გართობაუცნაური

8 ყველაზე პოპულარული მონო-რესტორანი მსოფლიოში

c212710b5265
ბოლო დროს, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო გასტრონომულ ტენდეციაას წარმოადგენს რესტორნები, რომელთა მენიუებიც აგებულია ერთი ინგრედიენტის ან წამყვანი კერძის ირგვლივ. როგორც წესი, ჩვენს საუკუნეში ასეთი სწრაფი კვების ობიექტების , მონო-რესტორნების არსებობა დიდ შესაძლებლობას იძლევა სწრაფად მოვძებნოთ ადგილი, სადაც ამზადებენ კერძებს ჩვენი საყვარელი ინგრედიენტებისგან და დავზოგოთ დრო მრავალგვერდიანი მენიუების გადაშლით. დღეს ამ პოსტში ჩვენ გაგაცნობთ პოპულარულ მონო-რესტორნებს, თავიანთი ძირითადი კერძით, ან ძირითადი ინგრედიენტით:
1. რესტორანი “Oink”
84143a8c5d4c

სად მსდებარეობს: 34 Victoria Street, ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი
ძირითადი კერძი: ჰოთ დოგი- ჩაშუშული ღორის ხორცით (Hog Roast Rolls).
ფასები: £ 2,80-4,80 (≈ $ 4,75-8,15)
მონო-რესტორანის მფლობელები: ადამ მარშალს (Adam Marshall) და სენდი პეიტს (Sandy Pate) აქვთ ფერმა, სადაც აშენებენ ღორებს. 2000 წელს შაბათობით, მათ დაიწყეს გოჭების -(hot piggies) გაყიდვა ადგილობრივ ფერმერების ბაზარზე. მათი „სწრაფი კვება“ გახდა იმდენად პოპულარული , რომ 2008 წლისათვის მოუხდათ აეშენებინათ პირველი რესტორანი. რესტორანში შეგიძლიათ შეუკვეთოთ და დააგემოვნოთ ჰოთ-დოგი ხახვით და შალფეით, რომელიც შეიცავს მწარე ნივთიერებებს, ეთერის ზეთს, სხვადასხვა ორგანულ მჟავებს და ფისებს. რესტორანი “Oink”-ში ჰოთ- დოგი ასევე მოაქვთ ბროწეულის სოუსით, და ჩილი (Chili) ვაშლის სოუსით, პირის გასასველებელად მოაქვთ უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელები. ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ Haggis- ეს შოტლანდიური კერძია ბატკანის შიგნეულობებით (გული, ღვიძლი და ფილტვები), რომელიც თავსდება ბატკანის კუჭში და მთლიანად იხარშება საათსა და 20 წუთის განმავლობაში. ეს შოტლანდიური კერძი – Haggis ტრადიციულად მზადდება 25 იანვრისთვის, ცნობილი შოტლადიელი პოეტის – რობერტ ბერნსის დაბადების დღის აღსანიშნავად. როგორც ცნობილია, რობერტ ბერნსის პერიოდში ეს კერძი ითვლებოდა ღარიბების და მათხოვრების საკვებად, რადგანაც მას ამზადებდნენ ელიტარულ საზოგადოებაში საჭმელად უვარგისი შიგნეულობებისაგან …

ნახეთ ვიდეო:

2. კაფე – des spores

6db1382f1514
სად მდებარეობს: Chaussee d’Alsemberg, 103-108, ბრიუსელი, ბელგია
ძირითადი ინგრედიენტია: სოკოები
ფასები: € 8-18 ევრო თითო კერძი
თითოეული კერძის მოსამზადებლად – საუზმიდან დესერტამდე- გამოყენებულია სოკო: თეთრი სოკო (porcini), შამპინიონი , შიტაკი (shiitake), ხარისფაშვა (morels), რომელიც პირობითად-საჭმელი ნაოჭა სოკოების გვარი პეზისსასნაირთა რიგისაა.
აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ფარშირებული სოკოები, თათრული ბიფშტექსი ნედლი სოკოებით, იხვის გუკმკერდი- შემწვარი სოკოთი, სოკო-ნიყვი (სოკოწითელი)-ეს სოკო საუკეთესო ხარისხის საჭმელი სოკოა, რომლის ქუდი ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერია, ფეხი ღია ყვითელი, ფეხზე აქვს გარშემორტყმული თხელი თეთრი ან მოყვითალო არშია. ძირში კი თეთრი თოფრაკია. ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სანტიმეტრს აღემატება. ამ მინი-რესტორანში მას მიირთმევენ მიირთმევენ ახალს , ძირითადათ კი შემწვარს.
ყოველდღიურად მენიუში ჩნდება ახალი კერძი, რომელიც მზადდება სეზონის მიხედვით. შერჩეული სოკოს კერძებზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ერთი- 38 ლუდის სახეობებებიდან. ყველა ლუდის სახეობას მოუხდება კერძი დამზადებული „ქამა“ სოკოსაგან. ეს სოკო იგივე „შამპინიონია“, რომელიც ცნობილია, როგორც ვიზუალურად აგრეთვე თავისი გამორჩეული სუნით და არომატტით. ამ რესტორტანში მისგან ამზადებენ ბევრ სხვადასხვა კერძს, სალათებს, შემწვარს და ქუდის კან გაცლილს მიირთმევენ უმადაც. ძალიან გემრიელი და უწყინარი სოკოა.
3. რესტორანი “Burger და Lobster”
6940819385fe
სად მდბერეობს: სოჰო – Soho, 36 Dean Str. ან Mayfair, 29 Clarges Str, და კიდევ სამი მისამართი აქვს – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ძირითადი კერძი : ბურგერები და ომარები და კიბოსნაირთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები
ფასი: £ 20 (≈ $ 34) ნებისმიერი სახის ბურგერი ან ომარი.
რესტორანის მეპატრონე და მფლობელია მიხაილ ზელმანი (Mikhail Zelman), “Goodman”-ი რესტორნების ქსელის დამფუძნებელი . მინი-რესტორან “Burger და Lobster”-ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ორი ძირითადი კერძი ერთი და იგივე ფასად, რომელიც მზადდება მაღალი ხარისხის პროდუქტებისაგან. „ველური“ ომარებით რესტორანს ყოველდღიურად ამარაგებს კანადა;
რესტორანი ზღვის პროდუქტების – ძირითადად კი კიბოსნაირების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კიბოსნაირები – დელიკატესებს მიეკუთვნება, ვინაიდან მათ ბაკანსა და მარწუხებს ქვემოთ მეტად ფასეული და ძალიან გემრიელი ხორცია მოთავსებული. მათი ხორცი უნიკალურია, როგორც გემოვნებით, ასევე სასარგებლო თვისებებით – მათი ხორცი შეიცავს ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და ცხიმების მინიმალურ რაოდენობას. კიბოსნაირებს მიეკუთვნება კიბორჩხალა, კრევეტები, მდინარის კიბო, ლანგუსტი, ომარი ანუ ლობსტერი (lobster).
რესტორანში მენიუ ხშირად იცვლება და ომარის ანუ ლობსტერის ახალი საინტერესო კერძი ემატება . იქ შეიძლება მოითხოვოთ სხვადასხვა დელიკატესი, მაგალითად, ძროხის უმი ხორცის ნაჭრები სოუსითა და თევზით, კრევეტებთან ერთად მომზადებული კალმარები ან სპაგეტი ომარებით (lobsters). ლობსტერებთან და ბურგერებთან მოაქვთ ჭარხლის სალათა ზეთის ხილით,, კარტოფილის ჩიფსები.
რესტოორანში არის სასმელების დიდი არჩევანიც: თეთრი ან წითელი ღვინო, ირლანდიური ლუდი, ნახევრად- ტკბილი შამპანური და უალკოჰოლო სასმელები.

ნახეთ ვიდეო:

4. რესტორანი – „ Säräpirtti Kippurasarvi „
1ddb00f3ec94
4. სად მდებარეობს: Rantatie 1, 54710, ლემი, ჩრდილოეთ ფინეთი
ძირითადი საკვები: „syara“ (ჩაშუშული ბატკნის ხორცი ახალი კარტოფილით) თავსდება ხისგან დამზადებულ ღრმა სინზე.
მოშუშული ბატკნის ხორცი, ახალი კარტოფილი;
მოშუშვის შემდეგ, ბატკნის ხორცი დავჭრათ ძელაკისებურად, მჟავე კიტრი და ხახვი – წვრილად. ყველაფერი შევურიოთ და მოვასხათ 1/2 ჭიქა მწარე ტომატის სოუსი, 1 თავი ხახვი, პომიდორი, მჟავე კიტრი, ოხრახუში – გემოვნებით. რაც მთავარია, მომზადებისას არ ვიყენებთ არანაირ სანელებლებს, საწებელს და სოუსებს, რათა შეინარჩუნოს ხორცის გემო და ამას ემატება ხის კვამლის არომატი. მთავარ კერძთან , მიმტანებს მოაქვთ ახალი, ფინური პური , ირლანდიური ლუდი ან ხმელი ხილის კისელი.
c212710b5265

c63ef0cd6470
4. ფასი: მოზარდებისათვის € 30 ევრო, 9-12 წლის ბავშვებისათვის € 15 ევრო, € 10 ევრო 4-9 წლის ბავშვებისათვის, უფასოდ ბავშვებისათვის- 4 წამდე
რესტორანი მდებარეობს პატარა ფინეთის ქალაქ – ლემიში, ვიბორგიდან (Vyborg) 60 კილომეტრის დაშორებით ;
ბატკანის კერძი კეთდება ძველი რეცეპტით: ხორცის ჩაშუშვას სჭირდება 9 საათი , ხის ჯირკისაგან გაკეთებულ სინზე. გარშემო შემოწყობილი აქვს პატარა, ახალი კარტოფილები…
უკეთესია , თუ მონო-რესტორანში რამდენიმე დღით ადრე , წინასწარ დაჯავშნით ადგილებს
ნახეთ ვიდეო:

5. კაფე – “Eggs & Co”
aeb4bc264d2e
სად მდებარეობს: 11 Rue Bernard Palissy, პარიზი, საფრანგეთი
ძირითადი იგრედიენტი : კვერცხი
დასი: € 8-20 ევრო თითო კერძი
პატარა კაფე მდებარეობს Saint-Germain-ის კვარტალში, სადაც თქვენ შეუკვეთავთ კვერცხს ნებისმიერი სახით: ომლეტი ( მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიირთმევს), შემოგთავაზებენ საფირმო რეცეპტს – უგემრიელეს ომლეტს შაშხითა და ბროკოლით, შემწვარ კვერცხს (au plat), კვერცხს -Kokot, კარგად მოხარშულ კვერცხს (a la coque), ფლორენციულ კვერცხს, კვერცხი წითელი ღვინის სოუსით, კვერცხი-ბენედიქტი, ბურგერები კვერცხებით. გვიანი საუზმე (brunch-set), რომლის ღირებულება ვარირებს € 22-31 ევროს ფარგლებში , იგი შეიცავს ფორთოხლის წვენს, ჩაის ან ყავას, კარტოფილის პიურეს მწვანილთან ერთად, ბლინებს და ხილის სალათას.
6. მონო-რესტორანი “arancini Brothers”

b63e6d217dff
სად მდებარეობს: 115 Kentish Town Road, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ძირითადი კერძი: arancini (შემწვარი ბრინჯის ბურთები)
ფასი: £ 1,5 (≈ $ 2,55) – ორ ბურთზე , £4 (≈ $6,8), 4 ბურთზე სალათით- £4,50 (≈ $7,7)
სწრაფი კვების მფლობელები დევიდ არკინმა (David Arkin) და დევის ერლმა (David Earl) გააცნეს ლონდონელებს ტრადიციული სიცილიური კერძი – arancini, რომლის გაყიდვაც დაიწყეს ქუჩის ფესტივალების დროს. პოპულარული იტალიური სწრაფი კვება წარმოადგენს risotto ( ბრინჯს, პომიდორთან ერთად) ჩედერთან ერთად (cheddar), მოცარელას და იტალიური მწვანილს დაგორგოლებულს ბურთებად, წვავენ დაფქულ ორცხობილაში და მოაქვთ ნივრის მაიონეზით ან ჩილის (chili ) სოუსით. Arancini (არაჩინი), როგორც ამტკიცებენ მინი-რესტორანის მფლობელები,
სავსებით აკმაყოფილებს ვეგეტარიანელებს.
7. კაფე – “The Burger Brothers”
23321b2aaf6e
სად მდებარეობს: Tverskaya Street Lane, 11, მოსკოვი, რუსეთი
ძირითადი კერძი: ბურგერები
ფასები: 300 მანეთი ერთ ბურგერზე
ამ პატარა კაფეში შეგიძლით დაუკვეთოთ ექვსი სხვადასხვა სახის ბურგერი, თითოეული მოაქვთ კარტოფილი – ფრით, ესენია: “cheddar“ -ბურგერი წარხლის მაიონეზით და ტკბილი ხახვის სოუსით, „დილის ბურგერი“ შემწვარი მწყერის 4 პატარა კვერცხით და „იმბირის ბურგერი“- ტკბილი ტომატის სოუსით, დაჭრილი ხახვი „ ბეჭდებად“ და იმბირით, ანუ ჯანჯაფილით. აღსანიშნავია, რომ რუსეთში დიდად აფასებენ იმბირს, რომელიც სასწაულმოქმედია, ნედლიც და ხმელიც თითქმის ყველა დაავადებას შველის, ხსნის დაღლილობას, სახსრების ტკივილს , აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისება (განსაკუთრებით გაცივების დროს), მძიმე ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდეგ აღადგენს ძალასა და ენერგიას.
8. რესტორანი “Macbar”
bf9e3cab591e
სად მდებარეობს: 54 Prince Street, ნიუ იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
ძირითადი კერძი: მაკარონი ყველით
ფასი: $ 5.99 (პატარა პორცია) – $ 17.99 (დიდი პორცია)
ამ პატარ რესტორანში, სადაც ერთდროულად ემსახურებიან 10-15 კლიენტს – მზადდება ტრადიციული ნიუ-იორკის კერძი – მაკარონი ყველით (macaroni and cheese). “Macbar”-ის შეფ მზარეულის მაიკლ ფერაროს (Michael Ferraro) წყალობით
მონო -რესტორანში შეგიძლიათ დაუკვეთოთ 10 ვერსიაზე მეტი ზემოთ აღნიშნული კერძი: კლასიკური მაკარონი ყველი ჩედერით (cheddar), მაკარონი-პენე ბრიუსელის კომბოსტოთი და გოგრით, მაკარონი-ფარფალე ბარილას ტრადიციული სოუსითა და მოცარელათი, მაკარონი „პენე“ ძროხის ხორცის ბურთულებით და უკურკო ზეთისხილი, ავოკადო, მოცარელას და პომიდვრის სალათთი , მაკარონი იხვის გარკალებით და ღვიძლით, ასევე მაკარონი სოკო-ნიყვთან ერთად .
მონო-რესტორანი სპეციალიზირებულია კერძის სახლში მიტანით…

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button