ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

ჭკვიანი ჭიქა Yves Behar-ისგან


ჭკვიანი ჭიქა Yves Behar-ისგან.


ერთი ჩვეულებრივი ყავის ჯიქაც კი შეიძლება გახდეს “ჭკვიანი”. ყოველ შემთხვევაში, ცნობილმა დიზაიერმა ივ ბეჰარმა შექმნა ამ ორდინალური ჭურჭლის ციფრული ვარიანტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვაკონტროლოთ დიეტა და თვალი ვადევნოთ ჯანმრთელობას.

ივ ბეჰარი ცნობილია თავისი გიჟური პროექტებით, რომლებიც არიან გენიალურობის და სიგიჟის ზღვარზე. მისი ნამუშევრებია მაგალითად გამჭვირვალე საათი Vue watch ან სკამი-ტრანსფორმერი Kada.

მისი ახალი ქმნილება არის ინტელექტუალური და მისით ვსვამთ ჩაის ან ყავას. ივ ბეჰერის “ჭვკიანი” ჭიქა საზღვრავს არამხოლოდ სასმელის სახეობას და ტემპერატურას, არამედ იმასაც თუ რისგან შედგება ის.

ჭიქას შეუძლია გაგზავნოს სმარტფონზე სპეციალური აპლიკაციით ინფორმაცია იმაზე, თუ როგორი სასმელი ასხია ახლა მასში, შაქრის, ცხიმის, კოფეინის და კალორიების რაოდენობა და ასევე ქიმიური შემადგენლობა.

ივ ბეჰარი ამბობს, რომ ამ ჭიქას შეუძლია განსაზღვროს კოკა-კოლა ასხია მასში თუ პეპსი – ცნობადობა, რომლის გარჩევაც აქამდე შეუძლებელი იყო ახლა შესაძლებელია.

ადამიანს ასევე ამ უცნაური ჭიქით შეუძლია თავისი დიეტის კონტროლირება. ეს ჭურჭელი ასევე მოეწონებათ ალერგიულებს – მათ შეუძლიათ ნახონ, არის კი სასმელში ალერგიის გამომწვევი ნივთიერებები.

მსგავსი ამბები

Close
Close