9dcd57095

62a054759fe5

909fca458652

7b61e9c4f517

1e3875aa36eb

fb28eb53f740

ffc52ae15e1e

5a3ea1993d6b

29ad331d6fcf

a9e6d1ff7788

c73e875106e5

d5d5009d9314

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button